×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს 2018 წლის ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რომელი თარიღით განისაზღვრება საქართველოს

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

3. რას ეწოდება რატიფიკაცია?

4. რომელ სახელმწიფოს არ გააჩნია დაწერილი კონსტიტუცია?

5. რა თვისება არ ახასიათებს ადამიანის უფლებებს?

6. რომელია სტრუქტურული კონფლიქტის გადაჭრის გზა კრისტოფერ მურის მოდელის მიხედვით?

7. სქემა არასრულად ასახავს მდგრადი განვითარების კომპონენტებს. რომელი კომპონენტი შეესაბამება სქემის ცარიელ გრაფას?

8. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რა არ წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციას?

9. რომელი პოლიტიკური ქცევა არ შეიძლება დახასიათდეს როგორც „მაკიაველიზმი“?

10. რა არ წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას?

11. რომელი მსჯელობა გადმოსცემს მართებულად საბაზრო და გეგმიური ეკონომიკის შინაარსს?

12. პოლიტიკურ მეცნიერებაში საზოგადოების როგორ მდგომარეობას ეწოდება „ბუნებითი მდგომარეობა“?

13. დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაწყვეტილებები მრავალმხრივი განხილვისა და მსჯელობის საფუძველზე მიიღება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური _________ არსებობა, რაც გადაწყვეტილებას უფრო დიდ ლეგიტიმაციას ანიჭებს.

14. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს ეძლევათ უფლება, _________ საშუალებით უშუალოდ მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე. ამ საერთო სახალხო გამოკითხვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში და მას კანონის ძალა აქვს.

15. სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს თავად შეეძლოთ საქონლის წარმოება და ასევე, სხვის მიერ წარმოებული საქონლის შეძენა. ამ მხრივ, წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს _________ კაპიტალი, რომელიც იმ ცოდნას და უნარებს მოიცავს, რაც საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად გამოიყენება.

16. მრავალფეროვნების მართვის რომელი ფორმაა გამოხატული მოცემულ ილუსტრაციაზე?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექციამ სკოლაში სალოცავი კუთხის მოსაწყობად გარკვეული თანხა გამოჰყო. თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის გამო, შემოწირულობის შეგროვების მიზნით მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩაატარეს საქველმოქმედო კონცერტი და შეგროვებული თანხა აღნიშნულ საქმეს მოახმარეს.

როგორ შეაფასებდით სამართლებრივი კუთხით აღნიშნულ სიტუაციას?

18. დავალებაში მოცემულია საქართველოსა და არგენტინის გლობალიზაციის ინდექსები და მათი შემადგენელი კომპონენტები. რომელი მსჯელობა არ შეესაბამება მოცემულ დიაგრამას?

19. დავალებაში მოცემულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. რომელი დასკვნა არ გამომდინარეობს მოცემული კვლევიდან?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს საგაზეთო სტატიიდან და უპასუხეთ შეკითხვას:

2017 წელს საქართველოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მიწის გასხვისების საკითხს ეხებოდა. კონფერენციის ორგანიზატორის შეფასებით, ამ მასშტაბის კონფერენცია აქამდე არ გამართულა. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, „უცხოელებს სურთ ქართული მიწის ყიდვა, რათა ნელ-ნელა ქართველი ერი განდევნონ საქართველოდან და თავად დაიდონ აქ ბინა.“

კონფერენციას ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ მიწების გასხვისების აკრძალვა ნეგატიურ შედეგს იქონიებს ეკონომიკის განვითარებაზე, რადგან გასული წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო სამეურნეო საქმიანობით მიღებული სარგებელი ქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხის 5% იყო. შესაბამისად, ისინი ვარაუდობდნენ, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 10-12%-მდე გაიზრდება.

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი წინადადება წარმოადგენს ფაქტს?