×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 3 ვარიანტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას პოემიდან „ბახტრიონი“:

ლაშქარი შედგა ცოტა ხანს,
ხმა გამოისმა კითხვისა:
– კაცნო, კვირია რა გვექნა?
ყველა ამასა სჩივისა.
ენთება ხოშარეული,
როგორაც ბურდო თივისა.

ხოშარეული
– იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ეგრე არ გარგებთ ტარება,
მზირმა მზირობა არ გვიყოს,
თავს არ მოგვხვიოს წვალება!
ვინ იცის, ნათრევ კაცია,
არ იყოს ღალატიანი,
დუშმანი არ გაგვიფრთხილოს ,
საქმე ქნას ნახლართიანი .

ლაშქარი
– რა გაიგება, იქნება
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა ,
ფიცი გატეხოს უსირცხვოდ ,
ხელი აიღოს რჯულზედა ,
ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე
მიწა გვაყაროს გულზედა .

ლუხუმი
– კაცნო, რას ამბობთ ნეტარა ?
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა ?
ფარ -ხმალით მოკაზმულები
აჰკიდებიხართ ჯორებსა ,
რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო ,
ჩვენის სამშობლოს გორებსა ? !
ვის გაუგონავ, სად თქმულა
ამბავი, ძველად თხრობილი , –
მითხარით, ნუ დამიმალავთ ,
ვინც კი კაცი ხართ ცნობილი ,
ეგრე მუხთალად ღალატი ,
ეგრე უღმერთოდ ტყუება ,
მტრისა სალხენად ძმებისა
შინაით გამოტყუება?!
სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით ,
თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი ,
არ რადმე მეჭაშნიკება
სიტყვა კოჭლი და ლუგუმი
კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება ?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ეხლავ მოგკიდათ ცხროება ?
ღალატს რა უნდა ჩვენშია ,
როგორი გვადგა დროება?!

სუმელჯი
– ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით,
ეს ნურვის გაუკვირდება;
ყველაც კი იტყვის ამასა,
ვინც საქმებს დაუკვირდება.
არც კაი ბოლო იმას აქვ,
ვინც ერთურთს აუხირდება.

ლაშქარი (ერთხმად)
– არა, ტყუილად ნუ ვიტყვით,
ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა,
მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას,
ნუ ვათამაშებთ ისრადა.
კვირიას ღალატ არ უნდა,
სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა,
თვალცრემლიანსა, ობოლსა,
გულზე ეკლებით ხეულსა,
ეგრე ქურდულად გაპარულს,
ერთბაშად გადათხეულსა.
ვის ეწადება ღალატი
სწორჩიით გამორჩეულსა?!

ლუხუმი
– ეგრე თქვით, მაგას მოგელით,
სიტყვას წყნარსა და რჩეულსა.
ლუხუმიც მალე შეატყობს
ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...
თანდათან ცნობას მოვიდა
გული-დ გონება ლაშქრისა.
სპეროზიაის კლდიდამა
ცივი ნიავი მაჰქრისა.

(1) 2. ხოშარეულის როგორ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები: „ენთება... როგორაც ბურდო თივისა“ ?

(1) 3. რის თქმა სურს ხოშარეულს სიტყვებით: „მზირმა მზირობა არ გვიყოს“ ?

(1) 4. რას ნიშნავს ამ კონტექსტში სიტყვა „ნათრევი“ ?

(1) 5. რა მხატვრული საშუალებაა: „რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა“ ?

(1) 6. რის თქმა სურს ლუხუმს სიტყვებით: „რად არ გაჰხედნებთ... ჩვენის სამშობლოს გორებსა...“ ?

(1) 7. რის თქმა სურს ლუხუმს სიტყვებით: „არ რადმე მეჭაშნიკება სიტყვა კოჭლი და ლუგუმი“ ?

(1) 8. რას უსაყვედურებს ლუხუმი თანამოძმეებს, როცა ამბობს: „კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ, მაგის მეტ არ გაქვთ შნოება...“ ?

(1) 9. ლაშქრის როგორი პოზიცია ჩანს სიტყვებში: „მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას, ნუ ვათამაშებთ ისრადა“ ?

(1) 10. რომელი მხატვრული საშუალებაა „გულზე ეკლებით ხეულსა“ ?

