×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ქართულის ტესტი 1 ვარიანტი 2014 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

დავალება # 1

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი მოგვითხრობს თინათინისა და ავთანდილის შეხვედრის შესახებ:

I. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი, არ უხშირონი.
Π. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.
პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.
III. ქალმან უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
რად ვზი ქუშად და დაღრეჯით, ასრე მიხდილი ცნობისა?“
IV. ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;
აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,
თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების“.
V. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
იტყვის: „თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად,
მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
VI. გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა.
შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
VII. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
VIII. ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად.
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.
IX. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე,
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
X. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვო დავიჯერებ, იყო თუ-რე უჩინარი;
კოკობი და უფურჭვნელი. ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
XI. ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი“.
XII. მოახსენა ყმამან: „მზეო, ვინ გიშერი აწამწამე.
სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?
მე სიკვდილსა მოველოდი. შენ სიცოცხლე გამიწამე,
ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა-, მე!"

(1) 3. რა დანიშნულება აქვს პირველ სტროფს?

(1) 4. რატომ იყო ავთანდილი „სავსე ლხინითა დიდითა“?

(1) 5. რა აზრს გამოხატავს სტრიქონი: „მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობი- სა"?

(1) 6. რა არის ავთანდილისათვის „საზარო“?

(1) 7. რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული სტრიქონში: „მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების“?

(1) 8. რა აზრის გამოხატვა სურს ავტორს სტრიქონში: „აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩე- მი მეგონების?

(1) 9. როგორ ესაუბრებოდა თინათინი ავთანდილს? (უპასუხეთ მეხუთე სტროფის მიხედვით).

(1) 10. რას გულისხმობს თინათინი სიტყვებში: „...თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭი- რად, მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად“?

(1) 11. რა აღმოჩნდა თინათინის დაღონების მიზეზი?

(1) 12. VI სტროფის რომელი სტრიქონი გამოხატავს თინათინის თხოვნას?

(1) 13. რის მიუხედავად იცის თინათინმა ავთანდილის სიყვარულის შესახებ?

(1) 14. რატომ მიაჩნია თინათინს, რომ ავთანდილს ორმაგად ევალება მისი სამსახური?

(1) 15. რომელ სტრიქონში იყენებს ავტორი მეტაფორას?

(1) 16. თინათინის რა თვისება ჩანს მოცემულ ტექსტში?

(1) 17. რის შესახებ არ არის საუბარი ამ ტექსტში?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მზიანი ღამე“, რომელ- შიც აღწერილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული დედის შეხვედრა შვილთან:

