×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს 2017 წლის ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. რა ეწოდება სოციალურ ჯგუფში არსებულ ქცევის წესებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები იცავენ?

2. რა ეწოდება ადამიანების შედარებით დიდ ჯგუფს, რომელიც გარკვეულ სივრცეში სპონტანურად, ხშირად მოკლე დროით, იქმნება და მონაწილეთა მსგავსი ემოციურფსიქოლოგიური განწყობა ახასიათებს?

3. სქესისა და გენდერის ცნებების შესახებ მსჯელობებიდან რომელია მართებული?

4. როგორია სახელმწიფო, რომელიც დაყოფილია მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოებრივ ერთეულებად?

5. რა ეწოდება ეკონომიკური საქმიანობისას კაპიტალის დაბანდებას, წარმოების გაუმჯობესებისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით?

6. სქემა ასახავს საშემოსავლო გადასახადის სახეებს. ჩამონათვალიდან რომელი შეესაბამება სქემის ცარიელ გრაფას?

7. თავისუფალი კონკურენციის პირობებში, რა იქნება ბაზარზე რომელიმე კონკრეტული პროდუქტის რაოდენობის გაზრდის შედეგი?

8. რა ეწოდება მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას?

9. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს მოქალაქეობას, თუ ის:

10. სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ მსჯელობებიდან რომელია მართებული?

11. კონსტიტუციის შესახებ მსჯელობებიდან რომელი არ არის მართებული?

12. რა ეწოდება იმ სარგებელს, მოგებას ან ღირებულებას, რაც უნდა დავთმოთ სხვა რამის შეძენის ან მიღების სანაცვლოდ?

13. რომელი სტრუქტურული ერთეული არ მოქმედებს სახალხო დამცველის ოფისში?

14. სოციალური სამართლიანობა, ეკო-სისტემის დაცვა და ეკონომიკური რესურსების გონივრული გამოყენება ის კომპონენტებია, რომელთა ჰარმონიულ ურთიერთკავშირსაც ეყრდნობა ეგრეთ წოდებული _______ განვითარების კონცეფცია.

15. სტრატეგიული დაგეგმვა სიტუაციის ანალიზით იწყება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ______ ანალიზი, ხოლო მეორე - საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება.

16. რა მოვლენაა წარმოდგენილი მოცემულ ილუსტრაციაზე?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას სათაურით ,,დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფი“. სტატიაში ავტორი აღწერს იმ დღეს მომხდარ ერთ-ერთი მიკრო-საფინანსო კომპანიის ძარცვის დეტალებს და ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული პირების სახელებსა და გვარებს. წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანილი ერთ-ერთი პირის ადვოკატი ავრცელებს განცხადებას საინფორმაციო სააგენტოს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ფუნდამენტური უფლების დარღვევის შესახებ.

დაკავებული პირის რომელი უფლება იქნა დარღვეული აღწერილი სიტუაციის მიხედვით?

18. დიაგრამაზე მოცემულია საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (ლარი) 2000-2014 წლებში: რომელი მსჯელობა შეესაბამება დიაგრამის მონაცემებს?

19. თქვენ წინაშეა 2015 წელს მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ ზოგიერთი მონაცემი:


• საქართველოს ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია ,,ფეისბუქი“, რომლითაც ინტერნეტის მომხმარებელ ახალგაზრდათა 88.9% სარგებლობს, ,,ოდნოკლასნიკებით” სარგებლობს 31.3%, სხვა სოციალური ქსელებით კი 21.9%.
• ,,ფეისბუქით“ სარგებლობს ინტერნეტის მომხმარებელ ახალგაზრდათა 91,5% თბილისში და 90,8% სხვა ქალაქებში. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები ,,ფეისბუქით“ ნაკლებად სარგებლობენ (74,5%).
• „ოდნოკლასნიკებით“ სარგებლობს თბილისში მცხოვრებ, ინტერნეტის მომხმარებელ ახალგაზრდათა 25%, სხვა ქალაქების მცხოვრებ ახალგაზრდათა 33,9%, და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდათა 49,7%.

მონაცემთა საფუძველზე გამოტანილი რომელი დასკვნაა მართებული?

20. ყურადღებით გაეცანით ამონარიდს სტატიიდან და უპასუხეთ შეკითხვას:

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“ (რუსეთიდან პირდაპირ ევროკავშირში) არ უნდა აშენდეს. ევროპელებმა პრიორიტეტულად რუსული პროექტის კონკურენტები - „ნაბუკო ვესტი“ (გაზსადენი რომლითაც გაზი ევროპას თურქმენეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოს და თურქეთის გავლით მიეწოდება) და ტრანსადრიატიკული მილსადენები დაასახელეს.
„ნაბუკო“ ევროკავშირისთვის „სამხრეთის ნაკადზე“ უფრო სასურველია, რადგან ის უფრო იაფია და, შესაბამისად, მისი აშენება უფრო სწრაფად შეიძლება. ასევე, ეს გაზსადენი შეამცირებს ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, რაც ამჟამად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნაბუკოს“ უარყოფით მხარედ შეიძლება იყოს მიჩნეული ის, რომ ამ პროექტში მონაწილეობს რამდენიმე მიმწოდებელი და სატრანზიტო ქვეყანა, რის გამოც ახლა ევროპელებს მოუწევთ არა ერთ, არამედ რამდენიმე ქვეყანასთან საერთო ინტერესების გამოძებნა. ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ კითხვას:

,,დიაღ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი მიხვდა, რომ ღვთის მიმართ ხელთ-აპყრობა, ლოცვა და ვედრება კარგია, მაგრამ თითონ ღმერთს მარტო თვითგამრჯელი, თვითმომქმედი, ხელგამომავალი კაცი უყვარს და ამისთანა კაცსა ჰშველის, ამისთანა კაცსა სწყალობს. მიხვდა, რომ ამა ქვეყნის სუფრაზე ადგილი აქვს მარტო იმას, ვინც დამყარებულია თავის საკუთარ მხნეობაზედ, თავის საკუთარ მარჯვენაზედ და ვინც თავის-თავის იმედით ჰგულოვნობს, ვინც თავის-თავის იმედით ომობს და იბრძვის ამ წუთისოფელში — არსებობისა და საპატიო ადგილის დაჭერისათვის. მე თუ თითონ არა ვარ ჩემის ქვეყნისათვის, ჩემის თავისათვისაო, სხვა უფრო არ იქნებაო, — ამ აზრმა თავი იჩინა საყოველთაო დასანახავად უფრო წარსულ წელს, ვიდრე სხვა დროს როდისმე.“
ილია ჭავჭავაძე, „შინაური მიმოხილვა“ , 1892 წელი


ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

22. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, კორუფციის დონე:

23. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელ ჩამონათვალშია დალაგებული ქვეყნები კორუფციის დონის ზრდის მიხედვით?

24. რუკის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?