×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 5 ვარიანტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი აკაკი წერეთლის პოემიდან „გამზრდელი“:

„ – ზია-ხანუმ, შენც კი იცი,
რომ მშვენებით განთქმულია;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია;

მთვარესავით ხელუხლები, –
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს.

ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!..

მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!..
და, თუ ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...

დამაჩემა: თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!

ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!

სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.

აი, რისთვის მოვსულვარ აქ,
ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო“.

მოუსმინა ძიძიშვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა, დააღონა.

უთხრა: „ვწუხვარ, რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია,
მაგრამ, რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია,

გზა აღარ გაქვს!.. უნდა გული
დაუდვა და ემსახურო,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო:

მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.

ეს შენც იცი, – არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, –
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!

მაგრამ მარტო უშიშრობა
ძლევისათვის არა კმარა,
თუ სიფრთხილეც გონივრული
დროზე მას არ დაეხმარა.

ერთმანეთის მინამსგავსი,
შიში სხვაა, სიფრთხილე – სხვა,
ისე, როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.

რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?
მართალია, გიჭრის თვალი,
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,
აგებნევა გზა და კვალი.

შენ ეგ საქმე მე მომანდე,
მე ვიზამ შენს მაგივრობას:
ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!

შენ აქ დარჩი, დაიძინე,
გამოშუშდი ცეცხლის პირას!..
და, თუ დამრჩა გამარჯვება,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას“.

გაეხუმრა, გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი.
მიდის, ელვა გზას უნათებს
და დაჰზუის თავზე ქარი.

2. რას ნიშნავს „საწუთრო“ ?

3. რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში: „...ამეტყველებს პირუთვნელ კალამს“ ?

4. რა მხატვრული საშუალებაა: „სული კი თიხის ტანში ჩაჰკეტე“ ?

5. რა ემოციას გამოხატავს სიტყვები: „და სადაური სად წამიყვანე“ ?

6. რომელ სტრიქონშია შედარება?

7. რის თქმა სურს ლექსის ლირიკულ გმირს სიტყვებით: „მე კი მომაბას ყელზე საბელი, უკან გავყვები ჭაღარა კრავი“ ?

8. რის თქმა სურს ლექსის ლირიკულ გმირს სიტყვებით: „მე არ მივლია სოფელში უქმად“ ?

9. რას გამოხატავს სიტყვები: „სანთელს მიქრობდი“ ?

10. დავით გურამიშვილის „დავითიანის“ რომელ სტრიქონს ეხმიანება მოცემული მონაკვეთი: „მაგრამ დავტოვე ბალღი, ტანტალა, ხმა ჩავუნერგე ფიქრივით წყნარი“.

11. რას გულისხმობს ლექსის ლირიკული გმირი სიტყვებში: „თუ სადმე შეგხვდეთ ჩემი პატარა, დაალევინეთ მამულის წყალი“ ?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი თამაზ ჭილაძის მოთხრობიდან „შუადღე“. მოთხრობის პერსონაჟი გოგი მოგვითხრობს:

