Testebi.ge Testebi.ge ლიტ. 2024
⭐ 0 / 20
03:00:00
03:00:00
0 / 20

კითხვა 1

იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ ვარსქენმა დატუსაღების დროს დედოფალს უთხრა: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“. ვისთან საუბრისას გაიხსენა შუშანიკმა ეს სიტყვები?

კითხვა 2

„აბოს წამების“ რომელ ფრაზაში ჩანს, რომ ქართველთა რწმენას სიმტკიცე აკლდა?

კითხვა 3

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება გაბრიელ დაფანჩულისა და გრიგოლ ხანძთელის ურთიერთობიდან?

კითხვა 4

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსანი“. რას ნიშნავს სიტყვები: „თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა“?

კითხვა 5

გაიხსენეთ „ვეფხისტყაოსანი“. რას სთხოვს ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ტარიელს?

კითხვა 6

დავით გურამიშვილი „დავითიანში“ წერს: „ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა, ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა, მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის ოდისა“. გაიხსენეთ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ქვეყნის თავს დატეხილი უბედურება?

კითხვა 7

გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „სამნი ბრმანი“. რა თვისების გამო დაკარგა პირველმა ბრმამ მთელი ქონება?

კითხვა 8

გაიხსენეთ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“. რომანტიზმისთვის დამახასიათებელი რომელი მოტივი არის გადმოცემული ამ ლექსში?

კითხვა 9

გრიგოლ ორბელიანის ლექსში „პასუხი შვილთა“ ვკითხულობთ: „ყმანი საწყალნი, უბიწო გულნი, ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!.. უსასოება, ურწმუნოება უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს“. რას საყვედურობს ავტორი ახალ თაობას?

კითხვა 10

გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“. რა არის ამ ლექსის მთავარი თემა?

კითხვა 11

ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ პერსონაჟი ფინალურ ნაწილში ლელთ ღუნიას სიტყვებს იხსენებს და დასძენს: „გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა“. ლელთ ღუნიას რომელმა ნათქვამმა მოახდინა მასზე ასეთი ზემოქმედება?

კითხვა 12

გაიხსენეთ აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“. რატომ გაეშურა ქართველთა ლაშქარი გასაჭირში ჩავარდნილი ბიზანტიის სამეფოს დასახმარებლად?

კითხვა 13

გაიხსენეთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“. რატომ ემუქრებოდა ნუგზარ ერისთავი მთიულებს: „თქვენი ფეხი დამკარით, თუ დღევანდელი დღისთვის არ გადაგიხადეთ“?

კითხვა 14

გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“. რა იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ალუდა თემიდან მოკვეთეს?

კითხვა 15

გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“. რატომ გადაწყვიტა ელიმ გველებთან ცეკვა?

კითხვა 16

მიხეილ ჯავახიშვილი რომანში „ჯაყოს ხიზნები“ წერს: „ჯაყოც გამოიცვალა: ბანჯგვლიანი დათვი პირგაპარსულ მაიმუნს დაემსგავსა“. პერსონაჟის მიმართ რა დამოკიდებულება ჩანს ამ ფრაზაში?

კითხვა 17

გალაკტიონ ტაბიძე ლექსში „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ წერს: „ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს, ნიკორწმინდა!“ რაზე აკეთებს აქცენტს პოეტი ამ სტროფში?

კითხვა 18

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი გიორგი ლეონიძის ლექსიდან „ნინოწმინდის ღამე“: „როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას...“ რის ხაზგასმა სურს ავტორს, როცა სიყვარულს ტამერლანის (თემურლენგის) ხმალს ადარებს?

კითხვა 19

რა სურს გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ მთავარ გმირს, როცა ცხენს იტაცებს?

კითხვა 20

ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობაში „იგი“ წერს: „ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა... და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან“. რატომ მოექცა ბელადი იგის ასე?