ჩვენი PDF წიგნი გთავაზობთ სრულ, გასაგებ და დეტალურ ახსნებს ყველა სავარჯიშოზე!
Testebi.ge
რისი ტოლია 154-ის მისივე ციფრთა ჯამზე გაყოფისას მიღებული ნაშთი?
დაალაგეთ ზრდის მიხედვით 1,5, 54 და 43
მოხალვისას ყავა კარგავს თავისი წონის 12%-ს. რამდენი კილოგრამი ნედლი ყავა უნდა ავიღოთ, რომ მივიღოთ 4,4 კგ. მოხალული ყავა?
ABCD ოთხკუთხედის B და D კუთხეები მართია. რისი ტოლია ამ ოთხკუთხედის A კუთხის სიდიდე, თუ C 70 ?
ABCD კვადრატი დაყოფილია ოთხ ისეთ მართკუთხედად, რომელთაგან ორი კვადრატია (იხ. ნახაზი). ამ კვადრატების ფართობებია 25 მ2 და 9მ2 . რისი ტოლია ABCD კვადრატის ფართობი?
რუკაზე, რომლის მასშტაბია 1:100000, ორ პუნქტს შორის მანძილი 10 სმ-ია. რისი ტოლია ამ პუნქტებს შორის მანძილი მეორე რუკაზე, რომლის მასშტაბია 1:250000?
250 ლიტრიან ქვევრში 200 ლიტრი ღვინო ასხია. ქვევრის მოცულობის რა ნაწილია შევსებული?
რამდენია ისეთი მთელი რიცხვი, რომელთა მოდული 2-ზე მეტია და 5-ზე ნაკლები?
სურათზე მოცემულია კუბი, რომლის ორი წახნაგი შეღებილია. ქვემოთ მოცემული შლილებიდან რომელი არ წარმოადგენს მოცემული კუბის შლილს?
თუ პირამიდას 4 წახნაგი აქვს, მაშინ ამ პირამიდის წიბოების რაოდენობაა:
რისი ტოლია x, თუ 1−11−x=11−x
2√90−3√40
სიბრტყეზე მოცემულია მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. ამ სიბრტყეზე მდებარე ABCD მართკუთხედის A, B და C წვეროების კოორდინატები მითითებულია ნახაზზე. რომელია D წვეროს შესაბამისი კოორდინატთა წყვილი?
სიბრტყის C წერტილი იმავე სიბრტყეში მდებარე a წრფის A წერტილთან და b წრფის B წერტილთან მონაკვეთებითაა შეერთებული (იხ. ნახაზი). a და b წრფეები ერთმანეთის პარალელურია. ნახაზზე მითითებული კუთხეების გრადუსული ზომების მიხედვით იპოვეთ ACB მახვილი კუთხის სიდიდე.
ABCD კვადრატი დაყოფილია ერთმანეთის ტოლ პატარა კვადრატებად, რომელთაგან ხუთი გამუქებულია (იხ. ნახაზი). O წერტილი ABCD კვადრატისსიმეტრიის ცენტრია. პატარა კვადრატების რა უმცირესი რაოდენობა უნდა გავამუქოთ დამატებით, რომ მიღებული გამუქებული ფიგურა O წერტილის მიმართ სიმეტრიული აღმოჩნდეს?
რა ციფრით ბოლოვდება რიცხვი 210⋅39⋅52
9log35
რისი ტოლია sin x = 0,5 განტოლების ამონახსნი, რომელიც (π2,π) შუალედს ეკუთვნის?
