×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ფიზიკის ტესტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

ამოცანა 1

ორი სხეული ვარდება დედამიწის ზედაპირზე უსაწყისო სიჩქარით ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის - 4m. პირველი სხეულის ვარდნის დროა \(\Large \mathrm{t}_1\), მეორისა კი - \(\Large \mathrm{t}_2\). განსაზღვრეთ \(\Large \mathrm{t}_1 / \mathrm{t}_2\) ფარდობა. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.

ამოცანა 2

სხეულთა ჩაკეტილი სისტემის სრული მექანიკური ენერგია მუდმივია, თუ სხეულებს შორის მოქმედებს:
I. დრეკადობის ძალები; II. გრავიტაციული ძალები; III. ხახუნის ძალები.

ამოცანა 3

ებონიტის ღერო შალის ნაჭერზე ხახუნით უარყოფითად დაიმუხტა. ამ დროს შალის ნაჭერმა:

ამოცანა 4

მოყვანილთაგან რომელი ფორმულით (ფორმულებით) გამოითვლება რეზისტორში გამოყოფილი P სიმძლავრე? I რეზისტორში დენის ძალაა, U რეზისტორზე ძაბვაა, ხოლო R რეზისტორის წინაღობაა.

I) \(P=\frac{U^2}{R}\) II) \(\mathrm{P}=\mathrm{IU}\) III) \(\mathrm{P}=\mathrm{I}^2 \mathrm{R}\)

ამოცანა 5

სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინის ზედაპირს 10°-იანი კუთხით. გამოთვლების გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდატეხის კუთხე არ შეიძლება იყოს: (სხივის დაცემისა და გარდატეხის კუთხეები აითვლება ორი გარემოს გამყოფი ზედაპირის მართობიდან)

I. 7° II. 10° III. 15°

ამოცანა 6

განსაზღვრეთ, ქვემოთ მოყვანილი ფიგურებიდან რომელია ნახატზე მოყვანილი ფიგურის გამოსახულების ორიენტაცია a ბრტყელ სარკეში.

ამოცანა 7

ზიარჭურჭლის ფართო მუხლის განივკვეთის ფართობი ვიწრო მუხლის განივკვეთის ფართობზე 5-ჯერ მეტია. ზიარჭურჭელში ასხია წყალი. ვიწრო მუხლში ჩაასხეს ნავთი, რის გამოც მუხლებში წყლის დონეთა სხვაობა გახდა 6 სმ. რამდენით აიწია წყლის დონემ ფართო მუხლში?

ამოცანა 8

ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ამ გრაფიკის მიხედვით განსაზღვრეთ დროის შუალედი, რომელსაც მოანდომებს ნივთიერი წერტილი მეორე მეტრის გავლას.

ამოცანა 9

ნახატზე მოყვანილია x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხვაობა ნივთიერი წერტილის მიერ საწყისი მომენტიდან t0 მომენტამდე გავლილ მანძილსა და გადაადგილების მოდულს შორის.

ამოცანა 10

განსაზღვრეთ ნახატზე გამოსახული წრედის უბნის წინაღობა.

ამოცანა 11

ნახატზე გამოსახულ წრედის უბანზე R წინაღობის გამტარში დენის ძალაა I. განსაზღვრეთ სრული დენის ძალა AB უბანზე.

ამოცანა 12

ნახატზე გამოსახულ AB უბანზე ძაბვაა U. განსაზღვრეთ ძაბვა R წინაღობის გამტარზე.

ამოცანა 13

ტალღა 8 წმ-ის განმავლობაში გავრცელდა 2 ტალღის სიგრძის ტოლ მანძილზე. რისი ტოლია ტალღაში რხევის სიხშირე?

ამოცანა 14

ბრტყელი სარკე ირხევა A ამპლიტუდით თავისი ზედაპირის მართობული მიმართულებით. რა მანძილს გაივლის უძრავი მნათი წერტილის გამოსახულება სარკის რხევის ერთი პერიოდის განმავლობაში?

ამოცანა 15

3 კგ მასისა და 24 სმ სიგრძის ერთგვაროვანი ბერკეტის მარცხენა ბოლოზე კიდია 3 კგ მასის ტვირთი. მარცხენა ბოლოდან რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ საყრდენი, რომ ბერკეტი წონასწორობაში იყოს?

ამოცანა 16

განსაზღვრეთ გამწევი ძალის F მოდული, თუ m და 3m მასების მქონე სხეულების დამაკავშირებელი თოკის დაჭიმულობის ძალა T ცნობილია. ხახუნი და თოკის მასა უგულებელყავით.

ამოცანა 17

ჰორიზონტალურ ზედაპირზე v სიჩქარით მოძრავი 3m მასის ბურთულა ცენტრულად შეეჯახა 2m მასის ბურთულას, რომელიც v სიჩქარით მოძრაობდა საწინააღმდეგო მიმართულებით და შეეწება მას. რისი ტოლია შეწებებული ბურთულების სიჩქარე?