ბათუმის ნავსადგურში კატერს ვუცდიდით. პირდაპირ სკამზე ორი შავთავსაფრიანი დედაბარი იჯდა. ჩვენს წინ მაღალი კაცი რკინის მოაჯირს იდაყვებით ჩამოყრდნობოდა და გვიყურებდა...
– გინახავს, ბიჭებს წყალში ხურდა ფულს რომ უყრიან?
– მკითხა მარიკამ. – როგორ არა, – ვთქვი მე, – რა კარგი რამ გაგახსენდა...
– იმ დღეს სწორედ ამ ადგილას თეთრად გამოწკეპილი ცოლ-ქმარი იდგა. ქმარი ბიჭებს ფულს უყრიდა. ბიჭები რომ ფულს ამოიტანდნენ, ცოლს ისე გადახედავდა, თითქოს თვითონ ამოეტანოს ფსკერიდან ფული. ცოლი მხარზე ლოყით ეფერებოდა. ხურდა ფულით პირგამოტენილი ბიჭები ხელებს უქნევდნენ.
– ხურდით პირგამოტენილი ბიჭივითა ვარ მეც, ასე მგონია, შენი თავი ვიღაცა ბითურებს წავართვი...
– მე ხურდა ფული გამოვდივარ, – მარიკამ პატარა ბუტია გოგონასავით ქვედა ტუჩის გამობურთვა იცის.
– ხურდა ფული კი არა, შენა ხარ ნავსადგური, თოლიები, ზღვა, რომლებსაც თამაშით გართული დოყლაპიები ვერ ამჩნევენ... ის ბიჭები კი ყველაფერს ხედავენ, გრძნობენ და ამ ცასა და ზღვაში თოლიებივით თავისუფლად ცხოვრობენ.
– ბევრი რამე დაგავიწყდა, – ამბობს მარიკა სერიოზული სახით, – მე ვარ ცა, გემები, აი, ის მოტივტივე შუქურა და მთვლემარე დედაბერი...
– ჰო, შენ ის დედაბერიცა ხარ... დედაბერივით ჭკვიანი გოგო...
– მე არ მინდა დედაბერივით ჭკვიანი ვიყო, ჭკვიანი გოგოები ბიჭებს არ უყვართ.
– ბიჭებს მეტიჩარა გოგოები არ უყვართ. ერთ გოგოს ვიცნობდი, რამეს რომ ვიტყოდი, პირში მომვარდებოდა: არა, გენაცვალე, მარსელ პრუსტი1 მაგას არ ამბობსო. თან დაუფარავი სიბრალულით მიცქერდა...
– შენთან არასოდეს ლიტერატურაზე არ ვილაპარაკებ, – თქვა მარიკამ...
– შენ მეტიჩარა არა ხარ, – ვთქვი მე, – რაც მთავარია, ლამაზი გოგო ხარ, რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი ლამაზად გამოვა... ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, ყველაფერი მეჩვენებოდა. ამ გრძნობას ერთმანეთზე მიხერგილი წათვლემილი გემები და ზანტად მოფარფატე თოლიები ამძაფრებდნენ. მხოლოდ შავებში ჩაცმულ დედაბრებს რომ ვხედავდი, ვხვდებოდი, რომ რაც მიხაროდა, სინამდვილე იყო. მარიკას სიახლოვე დაფარული რწმენით მავსებდა. ასეთი რწმენა შეიძლება მოგცეს საჭემ ან გუთანმა, რომლითაც რაღაცას იმორჩილებ. ეს ფარული რწმენა კი მახარებდა და ყველაფერი მომწონდა. გუშინდელი დღე კი სხვანაირი იყო. გუშინ მარტო ვიყავი და პირველად ვიგრძენი, რომ მიყვარდა. ბათუმში ნათესავებთან ვიყავი წამოსული. კატერიდან რომ გადმოვედი, გაწვიმდა. გავიქეცი და ნავსადგურის ახლოს პატარა კაფეში შევედი. კაფეში თევზის, თუთუნისა და სველი ტანისამოსის სუნი იდგა. შავკაბიან, ჭაღარა ბერძნის ქალს ყავა პატარა, თეთრი ფინჯნებით მოჰქონდა. ყავა რომ მომიტანა, ფინჯნის გვერდით წყლით სავსე ჭიქაც დამიდგა. წყალი ერთბაშად გამოვცალე, ძალიან მწყუროდა. ჩემს მაგიდასთან ჩია მოხუცი იჯდა. ბრეზენტის საწვიმარი ეცვა და საწვიმარზე ორთქლი ასდიოდა. ფინჯანი დაეპირქვავებინა და მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილი იჯდა...
– ყავა დალიე, – მითხრა მან, – წყალს კი ნუ სვამ...
ყავის ფინჯანი ავიღე:
– ცხელია...
– სველი ხარ, მოგიხდება...
ყავა მოვსვი და ფინჯანი ისევ მაგიდაზე დავდგი.
– როგორ დაუშვა, – ვთქვი მე.
– ბათუმში ასე იცის... არაყი დალიე...
ბერძენ ქალს დავუძახე:
– ორი არაყი მოგვიტანე...
– მე არ მინდა, უკვე დავლიე...
– ერთიც, ჩემთან ერთად...
ქალმა არაყი მოიტანა და მოხუცს უთხრა:
– გეყოფა, სახლში წადი...
– ჩემი რძალია, – თქვა მოხუცმა, – ახლა სხვაზეა გათხოვილი...
ჭიქა ახლოს მივუჩოჩე... დალია და დააცემინა:
– ჯანდაბა, – უთხრა თავის თავს...
– კიდევ დავლიოთ, – არაყი მესიამოვნა, – თითოც...