(1) 11. ლუხუმის რომელი თვისება ჩანს სიტყვებში: „ლუხუმიც მალე შეატყობს ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა...“ ?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ აკაკი წერეთლის მოთხრობა „რაჭის ერისთავი როსტომ“:

უხსოვარ დროში ერთმა მოხეტიალე ფაკირმა• გამოიგონა უკვდავი თამაში – ჭადრაკი. ამ საოცარმა ხელოვნებამ, როგორც ციებ-ცხელებამ, ისე შეიპყრო მთელი ინდოეთი. ყველა, დაწყებული მეფიდან, გათავებული დაძონძილ მათხოვრამდე, თამაშობდა ჭადრაკს. თამაშის ათასგვარი შესაძლებლობანი აღაფრთოვანებდა და აღაგზნებდა აღმოსავლეთის მცხუნვარე მზისაგან დასიცხულ გონებას... უკვე არსებობდნენ ჩემპიონები, რომლებიც ათ პარტიას ერთდროულად თამაშობდნენ და არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც დაფაზე დაუხედავად თამაშობდნენ. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მაინც აბუკაირი იყო, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი გახდა. მთელი თავისი სიცოცხლე მან ჭადრაკის საიდუმლოებათა ამოხსნას მიუძღვნა...

25 წლის აბუ-კაირი უკვე დაუმარცხებელ ჩემპიონად ითვლებოდა. მისთვის ყველაფერი ჭადრაკი იყო. მან არ იცოდა, რა იყო ქალი, ანდა კარტი. ფერმკრთალი სახით და ანთებული თვალებით იჯდა იგი ჭადრაკის დაფასთან.

იგი მოკვდა 36 წლის ასაკში უცნაურ და სამწუხარო, მაგრამ მისი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ პირობებში.

სწორედ იმ დროს ბაღდადში გაიმართა მსოფლიო ტურნირი და აბუ-კაირმა შეუსვენებლად ითამაშა 15 პარტია 4 დღე-ღამის განმავლობაში. მეოთხე დღეს, მიმწუხრისას, იგი წამოდგა, შუბლზე ყინული დაიდო და გამოვიდა ოთახიდან, რათა ესუნთქა სუფთა ჰაერით. საღამო იყო თბილი. აბუ-კაირი მივიდა მდინარესთან. ქარი არხევდა ფოთლებს, მაგრამ აბუ-კაირი ვერ გრძნობდა ქარს. მისი თვალები ანათებდნენ უცნაური ცხელებიანი ცეცხლით. იგი ნახევრად ხურავდა ქუთუთოებს და იცქირებოდა ირგვლივ. მისი მარჯვენა ხელის ორი თითი ფრთხილად ირხეოდა ჰაერში. ბაგეები რაღაცას ჩურჩულებდნენ.

ქვევით, მდინარის პირას, იჯდა ახალგაზრდა გლეხი. მისგან მოშორებით ბალახზე იწვა ლამაზი ქალიშვილი და ყვავილებიდან გვირგვინს წნავდა. ახალგაზრდა ხშირად იხედებოდა უკან. უეცრად იგი წამოხტა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალიშვილს. მისი თვალები მხიარულად ბრწყინავდნენ. მან დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ უეცრად ვიღაცამ ძლიერი ხელი ჩაავლო ყელში და დასწია უკან. მისი შეშინებული გამოხედვა შეისრუტა აბუ-კაირის ცხელებიანმა თვალებმა. „უკან, – ჟინიანად წაიჩურჩულა აბუ-კაირმა. – ხომ არ შეიშალე? პაიკი უკან არ დადის!..“

აბუ-კაირი იდგა ახალგაზრდასთან. მისი თვალები ანთებულიყვნენ, ხელი უკანკალებდა და იგი ველურად იცქირებოდა ირგვლივ.

– აჰა! – სთქვა მან და მჭახედ გადაიხარხარა. – ერთი გახედე იმ ნაპირს, ხომ არ ამჩნევ რაიმეს?

მაგრამ ახალგაზრდა ვერაფერს ვერ ამჩნევდა.

– ეს იმიტომ, რომ შენ ახალბედა ხარ, მაგრამ ჩემი მოტყუება კი არ შეიძლება... აი, იმ ნაპირზე... აი, იქ... ბუჩქებთან, ისინი ფიქრობენ, რომ მე ვერ ვხედავ, იქ დგას ფიგურა... – ღაღადებდა აბუ-კაირი.

