×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს ტესტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. კრიტიკული აზროვნებისათვის არ არის დამახასიათებელი:

2. რა ეწოდება გარკვეულ სფეროში დახელოვნების პროცესს, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების კონცენტრირებას ახდენს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე?

3. რა ეწოდება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ხელისუფლების მიერ ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას?

4. კულტურული მრავალფეროვნების მართვის რომელი ფორმა გულისხმობს ამა თუ იმ ხალხის განსხვავებული ნიშან-თვისებების წაშლას და შერევას სხვა ხალხთან?

5. რა პრინციპი განასხვავებს მმართველობის რესპუბლიკურ ფორმას აბსოლუტური მონარქიისაგან?

6. საბაზრო სტრუქტურაში ოლიგოპოლიის დროს:

7. პრობლემის გადაწყვეტისას ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს თავდაჯერებული, პასიური ან აგრესიული. რა ნიშანი ახასიათებს აგრესიულ ქცევას?

8. დავალებაში არასრულადაა მოცემული ე.წ. მასლოუს პირამიდა, რომელიც ასახავს ადამიანთა საჭიროებების იერარქიას. რომელი მოთხოვნილება უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

9. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის რომელი მუხლი არ გამოხატავს აბსოლუტურ უფლებას?

10. რომელი კომპონენტებისაგან შედგება მდგრადი განვითარება?

11. რომელი არგუმენტი არ ამყარებს არჩევნების ოპტიმალურ ვადებში პერიოდულად ჩატარების დემოკრატიულ პრინციპს?

12. კრისტოფერ მურის მოდელის მიხედვით, რა არის ღირებულებითი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი?

13. რომელი მსჯელობა გადმოსცემს მართებულად საზოგადოებასა და ბრბოს შორის განსხვავებას?

14. იტალიის ქალაქ ბოლონიაში 1999 წელს 29 ქვეყნის განათლების მინისტრმა ხელი მოაწერა __________ , რითაც გამოხატეს მზადყოფნა უმაღლესი განათლებისათვის საერთო ევროპული სივრცის შესაქმნელად. ბოლონიის პროცესი მთავარ მიზნად ისახავს სტუდენტების მობილობის გაძლიერებას და უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

15. ეკონომიკური საქმიანობისას მიღებულ შემოსავალს ზოგიერთი ინდივიდი ზოგავს და მის მოხმარებას მომავლისთვის დებს. საქმიანმა ადამიანმა, რომელიც მოგების მიზნით ეწევა ბიზნესს, ასეთი დანაზოგი შეიძლება გამოიყენოს როგორც ___________ , რომლითაც იგი საკუთარ წარმოებას განავითარებს.

16. რა ტიპის საწარმოო რესურსია გამოსახული ფოტოზე?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლინდა დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებას გეგმავდა. სპეცოპერაციის შედეგად აღნიშნული დაჯგუფების ყველა წევრი დააკავეს და სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე საპყრობილეში მოათავსეს. დანაშაულის გამჟღავნებამ მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი საკუთარ პროტესტს უშუალოდ საპატიმროსთან გამოხატავდნენ. აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა, დამნაშავეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და მათი ქვეყნიდან გაძევება იყო. აღნიშნული მოთხოვნა მთავრობამ არ დააკმაყოფილა, რითიც აქციის მონაწილეები გაანაწყენა.

რომელი შეფასებაა სამართლებრივი თვალსაზრისით მართებული?

18. ცხრილში მოცემულია საქსტატის მონაცემები 2020 წელს საქართველოში დასაქმებულთა რიცხოვნობისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დასაქმების დონის შესახებ:

რომელი მსჯელობა შეესაბამება ცხრილის მონაცემებს?

