×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

სიმრავლეები (გარჩეული ამოცანები)

დრო: 3:00:00

Styled Modal Popup

ამოცანა 1

ნახაზზე გამოსახული წესიერი ABC სამკუთხედის გვერდის სიგრძეა \(4 \sqrt[4]{3}\) სმ, ხოლო DEFG კვადრატის გვერდის სიგრძე 5 სმ-ის ტოლია. იპოვეთ მათი გადაკვეთით წარმოქმნილი PQC სამკუთხედის ფართობი, თუ გამუქებული ფიგურის ფართობი 30 სმ2-ია.


ამოხსნა

ორი სიმრავლის გაერთიანების ანალოგიურად გვაქვს:

\(S_{\triangle P Q C}=\left(S_{D E F G}+S_{\triangle A B C}\right)-S_{გამუქ}=\left(5^2+\frac{(4 \cdot \sqrt[4]{3})^2 \cdot \sqrt{3}}{4}\right)-30=(25+12)-30=7 სმ\)

პასუხი: 7სმ2

ამოცანა 2

რამდენი ისეთი წერტილი არსებობს საკოორდინატო სიბრტყეზე, რომლის ერთ-ერთი კოორდინატი ეკუთვნის სიმრავლეს \(\{-1 ; 2 ; 3 ; 1\}\), ხოლო მეორე კი - სიმრავლეს \(\{-3 ; 0 ; 4 ; 5 ; 6\} ?\)


ამოხსნა

სიმრავლეთა დეკარტული ნამრავლის გამარტების თანახმად ასეთ წერტილთა რაოდენობა იქნება:

ა) ვთქვათ, პირველი სიმრავლის ელემენტებია წერტილთა აბსცისები, ხოლო მეორე სიმრავლის ელემეტები კი - ორდინატები. ასეთი წერტილების რაოდენობა იქნება \(4 \cdot 5=20 ;\)

ბ) ვთქვათ, მეორე სიმრავლის ელემენტებია აბსცისები, ხოლო პირველი სიმრავლი ს ელემენტები კი - ორდინატები. ასეთი წერტილების რაოდენობა იქნება \(5 \cdot 4=20 ;\) მაშასადამე, ასეთ წერტილთა საერთო რაოდენობაა 40.

პასუხი: 40

ამოცანა 3

A არის 5-ის ჯერადი ყველა ორნიშნა რიცხვის სიმრავლე, ხოლო B არის 7-ის ჯერადი ყველა ორნიშნა რიცხვის სიმრავლე. იპოვეთ A და B სიმრავლეების თანაკვეთის ყველა ელემენტის ჯამი.


ამოხსნა

\(\left.\begin{array}{l}A=\{10 ; 15 ; \ldots 90 ; 95\} \\ B=\{14 ; 21 ; \ldots 91 ; 98\}\end{array}\right] \Rightarrow A \cap B=\{35 ; 70\} \Rightarrow 35+70=105\).

პასუხი: 105

ამოცანა 4

A სიმრავლე 12 ელემენტს შეიცავს, B სიმრავლე შეიცავს 8 ელემენტს, ხოლო C სიმრავლე - 5 ელემენტს. ელემენტების რა უდიდეს რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს სიმრავლე \(A \cup B \cap C ?\)


ამოხსნა

\(A \cup B \cap C ?\) სიმრავლე ელემენტების უდიდეს რაოდენობას შეიცავს, როცა:

\(\begin{aligned} & A=\max (A)=12 ; \\ & B \cap C=\max (B \cap C)=5 .\end{aligned}\)

მაშინ, მივიღებთ:

\(\max (A \cup B \cap C)=\max (A)+\max (B \cap C)=12+5=17\)

პასუხი: 17