×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს 2020 წლის ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორთაგან რომელი არ წარმოადგენს გარეგან მოტივატორს?

2. საქართველოს კანონმდებლობით, როგორ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეობის არსი?

3. რა ეწოდება სამართლის რომელიმე დარგში არსებული ნორმების კრებულს, რომლის შინაარსი ერთიანი სისტემური საკანონმდებლო აქტითაა წარმოდგენილი?

4. საქართველოს ხელისუფლების რომელი ორგანო ახორციელებს მართლმსაჯულებას?

5. რომელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1948 წლის 10 დეკემბერს?

6. რა განსხვავებაა ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების ტიპებს შორის?

7. რა ეწოდება ეკონომიკაში იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც უარს ვამბობთ არჩევანის გაკეთების დროს?

8. ილუსტრაცია ასახავს კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის ორ სხვადასხვა სტრატეგიას. რა უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

Question 8 image

9. რა ეწოდება ქმედებას, რომელიც საზოგადოების ან კერძო პირის კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაზიანების ან განადგურების მიზნით არის ჩადენილი?

10. რომელი მსჯელობაა მართებული პიროვნების ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ?

11. რომელი განმარტება გამოხატავს მართებულად სტერეოტიპის შინაარსს?

12. რა ეწოდება ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დროებით დაკავებას, ამ სახელმწიფოზე სუვერენული უფლების მოპოვების გარეშე?

13. სახელმწიფო მმართველობის რომელ ფორმას ეწოდება „უმრავლესობის შეზღუდული ძალაუფლება“?

14. მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრების ფლობა მოქალაქის ერთ-ერთი ძირეული უფლებაა, მთელ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს აქვს მისი --------------- უფლება. მაგალითად, თუ ეს საკუთრება მოქალაქემ დანაშაულებრივი გზით დააგროვა.

15. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეები ნებაყოფლობით ირჩევენ ხელისუფლებას და აღიარებენ მის ძალაუფლებას. ასეთი ხელისუფლება --------------- ითვლება, ის ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და ცდილობს, რომ არ დაკარგოს მხარდაჭერა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

16. რა იდეას გამოხატავს მოცემული ილუსტრაცია?

Question 16 image

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს პატრიოტულად მოიაზრებს, შექმნა რამდენიმე მცირე დაჯგუფება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების გამოვლენა და მათი სამართალდამცავებისთვის გადაცემა იყო. ამისთვის ისინი ქუჩებში აჩერებდნენ არაქართულენოვან ადამიანებს და ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთების წარდგენას თხოვდნენ. თავისი საქმიანობის განმავლობაში მათ მოახერხეს და გამოავლინეს სამი არალეგალური მიგრანტი, რომლებიც ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე. სამართალდამცავთა რეაგირების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუჩებში პატრულირება შეწყვიტა.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული სამართლებრივი კუთხით?

18. დიაგრამაზე მოცემულია 2019 წელს საქართველოში არარეზიდენტთა ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით (წყარო: საქსტატი):
რომელი მსჯელობა შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

19. დიაგრამაზე მოცემულია საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 2006-2018 წლებში (წყარო: Economist Intelligence Unit):
რომელი მსჯელობა შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ კითხვას:

ინტერნეტის გამოგონება ზოგიერთს ისეთივე მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, როგორიც თავის დროზე ბორბლის გამოგონება იყო. ამ გამოგონების მომხმარებელი მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება. თუკი 2000 წელს მსოფლიოში ინტერნეტს დაახლოებით 400 მილიონი ადამიანი მოიხმარდა, 2019 წელს მათი რაოდენობა 4 მილიარდამდე გაიზარდა. ამ დარგის სპეციალისტების აზრით, 2025 წლისთვის ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს პოპულაციის 75% იქნება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი პოპულარობით სოციალური ქსელები სარგებლობს. ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დიდ აუდიტორიაზე გაავრცელონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. სოციალურ ქსელებს სხვადასხვა კომპანია და სახელმწიფოც კი დიდი წარმატებით იყენებენ. ამან გარკვეული პრობლემებიც გამოიწვია. კერძოდ, შეიქმნა ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრეცედენტები, რაც მომხმარებლების გამიზნულად შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. მაგალითად, რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია სხვა სახელმწიფოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს კანდიდატების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს და ამით გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, რაც აუცილებლად უნდა იქნას დარეგულირებული. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან და ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ახალი ფაზა დაიწყება, რაც უზრუნველყოფს როგორც მათი ნეგატიური გავლენის შემცირებას, აგრეთვე სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობა წარმოადგენს ფაქტს?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

„იდეოლოგია განსხვავდება უბრალო შეხედულებისაგან იმით, რომ ის იბრალებს, თითქოს ან ისტორიის გასაღებს ფლობს, ან ყველა „სამყაროს თავსატეხის“ ამოხსნის გზას, ან სრულყოფილ ცოდნას დაფარული საყოველთაო კანონების შესახებ, რომლებიც თითქოსდა ბუნებასა და ადამიანს მართავენ. ძალიან ბევრმა იდეოლოგიამ მოიპოვა საკმარისი პოპულარობა, რომ დარწმუნების მკაცრი კონკურენტული ბრძოლისთვის გაეძლო, და მხოლოდ ორმა შეძლო მწვერვალზე ასვლა და პრინციპში ყველა დანარჩენი დაამარცხა: იდეოლოგია, რომელსაც ისტორია ესმის, როგორც კლასების ეკონომიკური ბრძოლა და მეორე, რომელსაც ისტორია ესმის, როგორც რასების ბუნებრივი ბრძოლა. ორივეს გავლენა მასებზე იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ შეძლეს სახელმწიფო მხარდაჭერის მოპოვება და საკუთარი თავის ეროვნულ დოქტრინებად დაფუძნება. მეტიც: საზღვრები, რომელთა შიგნით რასობრივი და კლასობრივი აზროვნება აზროვნების სავალდებულო მოდელად გადაიქცა, თავისუფალმა საჯარო მოსაზრებამ იმდენად გაითავისა, რომ არა მხოლოდ ინტელექტუალები, არამედ ადამიანთა დიდი მასებიც აღარ იღებენ წარსული და აწმყო ფაქტების წარმოდგენებს, რომლებიც ამ ორიდან ერთ-ერთი შეხედულებისანი არ არიან.“ ჰანა არენდტი, „ტოტალიტარიზმის წარმოშობა,“ 1951 წ.

რომელი მსჯელობაა მართებული ტექსტიდან გამომდინარე?

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე ბიზნესის კეთება:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები ბიზნესის კეთების სირთულიდან სიმარტივისკენ?

24. რომელი მსჯელობაა მართებული რუკის მონაცემებიდან გამომდინარე?