×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ისტორიის ტესტი 1 ვარიანტი 2021 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ურარტუს სამეფოს დასუსტება ძვ. წ. VIII საუკუნის II ნახევარში?

2. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში ძვ. წ. I საუკუნეში?

3. რომელი სამხედრო წარმატება უკავშირდება იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობას?

4. რა პრობლემები შეიქმნა ქვეყნის შიგნით დემეტრე I-ის მეფობისას?

5. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ჯვაროსნებს აეღოთ კონსტანტინოპოლი 1204 წელს?

6. სხვა მიზეზებთან ერთად, რომელმა მოვლენამ აიძულა საქართველოს სამეფო კარი, ეღიარებინა მონღოლთა ბატონობა?

7. რა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანებულ სახელმწიფოს?

8. ვინ იყო ვილემ (ვილჰელმ) ორანელი?

9. რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ?

10. რომელი მსჯელობაა მართებული იმერეთის სამეფოს შესახებ?

11. რომელ ქვეყანაში არ განვითარდა 1848-1849 წლებში რევოლუციური მოვლენები?

12. რომელი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით გაერთიანდა გერმანია?

13. რომელი მსჯელობაა მართებული 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე?

14. რომელი მსჯელობაა მართებული მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობასთან დაკავშირებით?

15. რომელი მსჯელობაა მართებული 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების თაობაზე?

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 16-18.

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ, რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი. პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქართლის სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები.

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რეფორმაციის ეპოქაში განვითარებული მოვლენები.

18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ამერიკელი პოლიტიკოსები მათ მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების დროის მიხედვით.