– რძალი მომკლავს... – მერე სიცილით დაუმატა, – თუმცა ის ჩემი რძალი აღარ არის, ახლა ის ჩემი შვილია, მისი ქმარი კი – სიძე...
– მათთან ცხოვრობ? – ვკითხე მე.
– მათთან ვცხოვრობ... სხვა არავინ არა მყავს...
არაყი ახლა ბოთლით მოვატანინე:
– თუ დალევაა, დალევა იყოს... დიდი ხანია, არ დამილევია...
– ჩემი შვილიც იშვიათად სვამდა... წინათ არც მე ვსვამდი...
– შენს შვილს რა დაემართა?
მოხუცი გაჩუმდა. სკამის კიდეზე ქანაობდა, როგორც ბავშვებსა და მოხუცებს სჩვევიათ. მერე არაყი დაისხა და აცახცახებული ხელით ჭიქა პირთან მიიტანა:
– ჩემი შვილი ზღვაში დაიღუპა... – და არაყი გადაჰკრა, თითქოს ეს მწარე სიტყვები გულში ჩაიბრუნა: – ახლაც ზღვაში წევს... საოცარი სიცხადით წარმომიდგა ზღვის ფსკერზე გაწოლილი ადამიანი, დიდი თეთრთვალება თევზებით გარშემორტყმული. უნებურად თევზებს ხელი ავუქნიე.
– ზღვა ჩემი შვილის საფლავია, – თქვა ჩუმად მოხუცმა, – მივდივარ ხოლმე და ვტირი... როგორც ყველა საფლავი, ისიც ჩემთვის ძალიან პატარაა... მოხუცმა ტირილი დაიწყო.
– წარმოგიდგენია, პატარა ზღვა!..
– შენი შვილის შესანდობარი იყოს.
მოხუცმა ქალს ხელი დაუქნია:
– მოდი აქ, გესმის რას სვამს?
ქალმა გაბრაზებით შემომხედა:
– არაფერი არ მესმის... ვმუშაობ...
ყავის ცარიელი ფინჯნები აიღო და წავიდა.
– ზღვასთან ეგ და მაგისი ქმარიც მომყვებიან ხოლმე... ჩემთან ერთად ტირიან...
– ქმარიც ტირის?
– ჰო, ტირის... იმიტომაც ვჩერდები მათთან... სახეზე ხელები აქვს აფარებული და ტირის...
გადავიწიე და მოხუცს მხარზე ხელი დავადე. მოხუცი თვალებში შემომაშტერდა. ვიგრძენი, რაიმე სანუგეშოს გაგონება უნდოდა. მე კი ავდექი და ხეპრესავით ვუთხარი: – ძნელია, ძალიან ძნელია...
იმწამსვე მარიკას სიტყვები შემომესმა: „იცოდე, ბევრს არ ეყვარები. შენ კიდევ ბევრი რამე უნდა ისწავლო. უნდა ისწავლო კონცერტებზე ისეთი სახის მიღება, თითქოს მუსიკა გესმის... უნდა ისწავლო, სატირალზე ჭირისუფალს როგორ უნდა უთხრა: ყველანი სიკვდილის შვილები ვართ...“
– ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, – ვთქვი ხმამაღლა და რატომღაც შემრცხვა.
– ეჰ, – თქვა მოხუცმა, – შენც მაგას ამბობ...
წამოდგა და კედელზე მიყუდებული ჯოხი აიღო:
– წავედი... გმადლობ...
– დაიცა, – შევეხვეწე, – ცოტა ხანს კიდევ დაიცადე...
– არა, – თქვა მოხუცმა, – უნდა წავიდე...
კარებში რომ გადიოდა, დამიძახა:
– აკი ადრე თქვი, ძნელიაო?
აქედან მინდოდა დამეყვირა, რომ ძნელია, საშინლად ძნელია, რომ მე ამ ბოთლივით სულელი ვარ და მეტი არაფერი, რომ მე არასოდეს ზღვასთან არ მიტირია, რომ მე ზღვა სულ სხვა რაღაც მგონია და აქამდე არ ვიცოდი, რომ ზღვა თურმე ადამიანის მწუხარების ტოლი ყოფილა...
მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. დიდხანს ვიჯექი ასე გაშტერებული. მერე უცბად შევამჩნიე, რომ ხელში არყით სავსე ჭიქა მეჭირა. ასე არასოდეს მომდომებია მაგარი რამე დამელია. თითქოს რაც აქამდე დავლიე, წყალი იყო, მწარე, გამოსაფხიზლებელი წყალი.

2. რა მხატვრული საშუალებაა: „მთვარესავით ხელუხლები“ ?

3. რას ნიშნავს სიტყვა „გაჰღალავს“ ?

4. ზია-ხანუმის რა თვისება ჩანს მონაკვეთში: „დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს: აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში...“ ?

5. რა საფრთხეს უქმნიდა საფარ-ბეგს სატრფოს დავალების შესრულება?

6. რატომ „შეაწუხა, დააღონა“ ბათუ საფარ-ბეგის ნაამბობმა?

7. რა გამართლებას უძებნის ბათუ საფარ-ბეგის განზრახვას?

8. რომელ ფრაზაშია მხატვრული საშუალება?

9. რატომ აიღო ბათუმ საკუთარ თავზე ზია-ხანუმის დავალების შესრულება?

10. რის თქმა სურს საფარ-ბეგისთვის ბათუს სიტყვებით: „... არ ხარ ქვეყნის უცადი და უმეცარი“ ?

11. ბათუს რა თვისება ჩანს სიტყვებში: „ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას“ ?