19. ინფოგრაფიკა ასახავს საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა შესახებ 2022 წლის III კვარტლის საქსტატის მონაცემებს:

რომელი მსჯელობა შეესაბამება ინფოგრაფიკის მონაცემებს?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ კითხვას:

მრავალი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გლობალიზაცია კვლავაც გაგრძელდება მომავალი ათწლეულების მანძილზე, ვინაიდან ტექნოლოგიის და ტრანსპორტირების განვითარება გააადვილებს კავშირების დამყარებას სხვადასხვა ბიზნესებსა და ადამიანებს შორის მსოფლიოს მასშტაბით. რაც უფრო მეტად გლობალიზირებული გახდება ბიზნესები და ინდუსტრიები, მით უფრო დიდ კონკურენციაში აღმოჩნდებიან ისინი ბაზარზე შემოსულ ახალ მოთამაშეებთან. ეს მათ უფრო მეტ სარგებელსაც მოუტანს და ამასთანავე, მეტი გამოწვევების წინაშეც დააყენებს მათ, ვინაიდან კომპანიები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სიახლეების დანერგვისა და განვითარებისაკენ ისწრაფვიან.

გაზრდილმა კონკურენციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და კეთილდღეობას, მაგრამ ასევე გაზარდოს უთანასწორობა და არასტაბილურობა იმ შემთხვევაში, თუკი მისი სათანადოდ რეგულირება არ მოხდება. გლობალიზაციის პირობებში შექმნილმა გლობალურმა ეკონომიკამ, რომელშიც საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და იდეები საზღვრებს თავისუფლად კვეთს, ხელი შეუწყო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასა და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

გლობალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს ერთგვარი ცრურწმენა, თითქოს ყველა ეკონომიკური პრობლემის საფუძველი სწორედ გლობალიზაციაა. ზოგიერთი ადამიანი სწორედ გლობალიზაციას სდებს ბრალს მრავალი ეკონომიკური პრობლემების გაჩენაში, როგორებიცაა სამუშაოების დაკარგვა თუ სოციალური უთანასწორობის გაზრდა. მაშინ, როდესაც გლობალიზაცია ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორებიცაა ტექნოლოგიური ცვლილებები და ქვეყნის საშინაო პოლიტიკა.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა ფაქტი და არა მოსაზრება?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

„ბატონობას სამგვარი შინაგანი გამართლება აქვს, ანუ არსებობს მისი ლეგიტიმურობის სამგვარი საფუძველი. [...] პირველი ესაა „მარადიული ნამყოს“, ე. წ. „ტრადიციული“ ავტორიტეტი, რომელსაც პატრიარქი და პატრიმონიალური* თავადი ნერგავდა ჩვეულებებით ნაკურთხი ზნის შენარჩუნებისა და მის ძველთა უძველეს ღირებულებაზე ორიენტაციის გზით.

შემდეგია არაჩვეულებრივი პიროვნული მადლი (ქარიზმა), გინდა იმ პიროვნების ავტორიტეტი, რომელსაც ბუნებამ პიროვნულად მიამადლა და უშუალოდ აზიარა უეცარ გასხივოსნებას, გმირობასა და ბელადობის სხვა თვისებებს. ესაა „ქარიზმული“ ბატონობა, რომელსაც ახორციელებს წინასწარმეტყველი, ანდა პოლიტიკურ სარბიელზე - არჩეული მხედართმთავარი თუ მბრძანებელი, დიდი დემაგოგი თუ პოლიტიკური პარტიის ბელადი.

და ბოლოს - ბატონობა ლეგალობის საფუძველზე; იგი ემყარება ლეგალური წესდების ღირებულებისადმი რწმენას და იმ საქმიან „კომპეტენციას“, რომელსაც გვაკისრებს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებანი.“

მაქს ვებერი, ,,პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა“.

*პატრიმონიალური_ პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ქცევის წესები, როცა ძალაუფლების მქონე პირი გარშემო იკრებს მასზე დაქვემდებარებულ ადამიანთა ჯგუფს და მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით ქმნის თავისი ძალაუფლების დასაყრდენს.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

რუკის ანალიზი (№22-24)

დავალებაში მოცემულია მსოფლიო რუკა, რომელიც ასახავს 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის ინდექსს. მას ახლავს სამი კითხვა არჩევითი პასუხებით. რუკის ანალიზის საფუძველზე უპასუხეთ კითხვებს.

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების დაცვის ინდექსი:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები ბავშვთა უფლებების დაცვის ინდექსის კლების მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?