კიბეზე უხალისოდ ავდიოდი. დერეფნის კარი ღია დამხვდა, ოთახის კარი შევაღე და ად- გილზე გავქვავდი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები მომეკვეთა. ჩემი ოთახი სავსე იყო მეზობლებით. ისინი გარს შემოხვეოდნენ საწოლს, რომელზეც შუახ- ნის ჭაღარა, საოცრად დაღლილი, თეთრი სახის, გამხდარი ქალი იჯდა. იგი ოდნავ იღიმებოდა და სუსტი ხმით ყვებოდა რაღაცას. ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ჭაღარა ქალმა მშვი- დად შემხედა, ცოტა ხანს მიყურა. მერე ისევ განაგრძო ამბავი. მეზობლები სინანულით თავებს იქნევდნენ აქეთ-იქით, ჭაღარა ქალმა უცებ საუბარი შეწყვიტა და ისევ დამაცქერდა, ახლა უფ- რო ხანგრძლივად და დაჟინებით, მერე თვალები მეზობლებისაკენ გაექცა. მეზობლები კარის- კენ შემოტრიალდნენ. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მე მესმოდა მხოლოდ ჩემი გუ- გ ლისცემა, ვიღაცის სკამის სულისწამღები ჭრიალი, მეტი არაფერი. ჭაღარა ქალი თვალს არ მაცილებდა, მერე მან შეშინებული თვალებით შეხედა ჩემი კარის მეზობელს, ელიკოს. ელიკომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მაშინ ჭაღარა ქალი ადგა, მას ხელები და ტუჩები უკანკა- ლებდა. იგი საოცრად ჰგავდა იმ ქალს, რომელმაც ამ ოთახში 12 წლის წინ, ღამის ოთხ საათ- ზე გამაღვიძა, პირჯვარი გადამსახა და მკერდზე მაკოცა. მერე იგი წაიყვანა ორმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი შეშინებული ჩანდა, მეორე კი იღიმებოდა და პირი ვერცხლის კბილებით ჰქონდა გამოტენილი. ეს იყო ჩემი დედა. ახლა მე და მას სულ სამი ნაბიჯი გვაცილებდა. იგი მოდიოდა ჩემკენ ნელი, ძალიან ნელი ნაბიჯით, უკვე მესმოდა მისი სუნთქვა, მინდოდა, შევბრუ- ნებულიყავი და გავქცეულიყავი, მაგრამ არ შემეძლო. მე უბრალოდ დავხუჭე თვალები და ვე- ლოდი, დი, რა მოხდებოდა. მერე მე ვიგრძენი მისი თავი ჩემს მხარზე და გავიგონე ჩუმი ჩურჩული: გამარჯობა, შვილო.... გამარჯობა, შვილო, და ასე განუწყვეტლივ, დიდხანს, ძალიან დიდხანს, – გამარჯობა, შვილო... მე მივხვდი, რომ იგი ელოდა პასუხს, – გამარჯობა, დედა, – მაგრამ ვერ შევძელი. გამარჯობათ, ქალბატონო!.. – ვთქვი და ტირილი დავიწყე.... სამზარეულოში ვზივარ და უნივერსიტეტის წინ ჩარიგებულ ჭადრებს ვუცქერ. ერთი, ორი, სამი, ოთხი. მეზობლები დაწვნენ. ალბათ. ელიკო აღარ შემოდის და აღარ მეუბნება შედი, ბიჭო, ოთახში, ქვა ხომ არ ხარ, ცოდვაა ის ქალი... ხუთი, ექვსი... ალბათ, ისიც დაწვა, არაფე- რი არ მკითხა, რომელ კურსზე ვარ, რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობ, როგორ ვარ... შვიდი, შვი- დი ჭადარია, ალბათ, წლის ჩაგდებით რგავდნენ, თორემ მეშვიდე ჭადარი ყველაზე დიდი რა- ტომ უნდა იყოს... ახლა შევალ ოთახში და ვეტყვი: – დაიძინე, დედა? ეს რა კითხვაა... ვკითხავ, როგორ ხარ, დედა, ან არ გეწყინოთ, ქალბატონო... არა, ამის თქმა არ შეიძლება... ეს, ალბათ, ბოლო ტრამვაია, ჩაივლის და დილის ოთხ საათამდე აღარ ამოივლის. ამ ვატმანს ვიცნობ, წი- ნა ბაქნიდან მიშვებს ხოლმე, თან იკრიჭება ჯიგარო, დეპუტატი კი ხარ, მაგრამ ბილეთის აღება არ დაგავიწყდეს. წავიდა... ძინ ძინ ძინ... ეს საათი ჩემი მხრიდან ღამის პირველ საათს უჩვენებს, იქითა მხრიდან, ალბათ, თენდება; ახლა შევალ და რამეს ვეტყვი. რას? არ ვიცი... იქ- ნებ, თვითონ მითხრას რამე... ფრთხილად შევაღე ოთახის კარი. დედას ხელები ამოედო თავქვეშ და ჭერს უცქერდა. ჩემ საწოლთან მივედი და დავწექი. ვიწექი, ალბათ, ერთი საათი, იქნებ, ორი, იქნებ, ერთი წუთი ან მთელი 12 წელიწადი. გავიხსენე დრო იმ დღიდან დღემდე, დავხუჭე თვალები და თვალწინ დად- გა ყველაფერი, ისე ცხადლივ, როგორც ის შვიდი ჭადარი, მაგრამ არსად არ იყო დედა, ვიყავი ან მარტო, ან სხვასთან, ვიყავი ყველგან და ყველასთან და არსად არ იყო დედა. ახლა მე და ის ვიყავით ერთ ოთახში, ეს არ იყო სიზმარი, ეს იყო ცხადი, როგორც შვიდი ჭადარი უნივერ- სიტეტის წინ. ახლა ჩვენ ვიწექით ოთახის სხვადასხვა კუთხეში ერთნაირად უბედურები, რად- გან ეს ბედნიერი დღე დადგა.ღმერთო, ნუთუ არაფერს არ მეტყვის, იქნებ, მე უნდა ვუთხრა რამე? თემურ! – გავიგონე ძალიან ჩუმი ხმა. თემურ, თემო!.. – ხმა ვერ ამოვიღე, გული ყელში მომებჯინა. დედა ადგა, მას კოჭებამდე თეთრი პერანგი ეცვა და მოჩვენებასავით უახლოვდებოდა ჩემს საწოლს. იგი მოვიდა და ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა. თვალები დავხუჭე, მისი ათრთოლებული ხელები საფეთქლებზე შემეხო. თემურ, ჩემო პატარა ბიჭო, თემო, თემიკო, გამეცი ხმა, შვილო! – მე მინდოდა, მოვმკვდა- რიყავი, დავყრუებულიყავი, მეკივლა, დამეძახა მეზობლებისათვის, რომ ეშველათ ჩემთვის. თემურ, რამხელა ხარ, ბიჭო! რამ გაგზარდა, დედა, ვინ გაგზარდა, ჩემო ბიჭო, ჩემო თემი- კო? შენ იცი, რომ ხვალ ოცი წლის ხდები?.. რატომ, რატომ მერე? რატომ რვა წლის არ ხარ ისევ, ჩემო პატარა ბიჭო, რატომ რვა წლის არა ხარ, რატომ, რატომ არა ხარ... იგი დამემხო მკერდზე და ატირდა. მე ლოგინიდან წამოვდექი, წამოვაყენე ფეხზე, მხრებზე ხელი მოვხვიე, თავის საწოლთან მივიყვანე და დავსვი. რატომ, რატომ... – იმეორებდა იგი. დაწყნარდით, თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ! – როგორც იქნა, ამოვიღე ხმა. დედამ სა- ხეზე აიფარა ხელები და ცოტათი დაწყნარდა. მე ჩემს საწოლთან მივედი, მერე უკან მოვიხე- დე. დედა ისევ ისე იჯდა. ტანზე ჩავიცვი და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი... დილით დავბრუნდი... ეს ჩემი სახლის სადარბაზოა, ერთი საფეხური, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ნეტავ რამდენი საფეხურია?.. ჩემს სიცოცხლეში არ დამითვლია... თუმცა, რო- გორ არ დამითვლია. ბავშვობაში მეტს რას ვაკეთებდი... მაგრამ არ მახსოვს. უკან ვბრუნდები და ხელახლა ვითვლი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, თერთმეტი საფეხურია. მე მეოთხე სართულზე ვცხოვრობ, ესე იგი, რვაჯერ თერთმეტი... რამდენია რვაჯერ თერთმეტი?.. რვაჯერ თერთმეტი ბევრია... მთელი სიცოცხლე უნდა იარო, მთელი სიცოცხლე, ბოლოში რომ მიხვიდე... რვაჯერ თერთმეტი... ელექტრონის ღილაკს ხელი დავაჭირე და ვიდრე დარეკავდა, კარი გაიღო. კარში იდგა დედა, ჩემი დედა, ჭაღარა და ლამაზი, ისეთი ლამაზი, როგორიც თორმეტი წლის წინ, როდესაც იგი მსოფლიოში ყველა დედაზე ლამაზი იყო. გამარჯობა, დედა! – ვთქვი მე. დედა იდგა კარში. იგი არ ტიროდა, იგი იღიმებოდა, თვალებიდან მდუღარე ცრემლები ჩა- მოსდიოდა და აცახცახებულ ნიკაპთან ეკვრებოდა. გამარჯობა, დედა! – გავიმეორე მე.

