×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქო განათლების ტესტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. რა არსებითი ნიშანი განასხვავებთ ერთმანეთისაგან უნიტარულ, ფედერაციულ და კონფედერაციულ სახელმწიფოებს?

2. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა:

3. სამართლის რომელი დარგი არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს?

4. რომელი დოკუმენტი მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ?

5. რას ეწოდება სამუშაო ძალა?

6. რა აუცილებელი პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლება რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს?

7. სახელმწიფო ბიუჯეტი პრეფიციტურია მაშინ, როდესაც:

8. დავალებაში არასრულადაა მოცემული სამოქალაქო მონაწილეობის კიბის საფეხურები. რა უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

9. ჩამოთვლილთაგან რომელია თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპი?
I. პოლიტიკური ტოლერანტობა;
II. ხელისუფლების დანაწილება;
III. ძალაუფლების უზურპაცია.

10. რომელი განმარტება შეესაბამება ეკონომიკაში ალტერნატიული ღირებულების ცნებას?

11. არჩევნებში მონაწილეობისას მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ არჩევანი სწორი კრიტერიუმებით გააკეთოს. რომელი არ არის მართებული კრიტერიუმი არჩევანის გაკეთებისას?

12. საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ მსჯელობებიდან რომელი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას?

13. სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს მოტივაცია. ჩამოთვლილთაგან რომელია შინაგანი მოტივაციის მაგალითი?

I. სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილად შესრულება ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ;
II. საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ვინაიდან თქვენთვის ასეთი აქტივობა სახალისოა;
III. უცხო ენების სწავლება მოხალისეობრივად, ვინაიდან გსიამოვნებთ ამგვარად ცოდნის გავრცელება;
IV. ადამიანების დახმარება მეგობრებისგან შექების მიღების მიზნით.

14. 1959 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრა ბავშვთა დაცვის ძირითადი პრინციპები. 1989 წელს კი მიღებულ იქნა ბავშვთა უფლებების --------------.

15. პრობლემის პირისპირ დგომისას ---------- ხდება მთავარი პრინციპი, რომელზეც ვაშენებთ უფრო მეტად ინკლუზიურ და ერთსულოვან საზოგადოებას.

16. რა იდეას ასახავს ილუსტრაცია?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას: უმაღლესი სასწავლებლის პროფესორმა ერთ-ერთი ისტორიული მოვლენის შესახებ საჯაროდ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელიც არ ეთანხმებოდა საზოგადოებაში ამ მოვლენაზე გაბატონებულ შეხედულებას. ამის საპასუხოდ მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა და პროფესორისთვის სწავლების უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. ამასთან ერთად, პროტესტის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ პროფესორს ნებისმიერი საჯარო გამოსვლა აკრძალვოდა.

მოცემული სიტუაციის რომელი შეფასებაა სამართლებრივი თვალსაზრისით მართებული?

18. ცხრილში მოცემულია მონაცემები ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლების ცვალებადობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით: რომელი მსჯელობა შეესაბამება ცხრილის მონაცემებს?

19. ინფოგრაფიკაზე მოცემულია საქსტატის მონაცემები 2022 წელს შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ: რომელი მსჯელობა შეესაბამება ინფოგრაფიკის მონაცემებს?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ კითხვას:

კლიმატის ცვლილება რთული და კომპლექსური საკითხია, რომელმაც ბოლო წლებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. დედამიწის კლიმატის ხანგრძლივი ცვლილების პროცესზე დღესდღეობით დიდ გავლენას ახდენს ადამიანი ისეთი საქმიანობებით, როგორებიცაა ნავთობპროდუქტების წვა და ტყის ჩეხვა. კლიმატის ცვლილებას შესაძლოა განაპირობებდეს ისეთი ბუნებრივი მიზეზებიც, როგორებიცაა, მაგალითად, მზის რადიაციის ზრდა, ვულკანების ამოფრქვევა და სხვ.

ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა ასაბუთებს იმას, რომ კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზი ადამიანის მოქმედებას უკავშირდება. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი, რომელიც აფასებს კლიმატთან დაკავშირებულ მეცნიერულ მიგნებებს, აცხადებს, რომ „მაღალი ალბათობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სწორედ ადამიანის გავლენაა ძირითადი მიზეზი გლობალური დათბობისა, რომელსაც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ვაკვირდებით.“

კლიმატის ცვლილების გავლენა ძალიან დიდია დედამიწის ფლორასა და ფაუნაზე. ამის გამო ძალიან ბევრი ცხოველი გადაშენების პირასაა, ბევრი კი იძულებულია ქცევა შეიცვალოს, რათა ახალ გარემოსთან ადაპტირება შეძლოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ისეთი ზომები, როგორებიცაა, მაგალითად, განახლებადი ენერგიის წყაროების მონახვა. ამ მოსაზრებას კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ზომების ფასი ძალიან მაღალი იქნება და სჯობს კლიმატური ცვლილების შედეგებს მოვერგოთ, ვიდრე ვებრძოლოთ მათ.


ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა ფაქტი და არა მოსაზრება?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

რამდენი მაგალითია, რომ უცხო-ქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმა-პურსა ჰშოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენ-კი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენს საკუთარ მამა-პაპის ბინაზედ, გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა ...

საკვირველია! თუ უცხო-ქვეყნელი მოდის აქ, ამ მისთვის უთვისტომო ქვეყანაში, საცა არც ერთი მტკაველი მიწა აქვს, არც ერთი კაცი ჰყავს ხელშემწყობი და გულშემატკივარი და მარტო თავის თაოსნობაზედ და მხნეობაზედ დანდობილი, ჰშოულობს საქმეს, თავს ირჩენს, მდიდრდება, კეთდება, ჩვენ რაღა დაგვემართა, ჩვენ, რომელთაც მიწაცა გვაქვს, მამულ-დედულიც, ბინაც, მახლობელნი და ნათესაობაც გვყავს და მაინც ვჩივით და ვტირით სიღარიბეს. ჩვენს საკუთარს სუფრაზედ სხვანი ძღებიან, ჩვენის საკუთარის ჯამიდან სველ ლუკმას სხვა იღებს, ჩვენის ქვეყნის რძე-ნაღები სხვას მიაქვს და ჩვენ-კი ცარიელზედ გასულნი, მარტო ვჩივით და ვტირით, გვშიან და გვწყურიანო ...

რათ არის ესე? იმიტომ არის, რომ უცხო-ქვეყნელი იმ განძით, იმ საუნჯით მოდის ჩვენში, რომელსაც ცოდნა ჰქვიან... ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ; ნაღებს ქვეყნისას და ცხოვრებისას მცოდნე კაცი ჰხდის და უცოდინარს სასვლეპავად თუ დო დარჩა, ღმერთს მადლობა შესწიროს.“
ილია ჭავჭავაძე, „ისევ განათლების საკითხებზე“.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, მწეველთა პროცენტული მაჩვენებელი:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები მწეველთა პროცენტული მაჩვენებლის კლების მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?