წრეწირის რადიუსის სიგრძეა 6 სმ. წრეწირის გარეთ მდებარე B წერტილიდან ამ წრეწირისადმი გავლებულია მხები, რომელიც წრეწირს A წერტილში ეხება. C წერტილი წრეწირის ისეთი წერტილია, რომ BC მონაკვეთი ამ წრეწირის O ცენტრზე გადის. რისი ტოლია AC მცირე რკალით და OA და OC რადიუსებით შემოსაზღვრული წრიული სექტორის ფართობი, თუ ∠ABO=30°
კუბის წიბოს სიგრძეა 5 სმ. A; D; E; და F წერტილები ამ კუბის წვეროებია, ხოლო B და C კუბის წიბოებზე მდებარე ისეთი წერტილებია, რომ BC მონაკვეთი კუბის ერთ-ერთი წიბოს პარალელურია (იხ. ნახაზი). რამდენი სანტიმეტრია ABCDEF ტეხილის სიგრძე?
თუ 2x ⋅ 2y=16, მაშინ x+y=
გეომეტრიული პროგრესიის პირველი წევრია 32, მეათე წევრი კი - 116 ამ პროგრესიის მერამდენე წერვის მნიშვნელობაა 1-ის ტოლი?
ABC სამკუთხედში AC გვერდის სიგრძე 10 სმ-ის ტოლია. MN მონაკვეთი, რომლის ბოლოები AB და BC გვერდებზე მდებარეობს, AC გვერდის პარალელურია (იხ. ნახაზი). რისი ტოლია MN მონაკვეთის სიგრძე, თუ BMN სამკუთხედის ფართობი ACMN ოთხკუთხედის ფართობის ტოლია?
ABCD კვადრატია და BCN კი - ტოლგვერდა სამკუთხედი (იხ. ნახაზი). რისი ტოლია DNC სამკუთხედის ფართობი, თუ AB = 4 სმ?
პირველ სამ გამოცდაში მოსწავლის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული 60-ის ტოლია. რამდენი ქულა უნდა აიღოს მოსწავლემ მეოთხე გამოცდაში, რომ ოთხივე გამოცდაში მიღებული ქულების საშუალო აროთმეტიკული 65-ის ტოლი აღმოჩნდეს?
y=-3(3-x)2+5 ფორმულით მოცემული ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობაა:
y=logax ფორმულით მოცემული ფუნქციის გრაფიკი გადის საკოორდინატო სიბრტყის A(3 ; 1) და B(9; c) წერტილებზე. მაშინ c ?
ამოხსენით განტოლება: cos2x+5sin2x=2
ორი წრეწირი, რომელთა რადიუსების სიგრძეებია 9 სმ და 4 სმ, ერთმანეთს ეხება c წერტილში, ხოლო მათ საერთო გარე მხებს - A და B წერტილებში (იხ. ნახაზი). რისი ტოლია AB მონაკვეთის სიგრძე?
A და B ქალაქებს შორის მანძილი 240 კმ-ია. A ქალაქიდან B ქალაქისკენ ერთდროულად ორი ავტომობილი გავიდა. როდესაც პირველი ავტომობილი B ქალაქში ჩავიდა, მეორეს B ქალაქში ჩასასვლელად კიდევ 80 კმ ჰქონდა გასავლელი. B ქალაქში ჩასვლის შემდეგ პირველი ავტომობილი შეუჩერებლად A ქალაქისკენ გამობრუნდა. ავტომობილები ერთმანეთს შეხვდნენ A ქალაქიდან მათი გამოსვლიდან 3 საათის შემდეგ. იპოვეთ ორივე ავტომობილის სიჩქარე. იგულისხმეთ, რომ ორივე ავტომობილი მუდმივი სიჩქარით მოძრაობდა.
წესიერი ოთხკუთხა პირამიდის გვერდითი ზედაპირის ფართობია 5 სმ2 , ხოლო მისი ფუძის ფართობი 4 სმ2-ის ტოლია. იპოვეთ ამ პირამიდის მოცულობა.
მოცემულია ABCD კვადრატი, რომლის გვერდის სიგრძე 10 სმ-ის ტოლია. N წერტილი კვადრატის AD გვერდის შუაწერტილია, AC და BN მონაკვეთები ერთმანეთს M წერტილში კვეთს. რისი ტოლია AMN სამკუთხედის ფართობი?