(1) 3. რა ფუნქციას ასრულებს ტექსტის პირველი აბზაცი?

(1) 4. რა აზრის გამოხატვა სურს ავტორს ამ მონაკვეთში: „ჩემთვის ყურადღება არავის მოუქ- ცევია. ჭაღარა ქალმა მშვიდად შემხედა, ცოტა ხანს მიყურა. მერე ისევ განაგრძო ამბავი"?

(1) 5. რომელი ფრაზა გამოხატავს თემურის სულიერ მდგომარეობას?

(1) 6. რატომ ვერ შეძლო თემურმა დედის მისალმებაზე გაეცა პასუხი: „გამარჯობა, დედა“?

(1) 7. რატომ განმარტოვდა სამზარეულოში თემური, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ელი- კო ეუბნებოდა: „შედი, ბიჭო, ოთახში, ქვა ხომ არ ხარ, ცოდვაა ის ქალი“?

(1) 8. რა მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ფრაზაში: „ეს არ იყო სიზმარი, ეს იყო ცხადი, როგორც შვიდი ჭადარი უნივერსიტეტის წინ“?

(1) 9. რა მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი ფრაზაში: „ჯიგარო, დეპუტატი კი ხარ, მაგ- რამ ბილეთის აღება არ დაგავიწყდეს“?

(1) 10. დედის რა სულიერი მდგომარეობაა გამოხატული სიტყვებით: „რატომ რვა წლის არ ხარ ისევ, ჩემო პატარა ბიჭო, რატომ რვა წლის არა ხარ, რატომ, რატომ არა ხარ?“

(1) 11. რომელ ფრაზას შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა?

(1) 12. რატომ სდიოდა დედას „თვალებიდან მდუღარე ცრემლები“?

(1) 13. როგორი განწყობილებით მთავრდება ეს ტექსტი?

(1) 14. რამ განაპირობა დედა-შვილის პიროვნული ტრაგედია?

(1) 15. რით არის ეს ტექსტი გამორჩეული?

(1) 16. რის შესახებ არ საუბრობს ავტორი ამ ტექსტში?

(1) 17. რა არის ამ ტექსტის მთავარი სათქმელი?