ამოცანა 18

უსაწყისო სიჩქარით თანაბარაჩქარებულად მოძრავმა სხეულმა პირველ წამში S მანძილი გაიარა. რა მანძილი გაიარა ამ სხეულმა მომდევნო 2 წამში?

ამოცანა 19

ორი უძრავი სხეული ერთდროულად ამოძრავდა ურთიერთმართობულ წრფივ ტრაექტორიებზე 0,3 მ/წმ2 და 0,4 მ/წმ2 აჩქარებებით. რისი ტოლი იქნება მათი ფარდობითი სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 20 წმ-ის შემდეგ?

ამოცანა 20

წყალში მოტივტივე მყარ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა დამოკიდებულია ამ სხეულის:

ამოცანა 21

+q, +q და +2q დადებითი ნიშნის მუხტები მოთავსებულია ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში (იხ. ნახ.). რომელი შეიძლება იყოს სამკუთხედის O ცენტრში ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის მიმართულება?

ამოცანა 22

რომელი გრაფიკი გამოსახავს დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებულებას მასში დენის ძალაზე?

ამოცანა 23

როდესაც დენის წყაროსთან მიერთებულია R წინაღობის რეზისტორი, დენის ძალა წრედში 5-ჯერ ნაკლებია მოკლე ჩართვის დენზე. განსაზღვრეთ დენის წყაროს შიგა წინაღობა.

ამოცანა 24

მინიმუმ რა კინეტიკური ენერგია უნდა ჰქონდეს m მასის პატარა ძელაკს A წერტილში, რომ მან მიაღწიოს C წერტილს, თუ h2 > h3 > h1? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ხახუნი შეგიძლიათ უგულებელყოთ.

ამოცანა 25

CD ბრტყელი სარკიდან ყველაზე შორს რომელ წერტილში უნდა მოვათავსოთ სინათლის წერტილოვანი წყარო, რომ არეკლილმა სხივებმა სრულად გაანათოს AB უბანი?

ამოცანა 26

რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის წინ საგანი, რომ მივიღოთ 3-ჯერ შემცირებული ნამდვილი გამოსახულება?

ამოცანა 27

განსაზღვრეთ სხეულის მიერ მეხუთე წამში გავლილი მანძილი, როცა სიჩქარე დროზე დამოკიდებულია ისე, როგორც ნახატზეა მოცემული.

ამოცანა 28

არადეფორმირებული ზამბარის სიგრძეა L. როცა ზამბარაზე ტვირთი უძრავად კიდია ჰაერში, ზამბარის სიგრძეა 1.2L. როცა ტვირთი სრულად ჩაძირეს სითხეში, ზამბარის სიგრძე გახდა 1.15L. განსაზღვრეთ ტვირთისა და სითხის სიმკვრივეების შეფარდება ρ/ρ0. ჰაერში მოქმედი ამომგდები ძალა უგულებელყავით.

ამოცანა 29

ნახატზე გამოსახულია იდეალური აირის მდგომარეობის ცვლილების ციკლური პროცესი. განსაზღვრეთ ამ პროცესის დროს აირის მიერ შესრულებული მუშაობა (1 პა არის წნევის ერთეული SI სისტემაში).

ამოცანა 30

როგორ შეიცვლება ნათურების სიკაშკაშე, თუ K ჩამრთველს ჩავრთავთ? დენის წყარო იდეალურია.

ამოცანა 31

1 სმ რადიუსის მქონე დამუხტული გამტარი სფეროს პოტენციალი მისი ზედაპირიდან 3 სმ მანძილით დაშორებულ წერტილში არის 4 ვ. განსაზღვრეთ სფეროს ცენტრის პოტენციალი. ნულად მიჩნეულია პოტენციალი სფეროდან უსასრულოდ შორს.

ამოცანა 32

ერთგვაროვან მაგნიტურ ველში ძალწირებისადმი მართობულად შეჭრილი დამუხტული ნაწილაკი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე. განსაზღვრეთ ტრაექტორიის რადიუსი, თუ ნაწილაკის კინეტიკური ენერგია 4-ჯერ გაიზრდება.

ამოცანა 33

ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 40 კგ მასის სხეულს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული 200 ნ ძალა. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0.8. განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა. ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2.

ამოცანა 34

ორი თანამგზავრი ბრუნავს დედამიწის გარშემო. პირველი მათგანის ორბიტის რადიუსი k-ჯერ მეტია, ვიდრე მეორის: R1/R2=k. განსაზღვრეთ პირველი თანამგზავრის სიჩქარის შეფარდება მეორის სიჩქარესთან v1/v2.

ამოცანა 35

რხევითი კონტურის კოჭაში მაქსიმალური დენის ძალაა I0, ხოლო კონდენსატორის მაქსიმალური მუხტია q0. განსაზღვრეთ კონტურში ელექტრომაგნიტური რხევების პერიოდი.