×
ტესტები

დრო: 3:00:00

სამოქალაქოს 2016 წლის ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. რა ეწოდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო სხვადასხვა საშუალებით ?

2. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის:

3. რომელი სუბიექტი არ მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევაში?

4. ვინ არის უფლებამოსილი შეიწყალოს მსჯავრდებულები საქართველოში?

5. რა ეწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე ამომრჩეველთა აზრის გასაგებად ჩატარებულ საერთო სახალხო გამოკითხვას, რომლის შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა?

6. ქვემოთ მოცემულია სქემა, რომელიც თანმიმდევრულად ასახავს საქართველოს სამართლებრივი აქტების იერარქიას: რომელი აქტია გამოტოვებული სქემაში?

7. კონფლიქტის მხარეთა ინტერესებისა და პოზიციების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათაგან რომელია მართებული?

8. ჩამონათვალიდან რომელი შეესაბამება სქემის ცარიელ უჯრედს?

9. საქართველოში თვითმმართველობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას იკავებს შემდეგი წესის საფუძველზე:

10. რომელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ხელისუფლების არცერთ შტოს?

11. რა ეწოდება ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და რეგულირდება კანონით?

12. რა არსებითი განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს შორის?

13. ხელისუფლების ლეგიტიმურობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებათაგან რომელია მართებული? I. ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხი პირდაპირპროპორციულია სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებზე მოსულ მოქალაქეთა რაოდენობისა. II. ხელისუფლების ლეგიტიმურობა არის იმის გარანტი, რომ არჩეული ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს.

14. ჩასვით ტექსტში შესაბამისი ცნება: ერთ-ერთი განმარტებით, ეკონომიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ ადამიანთა შეუზღუდავი მოთხოვნილებები ___________ რესურსების პირობებეში.

15. ჩასვით ტექსტში შესაბამისი ტერმინი: ეკონომიკურ სიტუაციას, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი სუბიექტი აკმაყოფილებს, ____________ ეწოდება.

16. რა იდეის მატარებელია მოცემული ილუსტრაცია?

17. გაეცანით სიტუაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ლექციათა ციკლი დაგეგმა. დისკუსის დროს განიხილებოდა არაერთი ფილოსოფიური საკითხი, რომელიც არსებული პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების ანალიზს ემსახურებოდა. ერთ-ერთ ლექციაზე მომხსენებელმა იმსჯელა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება სეკულარული სახელმწიფოს შენების პროცესისათვის, შესაძლოა, ხელისშემშლელ ფაქტორად იქნას განხილული. ამ ფაქტით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა და არ მისცა ორგანიზაციას ლექციების ციკლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ჩამოთვლილი მსჯელობებიდან, რომელი აფასებს მართებულად აღწერილ სიტუაციას?

18. მოცემულ სქემაზე ასახულია 2015 წლის საქართველოს და კოლუმბიის სოციალური პროგრესის ინდექსის მაჩვენებლები: რომელი მსჯელობა შეესაბამება სქემის მონაცემებს?

19. თქვენს წინაშეა კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხალისეობისადმი“ ზოგიერთი მონაცემი:

• კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება ქართული საზოგადოებისთვის, გამოკითხულთა 69%-მა დადებითად უპასუხა. • გამოკითხულთა 55%-ს არასოდეს უმუშავია მოხალისედ. მათ შორის, 71%-მა განაცხადა, რომ ისურვებდა მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას. • იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი არ ისურვებდნენ მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას, ამის მთავარ მიზეზად საკმარისი დროის უქონლობა დაასახელეს (51%).
მონაცემთა საფუძველზე გამოტანილი რომელი დასკვნაა მართებული?

20. გაეცანით ამონარიდს საგაზეთო სტატიიდან, გაანალიზეთ მოცემული ინფორმაციიდან რომელია ფაქტი, რომელი მოსაზრება და უპასუხეთ კითხვას:

X ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ეს გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული: საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა ნავთობის ფასი და აშშ დოლარის კურსი ოთხი პუნქტით დაეცა, ხოლო ქვეყნის შიგნით გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა. ექსპერტების აზრით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეროვნული ვალუტა კვლავ განაგრძობს გამყარებას და ამან საგარეო ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს. იმავე ექსპერტების ვარაუდით, შესაძლებელია პროდუქტზე ფასების 3-5%-იანი კლება, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იმპორტიორების მიერ დადებული კონტრაქტები და გარიგებები მანამდე განხორციელდა, ვიდრე ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდებოდა (მიწოდებას ხომ გარკვეული დრო სჭირდება). ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმპორტიორთა მოლოდინები კურსთან დაკავშირებით და მათ მიერ წარსულში გაწეული მაღალი სავალუტო კურსით გამოწვეული ხარჯები. ამიტომ კურსის გამყარების ფასებზე ასახვას გარკვეული დრო დასჭირდება.

ტექსტიდან გამომდინარე რომელი წინადადება წარმოადგენს ფაქტს?

21. გაეცანით ტექსტს და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას:

„საკუთარი შეხედულების სხვების შეხედულებებთან შეჯერებით შესწორებისა და შევსების მყარ ჩვევას არათუ ეჭვი და მერყეობა არ შეაქვს მის პრაქტიკულ გამოყენებაში, არამედ ერთადერთი მტკიცე საფუძველია მის მიმართ ნდობის გამართლებისთვის. მართლაც, თუ ადამიანმა გაიგო ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას და ყველა მოწინააღმდეგის საპირისპიროდ თავის პოზიციაზე რჩება - რადგან იცის, რომ თავს კი არ არიდებდა შეკამათებებსა და სიძნელეებს, არამედ თავად ეძებდა მათ; რომ არ დაუხშვია არც ერთი წყარო, რომლისგანაც შეიძლებოდა შუქი მოჰფენოდა საკითხის რომელიმე მხარეს - მას აქვს უფლება, იფიქროს, რომ მისი შეხედულება სჯობს ნებისმიერი სხვის, რაგინდ ბევრის, შეხედულებას, რომელსაც მსგავსი პროცესი არ გაუვლია.“

ჯონ სტიუარტ მილი, 1806-1873

ტექსტიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?

ინსტრუქცია რუკის ანალიზი (№22-24) დავალებაში მოცემულია რუკა, რომელიც ასახავს მსოფლიოს ქვეყნებში მოქალაქეთა ქველმოქმედებისა და ნებაყოფლობით საქმიანობებში ჩართულობის დონეს (დაბალი ინდექსი ჩართულობის მაღალ დონეს აღნიშნავს). გაეცანით რუკას და უპასუხეთ კითხვებს:

22. რუკის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეთა ქველმოქმედებისა და ნებაყოფლობით საქმიანობაში ჩართულობის დონე არის:

23. დავალებაში ქვეყნები დაჯგუფებულია ლეგენდის მონაცემების მიხედვით. რომელ ჯგუფში აქვთ ქვეყნებს განსხვავებული ინდექსი?

24. რომელი მსჯელობა არ შეესაბამება რუკის მონაცემებს? მოქალაქეთა ქველმოქმედებისა და ნებაყოფლობით საქმიანობებში ჩართულობის დონე: