×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 2 ვარიანტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას პოემიდან „სტუმარ-მასპინძელი“:

მოყმემა პირშიშველამა,
შიბნ გაიარნა კლდისანი.
მოინადირნა, დალახნა,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამახვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დახკრა ბერხენსა
ჭალას ჯახნ იქნეს რქისანი.
შაღვარდა ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნენ შუაღმისანი.
ვეფხვი რო წამოუფრინდა,
თვალნი არისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი.
დრო აღარ დარჩა მოყმესა,
ხანნი რომ ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა, ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი,
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა

დრონ იყვნენ წაქცევისანი.
ვეფხვი კლდეთ გადაეკიდა,
ჩამოაწითნა ქვიშანი.
თავად კლდის თავზე შემოწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მიჰღებავს წითლადა
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ
-მკითხავნი,

„უერთოდ კი რა იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი!“
იარებოდა დედაი
ტირილით, თვალცრემლიანი:
„ჩემ შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრებული, ტიალი,
ჩემს შვილს
– ხმლით, იმას
– ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
იმათ დახოცეს ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანი“.
ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭითა დაჭრილსა:
„შვილო, არ მოჰკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეს შენი ჯაჭვის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ყოფილხარ,
ხმალი ქნევაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია!
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე
ვეფხვებთან მეომარია“.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აჰყრის რკინასა,
ხან კიდევ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბებსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა.
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა.

(1) 2. რაზე მიუთითებს სიტყვა „პირშიშველამა“ ?

(1) 3. რა მიზნით „შაღვარდა ვეფხვსა ნაწოლსა“ მოყმე?

(1) 4. რა მხატვრული საშუალებაა: „მაშინ დაიძრნეს მიწანი“ ?

(1) 5. რას გამოხატავს სიტყვები: „გაზით გაართვნა კალთანი“ ?

(1) 6. რის თქმა სურს დედას სიტყვებით: „არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი“ ?

(1) 7. რაზე მიგვანიშნებს სიტყვები: „არ დარჩენ სირცხვილიანი“ ?

(1) 8. რის თქმა სურს დედას შვილისათვის სიტყვებით: „ხმალი ქნევაში გაგიცვდა“ ?

(1) 9. რომელ ფრაზაშია გამოყენებული მხატვრული საშუალება?

(1) 10. დედის აზრით, რატომ არ არის მისი შვილი სატირალი?

(1) 11. დედის რა თვისება ჩანს სიტყვებში: „ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია“ ?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფიროსმანი“:

შვიდი ხევისბერი მოსხდომოდა ტაბლას... სათითაოდ შეიცნო არსაკიძემ ფხოველნი: მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაჩაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური. ისხდნენ წვერგაბურძგვნილი, რკინის ჩაბალახიანი ხევისბერები, ჭაღების ლიცლიცზე კაშკაშებდნენ ხოჭოსფერი თორნი. თავჩაქინდრულნი უსმენდნენ შორენას… „დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს. წყაროსთვალის წმინდა გიორგის ხატობაზე კვეტარში გავჩნდები. მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს შევირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით. მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ფხოველნო! ჩემი ბედი, თავადიციხე რომ არ დაარღვია მეფე გიორგიმ კვეტარში, საბრძოლო გოდოლები მოათავეთ როგორმე. მამაჩემის ბრალი ეს იყო: ფხოვში შემოსვლა რომ აცალა ზვიადის ლაშქარს. მეფე ციხეში შეიპატიჟა, ზვიადის მოსვლამდის არ დასთხარა თვალები. ამიერიდან არ გავიმეოროთო ასეთი შეცდომა, ფხოველნო, გუდამაყარში შევეგებოთ ზვიადის ჯარებს“. წამოდგა უხუცესი, მუროჩი ქალუნდაური. მამამზემ და ტოხაისძემ დაგვაღალატაო იმჯერად. პირობა ჰქონდათო, გუდამაყარში შებმოდნენ ზვიადს. ესა სთქვა ქალუნდაურმა და არსაკიძე შეშფოთდა ანაზდად. ხედავდა: ცუდ საქმეში აბამდნენ შორენას. ვეღარ მოითმინა, კარი შეაღო და დარბაზში შევიდა ჯიქურად. წამოცვივდნენ თორიანი ხევისბერები. ცხვრის სუნი ეცა არსაკიძეს, ერბოს სუნში აღრეული ცხვრის სუნი. *** იცოდა არსაკიძემ, ფხოველებს შორისაც რომ არ იყო თანხმობა: მუროჩი ქალუნდაური და უშიშა ღუდუშაური ებრძოდნენ ურთიერთს იდუმალ. თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს. დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთებდა ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან. როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების შემდეგ უთუოდ აირეოდა მონასტერი, ორივე შემთხვევაში უცილო დაღუპვა მოელოდა შორენას. *** ქალი აილეწა. უჩემოდ ვინ გაგაცნოო ჩემი საიდუმლო, უტა?.. „ხომ გახსოვს, თქვენსას რომ ვიყავი იმ საღამოს... უნებლიედ ვისმინე, რაც ხევისბერებს შენ უთხარი, ჩემო“. შორენამ თავი ჩაჰქინდრა, მერმე თვალი გაუმართა კონსტანტინეს: „მე ამისთვის არ მოვსულვარ, უტა, არც მსხვერპლს მოვითხოვ რაიმეს შენგან. უთქმელადაც ვიცი, შენ ვერც შესძლებ ამას... ახდილად გითხრა? ეგეც კარგად მესმის – შენსა და ჩემს შორის რა მაღალი კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტიცხოვლის სიმაღლე ქვის კედელი, უტა“. „მე ასე მგონია, ჩემო, შენმა სიცოცხლემ რომ ეს მოითხოვოს, მე საკუთარს იოლად დავთმობ, იცოდე”. ქალმა შეხედა, არსაკიძემ უსიტყვოდ შეატყო: დიაცმა ირწმუნა ეს... „ ...მაგრამ უმთავრესი მაინც ეგაა, – სხაპასხუპით წამოაწია სიტყვა უკვე თქმულს. – ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას. მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ. ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს. ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო. თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ ყოჩი არ წარუძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი. შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე დატრიალდება ფხოვში, რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმ ღამეს. ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები დაერევიან ურთიერთს, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე“. ორივე იდაყვი მუხლზე დაებჯინა, ხელისგულები სახეზე შემოედგა, ბავშვივით უსმენდა არსაკიძეს დიაცი. მერმე წამოდგა, აუღელვებლად, მშვიდად ეუბნება ვაჟს: „შენ ხომ იცი, უტა, ხანდახან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია. შენი ნათქვამი სწორი იყოს ეგების, მაგრამ მათთვის ჩემი გული დახურულია. მე სიტყვა მივეცი ხევისბერებს უკვე, წყაროსთვალის წმინდა გიორგის დღეობაზე ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები-მეთქი ზვიადის ლაშქარსა და სიკვდილს...“

(1) 2. რა მიზნით ესტუმრნენ ფხოველი ხევისბერები შორენას?

(1) 3. რატომ არ ვაჭრობდა ფიროსმანი „შაბათ საღამოს, როცა სხვა დუქნების შემოსავალი ერთიათად მატულობდა“ ?

(1) 4. რას გულისხმობს ავტორი სიტყვებში: „ეშმაკსაც კი რომ მიჰყიდდა სულს“ ?

(1) 5. რას ნიშნავს სიტყვა „გაფცქვნილი“ ?

(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა: „დედოფალასავით თვალებფოფინა“ ?

(1) 7. რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში სიტყვა „მიაჩეჩა“ ?

(1) 8. რა იყო მარგარიტას დანაღვლიანებისა და განმარტოების მიზეზი?

(1) 9. რომელ ფრაზაშია გამოყენებული ჰიპერბოლა?

(1) 10. მხატვრის რა მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები: „ეტლამდე ძლივს მიათრია მოწყვეტილი ფეხები“ ?

(1) 11. რა იგულისხმება სიტყვებში: „ბავშვის თვალებივით მეტყველი სურათები“ ?