×
ტესტები

დრო: 3:00:00

ფიზიკის ტესტი 1 ვარიანტი 2024 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

ამოცანა 1

ჩამოთვლილთაგან რომელია ფიზიკური მოვლენა?
I. წყლის გაცხელება; II. ლურსმნის დაჟანგვა; III. მთვარის დაბნელება.

ამოცანა 2

ბავშვმა 40 მ გაიარა დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი 30 მ ჩრდილოეთის მიმართულებით. ბავშვის მიერ გავლილი მანძილის შეფარდება გადაადგილების მოდულთან არის:

ამოცანა 3

ჩამოთვლილთაგან რომელია ვექტორული სიდიდე?

ამოცანა 4

ორ მენზურაში ჩასხმულია ტოლი მასის სხვადასხვა სითხე (იხ. ნახ.). იპოვეთ მარცხენა მენზურაში ჩასხმული სითხის სიმკვრივის შეფარდება მარჯვენა მენზურაში ჩასხმული სითხის სიმკვრივესთან.

fizikis foto

ამოცანა 5

სხვადასხვა სიმაღლიდან ერთდროულად დაიწყო ვარდნა ერთნაირი მასის ორმა სხეულმა. ჩამოთვლილთაგან, ვარდნის პროცესში, რომელი ფიზიკური სიდიდე ექნებათ მათ ერთნაირი დროის ერთსა და იმავე მომენტში? (ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.)
I. იმპულსი; II. კინეტიკური ენერგია; III. პოტენციალური ენერგია.

ამოცანა 6

მთვარის მასა 81–ჯერ ნაკლებია დედამიწის მასაზე. მთვარე დედამიწას იზიდავს F ძალით. რა ძალით იზიდავს დედამიწა მთვარეს?

ამოცანა 7

დიაგრამის ოთხი წერტილი გამოსახავს ოთხი სხვადასხვა სხეულის მასებს და კინეტიკურ ენერგიებს. რომელ ორ სხეულს აქვს მოდულით ტოლი იმპულსები?

fizikis foto

ამოცანა 8

გლუვი დახრილი სიბრტყის ფუძე 8 მ-ის ტოლია, სიმაღლე კი 6 მ-ის (იხ. ნახ.). დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს ძელაკი. განსაზღვრეთ ძელაკის აჩქარება. (თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.)

fizikis foto

ამოცანა 9

ρ სიმკვრივის სითხეში ჩაძირული m მასის სხეული ჭოჭონაქების სისტემით გაწონასწორებულია m/5 მასის საწონით (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ სხეულის სიმკვრივე.

fizikis foto

ამოცანა 10

ჭურჭელი, რომელშიც ასხია ρ სიმკვრივისა და h სიმაღლის სითხე, მოძრაობს ვერტიკალურად ქვემოთ მიმართული g/4 აჩქარებით, სადაც g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა. განსაზღვრეთ სითხის წნევა ჭურჭლის ფსკერზე. ატმოსფერული წნევა უგულებელყავით.

ამოცანა 11

სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეს გზაში გაახსენდა, რომ სახლში დარჩა რვეული. ის შინ დაბრუნდა და შემდეგ ისევ წავიდა სკოლისაკენ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გრაფიკი შეიძლება გამოსახავდეს მოსწავლის x დაშორებას სახლიდან, როგორც t დროის ფუნქციას სკოლაში მისვლის მომენტამდე?

fizikis foto

ამოცანა 12

ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია აჩქარების გეგმილი t=2 წმ მომენტში?

fizikis foto

ამოცანა 13

fizikis foto

ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გადაადგილების გეგმილი დროის (0 წმ, 7 წმ) შუალედში?

ამოცანა 14

6v და 8v სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ტოლი მასის ორი სხეული შეეჯახა და შეეწება ერთმანეთს. განსაზღვრეთ შეწებებული სხეულების სიჩქარე.

ამოცანა 15

ჯერ ამპერმეტრით ვზომავთ დენის ძალას გამტარში, შემდეგ ვოლტმეტრით ვზომავთ ძაბვას გამტარის ბოლოებს შორის. რომელია მცდარი მტკიცება?


I. ვოლტმეტრის წინაღობა გამტარის წინაღობაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს;
II. ამპერმეტრის წინაღობა გამტარის წინაღობაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს;
III. ამპერმეტრი გამტართან მიმდევრობით უნდა ჩავრთოთ;
IV. ვოლტმეტრი გამტარის პარალელურად უნდა ჩავრთოთ.

ამოცანა 16

fizikis foto

ნახატზე გამოსახულ წრედის უბანზე ყველა რეზისტორის წინაღობა ერთმანეთის ტოლია. განსაზღვრეთ ჩამრთველის ჩართვის შემდეგ უბნის წინაღობის შეფარდება ჩამრთველის ჩართვამდე მის წინაღობასთან.

ამოცანა 17

ნახატზე გამოსახულ წრედში R წინაღობის გამტარში დენის ძალაა I. განსაზღვრეთ დენის ძალა AB უბანზე.

fizikis foto

ამოცანა 18

ნახატზე გამოსახულია დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებულება წყაროში დენის ძალაზე. განსაზღვრეთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას.

fizikis foto

ამოცანა 19

წერტილოვანი მუხტის ველში a წერტილიდან b წერტილში გადაადგილებისას ველის პოტენციალი გაიზარდა 50% -ით. რამდენი პროცენტით გაიზარდა ველის დაძაბულობის მოდული?

ამოცანა 20

მათემატიკური ქანქარას ბურთულა შეცვალეს 4-ჯერ მეტი მასის ბურთულით. რა დაემართა რხევის პერიოდს?