მაშინ ახალგაზრდამ უფრო გულმოდგინედ გაიხედა და საზარელი ღრიალი აღმოსკდა მისი პირიდან. საწინააღმდეგო ნაპირზე ბუჩქებთან მიმალულიყო ძლევამოსილი ვეფხვი. ვეფხვი მოემზადა ნახტომისათვის, მისი ელვარე თვალები მიებჯინა ორივე მამაკაცს.

აბუ-კაირისაგან შეშინებული ქალიშვილი კარგა ხნის წინ გაქცეულიყო. ეხლა არც ახალგაზრდა კაცი იტყოდა გაქცევაზე უარს.

– შენ აქ დარჩები, შენ აქ უნდა დარჩე... – წაიჩურჩულა აბუ-კაირმა და სწვდა მას ხელში. რისი გეშინია? მართალია, ის ცხენია, რომელსაც შეუძლია შენი მოკვლა, იმიტომ, რომ იგი აკეთებს ორ ნახტომს წინ და ერთს კი გვერდით, მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, იგი ვერ მოგკლავს შენ; იგი ხედავს, რომ მე, მეფე, გიცავ შენ, ხოლო კუს პაიკში არავინ გასცვლის. ეს ყველაზე საძაგელი კომბინაციაა. მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, უარეს შემთხვევაში მე შეგწირავ შენ და მაშინ ნამდვილად მოვიგებ. მთავარი ხომ პარტიაა. არა ფიგურა, არამედ პარტია.

ახალგაზრდისათვის ეს საკმარისი იყო. მას სრულიადაც არ უნდოდა თავის შეწირვა. მან ფეხი დაუდო აბუ-კაირს, გაუსხლტა ხელიდან და კურდღელივით მოკურცხლა იქვე მდგომ ციხესიმაგრისაკენ.

– წყეულო ვირო! რისი გეშინია? შენ იქით არ გარბიხარ, საითაც საჭიროა. ეტლი უსათუოდ მოგკლავს შენ და ამით ვერაფერსაც ვერ მოიგებ! – მიაძახა მას აბუ-კაირმა.

ამ დროს ვეფხვმა ჰაერში შეკრა კამარა...

– აა... – წარმოსთქვა ჭადრაკის ჩემპიონმა დამცინავად. – ახალი სვლა! ქიში? ქიში მე? ბავშვური სვლაა! სუსტი თამაშია! – მან მშვიდად ჩაიქნია ხელი და ნაბიჯი გადადგა გვერდით.

– ეხლა რაღას იზამ? ეხლა როგორ მეტყვი ქიშს? არავითარ შემთხვევაში არ გამოგივა. ხომ ხედავ, მეგობარო, თამაშის უფრო კარგი ცოდნაა საჭირო. ჯობია დამნებდე. შენი საქმე გათავებულია.

მაგრამ ვეფხვი ეცა აბუ-კაირს, წამოაქცია და გამოღადრა ყელი.

(1) 2. პირველი აბზაცის მიხედვით, ჭადრაკი ინდოეთში:

(1) 3. აბუ-კაირის როგორი სულიერი მდგომარეობა ჩანს სიტყვებში: „ფერმკრთალი სახით და ანთებული თვალებით იჯდა იგი ჭადრაკის დაფასთან“ ?

(1) 4. რა მხატვრული საშუალებაა: „თვალები ანათებდნენ... ცხელებიანი ცეცხლით“ ?

(1) 5. რამ გამოიწვია ის, რომ აბუ-კაირის „თვალები ანთებულიყვნენ... იგი ველურად იცქირებოდა“ ?

(1) 6. სიტყვებით „შენ ახალბედა ხარ“ აბუ-კაირს იმის თქმა სურს, რომ ახალგაზრდა გლეხი:

(1) 7. რატომ აღმოხდა ახალგაზრდა გლეხს „საზარელი ღრიალი“ ?

(1) 8. რა მხატვრული საშუალებაა: „კურდღელივით მოკურცხლა“ ?

(1) 9. რას ნიშნავს: „შეკრა კამარა“ ?

(1) 10. რატომ წარმოთქვა აბუ-კაირმა დამცინავად: „აა... ახალი სვლა!“ ?

(1) 11. ვეფხვისადმი აბუ-კაირის როგორი დამოკიდებულება ჩანს სიტყვებში: „თამაშის უფრო კარგი ცოდნაა საჭირო“ ?