მომხმარებლის მომსახურების პირობები

1.

საიტზე (testebi.ge) რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პორტალით სარგებლობის წესებსა და პირობებს;

2.

ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას, რომ სერვისი სრულ შეესაბამეისობაში იქნება მომხმარებლის მოთხოვნებთან, ყოველთვის უწყვეტად, სწრაფად და საიმედოდ მიაწვდება მას. აგრეთვე სერვისით მიღებული ინფორმაცია იქნება ყოველთვის უშეცდომო;

3.

პლატფორმა შესაძლოა გახდეს მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომი პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების მიზნით ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით. პორტალს აქვს უფლება გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე;

4.

ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენების შედეგად მიღებულ არანაირ (მატერიალურ თუ მორალურ) ზარალზე;

5.

პორტალზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: ლოგოები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, სკრიპტები, პროგრამები და სხვა ობიექტები წარმოადგენს testebi.ge-ს საკუთრებას;

6.

აღნიშნული პორტალის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გავრცელების წესებს. ამგვარი ინფორმაციის გამოყენება ხორციელდება პორტალის ადმინისტრირების მიზნებისათვის, ვებ გვერდის ვიზიტორების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზისათვის, მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შესაფასებლად და ვებ-გვერდის სხვა საჭიროებებისათვის;

7.

საიტი უფლებას იტოვებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პორტალის მიზნებისათვის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობისას დაგროვებული ინფორმაცია, მათ შორის განხორციელებული აქტივობები, შედეგები და საკონტაქტო ინფორმაცია (მაგ. მობილურის ნომერი) საჭიროებისამებრ გადასცეს მესამე პირებს, რათა სრულად ისარგებლონ პორტალის ყველა ფუნქციით;

8.

ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.