×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ისტორიის ტესტი 5 ვარიანტი 2021 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

(1) 1. რომელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა მცირე აზიაში ძვ. წ. II ათასწლეულში?

(1) 2. არგიშთი I-ის წარწერიდან ირკვევა, რომ დამარცხებულისგან მან ხარკის სახით აიღო: 41 მინა ოქრო, 37 მინა ვერცხლი და 10 ათასი მინა სპილენძი. რომელი სახელმწიფოსგან აიღო ეს ხარკი ურარტუს მეფემ?

(1) 3. რა სიახლე შემოიტანა სამხედრო საქმეში მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ?

(1) 4. რომელი მოვლენა უკავშირდება ირანის შაჰის, ხოსრო I-ის სახელს?

(1) 5. რა მიუთითებს VI საუკუნის პირველი ნახევრის ქართლში ირანის გავლენის დამყარებაზე?

(1) 6. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა სარაინდო ორდენების დაარსება?

(1) 7. რომელი მსჯელობაა მართებული 1122 წელს დადებული ვორმსის კონკორდატის შესახებ?

(1) 8. რომელი ქალაქი აიღეს ქართველებმა გიორგი III-ის მეფობისას?

(1) 9. რომელი მსჯელობაა მართებული მონღოლთა ლაშქრობების შესახებ?

(1) 10. რომელი ინფორმაცია არ არის მართებული XIV საუკუნის 20-40-იან წლებში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ?

11. რომელი მსჯელობაა მართებული ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის შესახებ?

12. რა მოვლენა უკავშირდება ივანე IV-ის მმართველობას?

13. ვინ დაამარცხა ოსმალები 1683 წელს ქალაქ ვენასთან გამართულ ბრძოლაში?

14. რას ეწოდებოდა რისორჯიმენტო?

15. რომელი მსჯელობაა მართებული 1919 წლის პარიზის საზავო კონფერენციის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით?

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 16-18.

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ, რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ აქემენიანი მმართველები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით.

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ევროპის ისტორიაში მომხდარი მოვლენები.

18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნეში საქართველოში განვითარებული მოვლენები.