×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს ტესტი 2022 წლის 1 ვარიანტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. საქართველოს რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს დიპლომატიურ სამსახურს?

2. რა ეწოდება ადამიანის იძულებითი შრომისათვის გამოყენებას?

3. სკოლის რომელი სტრუქტურული ერთეული ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და ბიუჯეტს?

4. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რომელი საქმიანობაა მოქმედი მოსამართლის თანამდებობასთან შეთავსებადი?

5. რას ასახავს აბრაამ მასლოუს პირამიდა?

6. რა მიზანს ისახავს ,,ბოლონიის პროცესი“?

7. როგორია სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ საბიუჯეტო შემოსავლები აღემატება საბიუჯეტო ხარჯებს?

8. სქემა არასრულად ასახავს მდგრადი განვითარების კომპონენტებს. რომელი კომპონენტი უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

9. რას გულისხმობს კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთი ეტაპი „ალიანსების ფორმირება“?

10. მთავრობის შესახებ დებულებათაგან რომელია მართებული საქართველოს კონსტიტუციის თანახმად?

I. საქართველოს მთავრობა არის სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ორგანო;
II. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
III. საქართველოს მთავრობას ექვემდებარება ხელისუფლების სამივე შტო, რაც ერთიან მმართველობით სისტემას ქმნის.

11. საერთაშორისო ვაჭრობის თეორიაში რა ეწოდება ეკონომიკურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც ქვეყანამ უმჯობია აწარმოოს ის პროდუქცია, რომლის წარმოებაც მისთვის ყველაზე ეფექტიანია?

12. რომელი მსჯელობა არ შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეობის შესახებ?

13. რომელი განმარტება შეესაბამება პიროვნების რესოციალიზაციის ცნებას?

14. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ ---------- გზით გამოხატა ერთსულოვანი ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

15. კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია ----------, რომლის დროსაც მესამე, მიუკერძოებელი მხარე კონფლიქტის პროცესში მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება.

16. რა მოვლენა არის ნაჩვენები მოცემულ ილუსტრაციაზე?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივ მაცხოვრებელსა და სასულიერო პირს შორის. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება მოხდა რელიგიური ორგანიზაციის მიერ სოფლის მკვიდრის კუთვნილი მიწის მითვისების გამო. სიტუაციის განმუხტვისათვის ადგილობრივებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მხოლოდ დაზარალებული ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სასულიერო პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. პოლიციის თანამშრომლების თქმით, სასულიერო პირის დაპატიმრება ჩრდილს მიაყენებდა მის რეპუტაციას და არ იქნებოდა სწორი საქციელი.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული სამართლებრივი კუთხით?

18. დიაგრამაზე რეგიონების მიხედვით მოცემულია იმ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც პარტნიორის / მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ განაცხადეს (წყარო: ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017):

კახეთი, თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ა.რ. გურია, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი. სექსუალური, ფიზიკური, ემოციური, ნებისმიერი სხვა.

რომელია სწორი მსჯელობა დიაგრამის მონაცემებზე?

19. დავალებაში მოცემულია საქართველოში 20-24 წლის ასაკის ქალთა ადრეული ქორწინების მონაცემები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევიდან:

• გამოკითხულ ქალთა 14% დაქორწინებული იყო 18 წლამდე;
• 18 წლის ასაკამდე დაქორწინებული იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ ქალთა 8%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ქალების 25%;
• 18 წლის ასაკამდე ქორწინებაში მყოფ ქალთა 47%-ს მიღებული აქვს დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება, სრული საშუალო განათლება - 25%-ს, პროფესიული განათლება - 11%-ს;
• 18 წლის ასაკამდე ქორწინებაში მყოფ ქალთა 33% მიეკუთვნება კეთილდღეობის ინდექსის უმაღლეს ნაწილს, ხოლო უმდიდრეს ნაწილში ანალოგიური მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

რომელია სწორი მსჯელობა მონაცემების მიხედვით?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ კითხვას:

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მოხმარება ბევრს უვნებლად მიაჩნია, ის საკმაოდ საზიანოა და ხშირად დამოკიდებულებასაც იწვევს. კვლევების მიხედვით განისაზღვრა დამოკიდებულების მკაფიო სიმპტომები: ალკოჰოლისადმი ძლიერი სწრაფვა, ალკოჰოლზე უარის თქმის კონტროლის დაკარგვა, ფიზიკური სიმპტომები და უფრო და უფრო მეტი ალკოჰოლის მიღების ჩვევა, ანუ მის მიმართ ტოლერანტულობა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება სამიდან ხუთ კვირამდე ინტენსიურ მოხმარებას მოსდევს. შესაბამისად, ის ადვილად მისაჩვევ ნივთიერებად ითვლება. 2018 წელს გამოქვეყნებული სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტის“ მიხედვით, 2016 წელს თითქმის 3 მილიონი გარდაცვალების ფაქტი უკავშირდებოდა ალკოჰოლის მოხმარებას. კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარება არა მხოლოდ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს ქმნის, არამედ შესაძლოა კიბოს გამომწვევიც იყოს. შესაბამისად, რისკის თავიდან ასაცილებლად საერთოდ ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმაა საჭირო. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში არსებობს ალკოჰოლის მოხმარების დიდი ტრადიცია, რომლის შეცვლაც ძალიან რთულია. სხვადასხვა კულტურის ანალიზით დადგინდა ალკოჰოლის მოხმარების ერთგვარი საშუალო სტანდარტი, რაც გულისხმობს დღეში 10 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებას. ეს სტანდარტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა ყველა ქვეყანა მას არ იზიარებს

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა ფაქტი და არა მოსაზრება?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

„ბრბო პირველ რიგში არის ჯგუფი, სადაც ყველა კლასის დანალექია წარმოდგენილი. ამიტომ არის ასეთი ადვილი, აგვერიოს ბრბო „ხალხში“, რომელიც აგრეთე მოიცავს საზოგადოების ყველა შრეს. მაშინ როდესაც ყველა დიდ რევოლუციაში ხალხი იბრძვის ნამდვილი წარმოდგენლობისთვის, ბრბო ყოველთვის მოითხოვს „ძლიერ კაცს“, „დიად ლიდერს“. ბრბოს სძულს საზოგადოება, რომლისგანაც ის გარიყულია, ისევე, როგორც პარლამენტი, სადაც ის წარმოდგენილი არ არის. ამდენად, პლებისციტი, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე ბრბოს ლიდერებმა ასეთ შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს, ძველი ხელსაწყოა იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ბრბოს ეყრდნობიან.“
ჰანა არენდტი, „ტოტალიტარიზმის საფუძვლები“.

ჰანა არენდტი, „ტოტალიტარიზმის საფუძვლები“.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

რუკის ანალიზი (№22-24)

დავალებაში მოცემულია მსოფლიო რუკა, რომელიც ასახავს ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს. მას ახლავს სამი კითხვა არჩევითი პასუხებით. რუკის ანალიზის საფუძველზე უპასუხეთ კითხვებს.

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლის ზრდის მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობა არ არის მართებული?