×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 4 ვარიანტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი სიმონ ჩიქოვანის პოემიდან „სიმღერა დავით გურამიშვილზე“ („დავით გურამიშვილის გაბაასება საწუთროსთან“):

არ დაელევა სათქმელი დავითს,
არ ეპუება საწუთროს ძალას,
როგორ დაუთმოს ცოცხალი თავი
და ამეტყველებს პირუთვნელ კალამს:

ჩემო საწუთროვ, ყოფილხარ მრუდე,
ბევრჯერ მიმუხთლე, როცა დაგენდე.
შენ დამინგრიე პატარა ბუდე,
სული კი თიხის ტანში ჩაჰკეტე.

მე მატანტალე ხრიოკ მიწაზე,
შიშველი ტერფით ვეძიე მწვანე,
როგორ მიგენდე, როგორ გიწამე
და სადაური სად წამიყვანე!

უკვე დავბერდი, მივენდო ვიღას,
ვიგრძენ, სიკვდილი სხეულს მიათრევს.
ის დამამსგავსებს გამომშრალ თიხას
და წამიკითხავს ეკლეზიასტეს.

მე კი უბრალოდ არ მსურს გაგშორდე,
როგორმე უცხოდ მომიწყვე ბოლო.
თუგინდ მყინვარის თხემზე გამშოლტე,
არ დამანახო სამარე მხოლოდ.

ან შემახვიე ღრუბელში სუფთად,
სიკვდილს მიმყიდე კრავივით წყნარი,
მატყლში ჩატოვე მამულის სუნთქვა,
ყელზე დამკიდე წკრიალა ზარი.

რომ თქვან: მევახშედ გახდა სიკვდილი,
ვალს ახდევინებს საწუთროს კრავით,
ვერ დაეწია ვერვის სირბილით,
ვეღარ შეკრიბა წლიური ხვავი.

მე კი მომაბას ყელზე საბელი,
უკან გავყვები ჭაღარა კრავი –
მე უკვე მითქვამს ჩემი სათქმელი
და მსურს ღრუბელში მეგონოს თავი.

მე არ მივლია სოფელში უქმად,
თუმცა, საწუთროვ, სანთელს მიქრობდი.
თურმე ვყოფილვარ სიკვდილის ლუკმა
და უკვდავებას როგორ ვფიქრობდი!

მაგრამ დავტოვე ბალღი, ტანტალა,
ხმა ჩავუნერგე ფიქრივით წყნარი,
თუ სადმე შეგხვდეთ ჩემი პატარა,
დაალევინეთ მამულის წყალი.

2. რას ნიშნავს „საწუთრო“ ?

3. რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში: „...ამეტყველებს პირუთვნელ კალამს“ ?

4. რა მხატვრული საშუალებაა: „სული კი თიხის ტანში ჩაჰკეტე“ ?

5. რა ემოციას გამოხატავს სიტყვები: „და სადაური სად წამიყვანე“ ?

6. რომელ სტრიქონშია შედარება?

7. რის თქმა სურს ლექსის ლირიკულ გმირს სიტყვებით: „მე კი მომაბას ყელზე საბელი, უკან გავყვები ჭაღარა კრავი“ ?

8. რის თქმა სურს ლექსის ლირიკულ გმირს სიტყვებით: „მე არ მივლია სოფელში უქმად“ ?

9. რას გამოხატავს სიტყვები: „სანთელს მიქრობდი“ ?

10. დავით გურამიშვილის „დავითიანის“ რომელ სტრიქონს ეხმიანება მოცემული მონაკვეთი: „მაგრამ დავტოვე ბალღი, ტანტალა, ხმა ჩავუნერგე ფიქრივით წყნარი“.

