×
ტესტები

მასშტაბი (გარჩეული ამოცანები)

დრო: 3:00:00

Styled Modal Popup

ამოცანა 1

ორ ქალაქს შორის მანძილი 44 კმ-ია, ხოლო ამ ქალაქებს შორის მანძილი რუკაზე 8,8 სმ-ის ტოლია. როგორია ამ რუკის მასშტაბი?


ამოხსნა

რუკის მასშტაბის დასადგენად მანძილი რუკაზე უნდა გავყოთ ამ ქალაქებს შორის მანძილზე.

\(\frac{8,8 \text { სმ }}{44{ კმ}}=\frac{8,8 \text { სმ }}{44 \cdot 100000 \text { სმ }}=\frac{88}{44 \cdot 1000000}=\frac{1}{500000}=1: 500000\).

პასუხი: 1:500000.

ამოცანა 2

თვითმფრინავი მოძრაობს მუდმივი 900 კმ/სთ სიჩქარით. სალონში არსებულ მონიტორზე გამოსახულია რუკა, რომელზეც თვითმფრინავის შესამაბისი მანათობელი წერტილი გადაადგილდება. რა მანძილს გაივლის მანათობელი წერტილი რუკაზე 1 საათში, თუ ამ რუკის მასშტაბია 1:5000000?


ამოხსნა

ერთ საათში მანათობელი გაივლის 900 კმ-ს, რომლის შესაბამისი მონაკვეთის სიგრძე რუკაზე იქნება:

\(\frac{900 \text { კმ }}{5000000}=\frac{900 \cdot 100000 \text { სმ }}{5000000}=18\) სმ.

პასუხი: 18 სმ

ამოცანა 3

რუკაზე, რომლის მასშტაბია 1: 20000 , მიწის ნაკვეთს შეესაბამება 1, 6 სმ2 ფართობის მქონე მართკუთხედი. იპოვეთ ამ მიწის ნაკვეთის ფართობი.


ამოხსნა

ერთ საათში მანათობელი გაივლის 900 კმ-ს, რომლის შესაბამისი მონაკვეთის სიგრძე რუკაზე იქნება:

\(1,6 \mathrm{სმ}^2 \cdot 20000^2=\frac{1,6 \cdot 20000^2}{10000} \partial^2=\frac{1,6 \cdot 4 \cdot 10000^2}{10000} \partial^2=6,4 \cdot 10000 \partial^2=64000 \partial^2\).

პასუხი: 64 000 მ2

ამოცანა 4

ორ ქალაქს შორის მანძილი 120 კმ-ია. რა მანძილია ამ ქალაქებს შორის რუკაზე, რომლის მასშტაბია 1: 500000 ?


ამოხსნა

120 კმ : 500000=12 კმ:50000 = 12000 მ : 50000=12მ:50=1200 სმ : 50 = 24 სმ.

პასუხი: 24 სმ

ამოცანა 5

იპოვეთ მანძილი ორ ქალაქს შორის, თუ რუკაზე ამ ქალაქებს შორის მანძილი ტოლია 5 სმ-ის, ხოლო რუკის მასშტაბია 1:3000000 ?


ამოხსნა

5 სმ x \(3000000=15000000\) სმ \(=150000 მ=150\) კმ.

პასუხი: 150 კმ