×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს ტესტი 2022 წლის 2 ვარიანტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. რომელი ტერმინი აღნიშნავს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ერთ-ერთ ფორმას?

2. სამართლის რომელი დარგი არეგულირებს სახელმწიფო მართვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ასევე სამართლის ზოგად ნორმებს?

3. რომელ ქალაქში მდებარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო?

4. ადამიანის ჩამოთვლილ უფლებათაგან რომელი მოიაზრება სოციალურ უფლებებში?

5. რომელი ნიშანი არ ახასიათებს ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოს?

6. რა ეწოდება ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც პროდუქციისა და მომსახურების, წარმოებისა და განაწილების გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ცენტრალიზებულად იღებს?

7. რა ეწოდება საბაზრო ეკონომიკაში კონკურენციის ტიპს, როდესაც ბაზარზე მრავალი ეკონომიკური აგენტი ყიდის მსგავსს, მაგრამ არა იდენტურ საქონელს?

8. სქემა ასახავს მოქალაქისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებს. რა უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

9. რომელი განმარტება გადმოსცემს მართებულად სტერეოტიპის ცნებას?

10. რომელი მსჯელობაა მართებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ?

I. ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, მხოლოდ დაცვის მხარისა და ბრალდებულის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში;
II. ნაფიცი მსაჯულები მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ბრალდებულის გამართლების ან დამნაშავედ ცნობის შესახებ;
III. ნაფიცი მსაჯული აირჩევა სასამართლოს მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და აქვს იურიდიული განათლება.

11. რომელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წლის 20 ნოემბერს?

12. კონფლიქტურ სიტუაციაში კომპრომისული ქცევის მოდელის გამოყენება გულისხმობს:

13. რომელია სტრატეგიული დაგეგმარების დროს სწორად შედგენილი ინდიკატორი კომპანიის ეკონომიკური პროგრესის შესაფასებლად?

14. საქართველოში მოქმედებს სამთავრობო ელექტრონული პორტალი, რომლის გამოყენებით მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ ელექტრონული ----------. ამგვარად მოქალაქეები საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ იმ საკითხის მიმართ, რომელიც მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება. 10 000 ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს პორტალზე ოფიციალური პასუხის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება.

15. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო, საკუთარი ქვეყნის იძულებით დატოვების შემთხვევაში უცხოელს შეუძლია საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნა. თუ გადაადგილებული პირი დააკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ ის მიიღებს ---------- სტატუსს და სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს.

16. რა იდეას გამოხატავს მოცემული ილუსტრაცია?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

ერთ-ერთ ქალაქში მშობლებმა საკუთარი შვილები სკოლაში არ გაუშვეს. მათი აზრით, სკოლა მათ ბავშვებს არასაჭირო ინფორმაციას მისცემდა, რის გამოც, შესაძლოა, მათი შვილები ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ წასულიყვნენ. მშობლები მიიჩნევდნენ, რომ სახლის პირობებში არსებული სირთულეების გადალახვით შვილები შეიძენდნენ ყველა იმ უნარს, რომლებიც მათთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე პროფესიული განვითარებისთვის.
ამ ამბის შეტყობის შემდეგ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ სახელმწიფო სამსახურებს დაუკავშირდა შემდგომი რეაგირებისათვის.

რომელი შეფასებაა სამართლებრივი თვალსაზრისით მართებული?

18. დიაგრამა ასახავს 2019-2020 წლებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით პირველ ათეულში მყოფ სახელმწიფოთა მონაცემებს:

რომელი მსჯელობა არ შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

19. დიაგრამაზე მოცემულია საქსტატის 2020 წლის გენდერული სტატისტიკა ,,დასაქმებულთა განაწილება სამუშაოზე დაკავებული პოზიციების მიხედვით“:

რომელი მსჯელობა არ შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ კითხვას:

ბევრი ადამიანი, მათ შორის განვითარებულ სახელმწიფოებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ქალთა მიმართ უთანასწორობას ასახელებს.
ეს უთანასწორობა გულისხმობს ქალების მიმართ ისეთი ტიპის ქცევას, რომელიც განსხვავდება კაცების მიმართ ქცევისაგან და ამ უკანასკნელთათვის უპირატესობის მინიჭებას მოიაზრებს.
ამის ნათელი მაგალითია ზოგიერთი კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რომ მოპოვებითი მრეწველობიდან მიღებული სარგებელი მამაკაცებსა და ქალებზე არათანაბრად ნაწილდება.
ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი სარგებელზე, რამდენადაც მათ ქალებისგან განსხვავებული როლები ეკისრებათ.
გაეროს კვლევის თანახმად, საქართველოში მოპოვებით მრეწველობაში დასაქმებულ ქალთა ოდენობა მხოლოდ 10%-ია,
ხოლო იმ თემში, სადაც სამთო-მოპოვებით მრეწველობას მისდევენ, ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი 87%-ია.

სქესის მიხედვით პროფესიების განაწილება დაფუძნებულია არა უშუალოდ ამ პროფესიის თავისებურებებზე,
არამედ სხვადასხვა წარმოდგენაზე, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში არსებობს სქესებთან დაკავშირებით.
ზოგან არსებობს წარმოდგენა, რომ ქალებს გარკვეული სამუშაოების შესრულება ფიზიკურად არ შეუძლიათ.
ზოგან კი მიიჩნევენ, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულება კაცებისათვის ან ქალებისათვის შესაფერისი არ არის.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობა წარმოადგენს ფაქტს?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

„უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის,
მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემ ნაცვლად
განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ
შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემ მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს.
მეურვეები, რომლებმაც ასე კეთილად აიღეს საკუთარ თავზე ზედამხედველობის საქმე, იმაზე
ზრუნავენ, რომ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა სიმწიფისკენ გადადგმული ეს რთული ნაბიჯი
საშიშადაც ჩათვალოს. მას შემდეგ, რაც მეურვეებმა საკუთარ შინაურ პირუტყვს ჯერ ჭკუა გამოაცალეს
და საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამენ
საბავშვო ეტლის გარეშე, რომელშიც ჩაკეტილნი არიან – ყოველივე ამის შემდეგ ისინი მათ საფრთხეს
აჩვენებენ, რომელიც ემუქრებათ, თუ მარტო გავლას შეეცდებიან. არადა, ეს საფრთხე ასე დიდი სულაც
არაა, რადგან რამდენიმე დაცემით ისინი საბოლოოდ სიარულს ისწავლიდნენ. მაგრამ ამ სახის
მაგალითი ადამიანებში გაუბედაობას იწვევს და მათ, ჩვეულებრივ, შიშის გამო სხვა მცდელობებისგან
ხელს აღებინებს.“
იმანუელ კანტი, ,,რა არის განმანათლებლობა?“

რომელი მსჯელობაა მართებული ტექსტიდან გამომდინარე?

რუკის ანალიზი (№22-24)

დავალებაში მოცემულია მსოფლიო რუკა, რომელიც ასახავს 2017 წელს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. მას ახლავს სამი კითხვა არჩევითი პასუხებით. რუკის ანალიზის საფუძველზე უპასუხეთ კითხვებს.

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების ხარისხი:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები ადამიანის უფლებების ხარისხის კლების მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?