11. რას გულისხმობს ლექსის ლირიკული გმირი სიტყვებში: „თუ სადმე შეგხვდეთ ჩემი პატარა, დაალევინეთ მამულის წყალი“ ?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი გიორგი მერჩულის თხზულებიდან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“:

ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი აღმოცენებული, დიაკონებასა შინა და ტფილისს აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული, და მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან, და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძინა ძვირი ძვირსა. ხოლო უწესოებაი მისი მრავალგზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან, უფროის ხოლო მამისა გრიგოლისაგან, ხოლო მან სრულიად საღმრთოი შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერისკაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა, და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტვი და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისსა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშვილდი გარდაცუმული ხელთა აქუნდა. ხოლო ნეტარი მამაი გრიგოლ თვისით აგარაკით მარტოი შთამოვიდოდა ხანძთას და მგზავრ სლვასა ზეპირით წმიდისა მამისა ეფრემის თქუმულთა საკითხავთა იტყოდა გოდებით ტირილსა შინა. ხოლო სულითა იხარებდა, რამეთუ ხედვიდა საღმრთოთა ხილვითა მადლითა სულისა წმიდისაითა. მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდმო, რამეთუ სუეტი ნათლისაი ფრიად ბრწყინვალე, ცად აწევნული, ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისსა ცის-სარტყელის სახედ. შუენიერად რაი გამოჩნდის ჟამსა წვიმისასა. ესე დიდებაი მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰხსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემულ იდვა ქუეყანასა ზედა.
ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: – საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უვარის-მყოფელი ქრისტიანობისაი, ვინაითგან უნდოისა სასყიდლისათვის უბრალოისა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტვისათვის და ხუთთა თხათათვის მოსრული ხარა მოკლვად ჩემდა, უგუნურო? მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას: – შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკვლელი შენი და მიემსგავსე ქრისტესა, მკვლელთა თვისთა შემნდობელსა. მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯუარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გუემაი დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თვისად. ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროისღა აღბორგნა და შესძინა სიბრმე სიბრმესა ზედა. და მრავალი ბოროტი შეამთხვია მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხუათაცა მორწმუნეთა ერისკაცთა. შეკრიბა ერი ანჩისაი და წარავლინა დარღუევად ხანძთისა. და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქუა მათ მამამან გრიგოლ: – შვილნო, დრო მეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაითა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაი წინაშე ქრისტესსა. ხოლო მათ ისმინეს სიტყუა მოხუცებულისაი. და ჟამსა მას ცრემლით ვედრებისა მათისასასა ისმინა უფალმან თხოვაი მათი და წმიდისა ანგელოზისა მიერ ეუწყა მათ, ვითარმედ საღმრთოი შურისგებაი ეწია ბოროტსა მას მტერსა, და მო-ხოლო-იწია კაცი, რომელი ეტყოდა კაცთა მათ: – ნუღარა იკადრებთ დარღუევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღუეველი მაგისი მოკუდა. მაშინ განიხარეს კაცთა მათ.

2. როგორ გახდა ცქირი ანჩის საყდრის წინამძღოლი?

3. ჩამოთვლილთაგან რომელ ფრაზაშია მხატვრული საშუალება?

4. როგორ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ კლარჯეთში ადრე დამკვიდრებული ბერები ანჩის ახალი ეპისკოპოსის მიმართ?

5. რა ნიშნით შეარჩია ცქირმა ანჩელი კაცი თავისი გეგმის განსახორციელებლად?

6. რატომ ვერ შეასრულა ანჩელმა კაცმა ცქირის დავალება?

7. რომელ ფრაზაშია გამოყენებული სიტყვა ბოროტება?

8. მამა გრიგოლის რა უჩვეულო უნარი ჩანს მის სიტყვებში: „საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უვარის-მყოფელი ქრისტიანობისაი, ვინაითგან უნდოისა სასყიდლისათვის უბრალოისა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ“?

9. ვის ისტორიას ახსენებს ანჩელი კაცი მამა გრიგოლს?

10. რა მოიმოქმედა ცქირმა გრიგოლ ხანძთელის მკვლელობის მცდელობის შემდეგ?

11. მამა გრიგოლის რა თვისებები გამოჩნდა ხანძთის მონასტრის მოსალოდნელი დანგრევის ეპიზოდში?