×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს 2019 წლის ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. როგორ განისაზღვრება ტერმინი ,,ქსენოფობია“?

2. სამართლის რომელი დარგი არეგულირებს კერძო ხასიათის ქონებრივ და საოჯახო ურთიერთობებს?

3. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რა ეწოდება პირს, რომელმაც იძულებით გადაკვეთა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის საზღვარი და სხვა სახელმწიფოსგან მიიღო უსაფრთხო საცხოვრებელი და მატერიალური დახმარება?

4. რომელი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ქორწინების რეგისტრაციის წესი?

5. რომელი საერთაშორისო დოკუმენტი იქნა მიღებული 1989 წელს?

6. რას ეწოდება სამუშაო ძალა?

7. რა ეწოდება მრავალფეროვნების მართვის ფორმას, რომლის დროსაც უმცირესობაში მყოფი სოციალური ჯგუფების განმასხვავებელი ნიშანთვისებები იშლება და დომინანტ სოციალურ ჯგუფს ერევა?

8. რას აღნიშნავს დიაგრამაზე თავისუფალი კონკურენციისას მოთხოვნისა და მიწოდების მრუდეების გადაკვეთის წერტილი?

9. რა ეწოდება სახელმწიფოს ზედამხედველობითი ორგანოს მიერ შემოქმედებითი ნაწარმოებების კონტროლს, მიუღებლობის შემთხვევაში მათი აკრძალვის მიზნით?

10. რას ნიშნავს თანამედროვე საზოგადოებაში პიროვნების სტიგმატიზაცია?

11. რომელი ქმედება არ წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილებას?

12. როგორია სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ საბიუჯეტო შემოსავლები აღემატება საბიუჯეტო ხარჯებს?

13. რომელი ნიშანი არ ახასიათებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს?

14. თვითმმართველობა გულისხმობს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებას კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში. თვითმმართველობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს - --------------- მეშვეობით ხორციელდება.

15. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. კომუნისტური იდეოლოგიური --------------- მიზნად ისახავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების განადგურებას ან საჯარო სივრციდან მათ ჩამოშორებას.

16. რომელი ტერმინი გადმოსცემს ილუსტრაციის შინაარს?

Question 16 image

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

ერთ-ერთი ძარცვის შემდეგ პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს არასრულწლოვანი მოქალაქე, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, მასთან ერთად ძარცვაში ორი სრულწლოვანი მოქალაქეც მონაწილეობდა. პოლიციელებმა ეჭვმიტანილი სასწრაფოდ გადაიყვანეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, სადაც ის გამომძიებელმა დაკითხა. მოგვიანებით მისულ მშობელსა და ადვოკატს ეჭვმიტანილმა განუცხადა, რომ დაკითხვის დროს მასზე ძალადობა არ განხორციელებულა. თავად დაკითხვა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან სწორედ მის საფუძველზე დანარჩენი ორი ეჭვმიტანილიც დაკავებულ იქნა და მოგვიანებით საქმე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული სამართლებრივი კუთხით?

18. დიაგრამაზე მოცემულია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2005-2016 წლებში:

რომელი მსჯელობა შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

19. დავალებაში მოცემულია საქართველოში აივ/შიდსის დაავადების გავრცელების კვლევის შედეგები

• 2009 წლის მონაცემებით, აივ/შიდსით ინფიცირების შემთხვევათა 60% ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გზით მოხდა, 36,5% - სქესობრივი გზით, 2,2% - დედიდან ბავშვზე გადაცემით და 1% - სისხლის პროდუქტებით;
• 2014 წელს ინფიცირების რეგისტრირებულ შემთხვევათა 69% მამაკაცია,
ინფიცირებულ ქალთა წილი კი, წინა წელთან შედარებით, 25%-დან 31%-მდე გაიზარდა;
• 2015 წლის მონაცემებით, აივ/შიდსით ინფიცირების შემთხვევათა 70% სქესობრივი გზით მოხდა, 28 % - ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გზით, 0,6% - დედიდან ბავშვზე გადაცემითა და სისხლის პროდუქტებით.

მონაცემთა საფუძველზე გამოტანილი რომელი დასკვნა არ არის მართებული?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ შეკითხვას:

ინტერნეტის გამოგონება ზოგიერთს ისეთივე მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, როგორც თავის დროზე ბორბლის გამოგონება იყო. ამ გამოგონების მომხმარებელი მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება. თუკი 2000 წელს მსოფლიოში ინტერნეტს დაახლოებით 400 მილიონი ადამიანი მოიხმარდა, 2019 წელს მათი რაოდენობა 4 მილიარდამდე გაიზარდა. ამ დარგის სპეციალისტების აზრით, 2025 წლისთვის ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს პოპულაციის 75% იქნება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი პოპულარობით სოციალური ქსელები სარგებლობენ. ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ დიდ აუდიტორიაზე გაავრცელონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. სოციალურ ქსელებს სხვადასხვა კომპანია და სახელმწიფოც კი, დიდი წარმატებით იყენებენ. ამან გარკვეული პრობლემებიც გამოიწვია. კერძოდ, შეიქმნა ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრეცენდენტები, რაც მომხმარებლების გამიზნულად შეცდომაში შეყვანას ითვალისწინებს. მაგალითად, რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია სხვა სახელმწიფოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კანდიდატების შესახებ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს და ამით გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, რაც აუცილებლად უნდა იქნას დარეგულირებული. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან და ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის ახალი ფაზა დაიწყება, რაც უზრუნველყოფს, როგორც მათი ნეგატიური გავლენის შემცირებას, აგრეთვე სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობა წარმოადგენს ფაქტს?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

„ისეთი სოციალური კავშირები რომ არსებობდეს, რომლებისთვისაც ძალადობა, როგორც საშუალება უცხო იქნებოდა, მაშინ ცნება „სახელმწიფო“ არ იარსებებდა; მაშინ დადგებოდა ის, რასაც ამ განსაკუთრებული მნიშვნელობით „ანარქია“ შეიძლება ვუწოდოთ. ძალადობა, ბუნებრივია, არ არის სახელმწიფოს ნორმალური თუ ერთადერთი საშუალება (ამაზე საუბარიც ზედმეტია), თუმცა მისთვის სპეციფიური. სწორედ დღეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება ძალადობასთან განსაკუთრებით პირადული. წარსულში სხვადასხვა კავშირი, გვაროვნულით დაწყებული, ფიზიკურ ძალადობას როგორც ძალიან ნორმალურ საშუალებად აღიარებდნენ. ამის საპირისპიროდ, დღეს ჩვენ უნდა ვთქვათ: სახელმწიფო არის ადამიანთა ის ერთობა, რომელიც განსაზღვრული ტერიტორიის შიგნით (ეს ტერიტორიაც მის ნიშანთვისებებს ეკუთვნის) პრეტენზიას აცხადებს ფიზიკური ძალადობის ლეგიტიმურ მონოპოლიაზე. ვინაიდან დღევანდელობისათვის დამახასიათებელია, რომ ყველა სხვა ერთობასა თუ კერძო პირს ფიზიკური ძალადობის უფლება მხოლოდ იმდენად ეძლევა, რამდენადაც ამას სახელმწიფო უშვებს: ის არის ძალადობის „უფლების“ ერთადერთი წყარო“.

,,პოლიტიკა, როგორც მოწოდება“, მაქს ვებერი 24 ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, სოციალური განვითარების დონე:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები სოციალური განვითარების დონის კლების მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?