×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

ფიზიკის ტესტი 2022 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

ამოცანა 1

სკალიანი ხელსაწყოს დანაყოფის ფასია მანძილი ორ მეზობელ შტრიხს შორის. რისი ტოლია ნახატზე გამოსახული სახაზავის დანაყოფის ფასი?

ამოცანა 2

ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდან. პირველის მასაა m, ხოლო მეორის 3m. რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულების სიჩქარეების ფარდობა - v1/v2 დედამიწასთან დაჯახებისას?

ამოცანა 3

სხეულის იმპულსი გაიზარდა 4-ჯერ. რამდენჯერ გაიზარდა მისი სიჩქარე და კინეტიკური ენერგია?

ამოცანა 4

როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარას მცირე რხევების პერიოდი, თუ ძაფზე დაკიდებული სხეულის მასას 4-ჯერ გავზრდით?

ამოცანა 5

ორი დამუხტული ერთი და იმავე ზომის ლითონის ბურთულას ურთიერთშეხებისას პირველი ბურთულას q მუხტი 2-ჯერ გაიზარდა და გახდა 2q. რისი ტოლი იყო მეორე ბურთულას თავდაპირველი მუხტი?

ამოცანა 6

m მასის თანამგზავრი მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე M მასის დედამიწის გარშემო. რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 180°-ით მობრუნებისას? მსოფლიო მიზიდულობის მუდმივაა G.

ამოცანა 7

რომელ ნახატზე გამოსახული სქემა გამოგვადგება გამტარის R წინაღობის გასაზომად?

ამოცანა 8

რომელი ნათურა (ნათურები) შეიძლება ენთოს ნახატზე გამოსახულ წრედში?

ამოცანა 9

ჩამოთვლილთაგან რომელზეა დამოკიდებული სითხის აორთქლების სიჩქარე? I. სითხის გვარობა; II. სითხის ტემპერატურა; III. სითხის ზედაპირის ფართობი.

ამოცანა 10

ნახატზე გამოსახულია ტოლი მასის სამი სხეულის ტემპერატურის მიღებულ სითბოს რაოდენობაზე დამოკიდებულების გრაფიკები. დაალაგეთ სხეულები კუთრი სითბოტევადობების ზრდის მიხედვით უმცირესიდან უდიდესისაკენ.

ამოცანა 11

სამ განსხვავებული ფორმის ზედაპირზე იატაკიდან ერთსა და იმავე სიმაღლიდან ჩამოსრიალდა ძელაკი (იხ. ნახ.). როგორი თანაფარდობაა ძელაკების სიჩქარეებს შორის იატაკთან მიღწევისას? ხახუნი სამივე შემთხვევაში უგულებელყავით.

ამოცანა 12

თავდაპირველად უძრავმა სხეულმა გარკვეული ძალის მოქმედებით t დროის განმავლობაში შეიძინა გარკვეული იმპულსი. რა დროში შეიძენდა იმავე იმპულსს თავდაპირველად უძრავი 3-ჯერ მეტი მასის სხეული 2-ჯერ ნაკლები ძალის მოქმედებით?

ამოცანა 13

სახაზავის რა ნაწილის გამოსახულებას ხედავს A წერტილში მყოფი დამკვირვებელი ბრტყელ სარკეში (იხ. ნახ.)?

ამოცანა 14

ზამბარაზე ჩამოკიდებული m მასის სხეული წონასწორობაშია. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ზამბარის წაგრძელებაა x. რისი ტოლია ზამბარის პოტენციალური ენერგია?

ამოცანა 15

რხევით კონტურში კონდენსატორი შეცვალეს 4-ჯერ მეტი ტევადობის კონდენსატორით. როგორ შეიცვალა რხევით კონტურში ელექტრომაგნიტური რხევების სიხშირე?

ამოცანა 16

m მასის ბურთი აისროლეს ვერტიკალურად ზევით. t დროში მან მიაღწია ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს. რისი ტოლია ბურთის იმპულსის მოდული იმ მომენტში, როდესაც ასროლიდან გასულია 1,5t დრო? თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უგულებელყავით.

ამოცანა 17

მიმდევრობით შეერთებული ორი გამტარიდან მეორეში გამოიყო 2-ჯერ მეტი სიმძლავრე. რომელ გამტარში გამოიყოფა მეტი სიმძლავრე და რამდენჯერ, თუ მათ პარალელურად შევაერთებთ?

ამოცანა 18

დედამიწის ჰორიზონტალური ზედაპირიდან ჰორიზონტისადმი 45°-იანი კუთხით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორეა L. რისი ტოლია ჰორიზონტისადმი 15°-იანი კუთხით 2-ჯერ მეტი სიჩქარით გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.

ამოცანა 19

რხევით კონტურში კონდენსატორის ტევადობაა C, ხოლო კოჭას ინდუქციურობა - L. რხევების დაწყების მომენტში კონდენსატორზე ძაბვაა U₀, ხოლო დენის ძალა კოჭაში ნულის ტოლია. რისი ტოლი იქნება დენის ძალა კოჭაში იმ მომენტში, როდესაც კოჭასა და კონდენსატორს ექნებათ ტოლი ენერგიები?

ამოცანა 20

ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ მცირე მასის სხეულზე მოქმედი ძალის მოდულის შეფარდება დიდი მასის სხეულზე მოქმედ ძალის მოდულთან \(\mathrm{F}_{\mathrm{m}} / \mathrm{F}_{2 \mathrm{~m}}\).

ამოცანა 21

ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი m და 2m მასების მქონე სხეულების სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. განსაზღვრეთ სხეულებს შორის მანძილი t=3 წმ მომენტში, თუ t=0 მომენტში მანძილი მათ შორის ნულის ტოლი იყო.

ამოცანა 22

ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 20 კგ მასის სხეულს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული 120 ნ ძალა. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0.8. რისი ტოლია სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა? ჩათვალეთ, რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა 10 მ/წმ2.

ამოცანა 23

m₀ მასისა და V₀ მოცულობის სითხეში ცალ-ცალკე ჩაძირეს ხუთი სხეული, რომელთა მასები და მოცულობები ნაჩვენებია დიაგრამაზე. რომელი სხეული (სხეულები) ამოტივტივდა მათი გათავისუფლების შემდეგ?

ამოცანა 24

დინამომეტრზე დაკიდებული სხეულის სითხეში სრულად ჩაშვების შემდეგ დინამომეტრის ჩვენება სამჯერ შემცირდა. განსაზღვრეთ სითხის სიმკვრივის შეფარდება სხეულის სიმკვრივესთან.

ამოცანა 25

ორი ბურთულა ერთდროულად გაისროლეს გარკვეული სიმაღლიდან, ერთი ვერტიკალურად ქვევით v სიჩქარით, ხოლო მეორე ვერტიკალურად ზევით 3v სიჩქარით. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. გასროლის მომენტიდან t დროის შემდეგ ბურთულებს შორის s მანძილი, სანამ პირველი მათგანი დედამიწის ზედაპირს დაეცემა, განისაზღვრება ფორმულით:

ამოცანა 26

ბიჭმა გადაცურა 24 მ სიგანის მდინარე უმოკლესი გზით. მისი ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0,5 მ/წმ, ხოლო მდინარის დინების სიჩქარეა 0,3 მ/წმ. რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას?

ამოცანა 27

ზღვაში ჰაერის ბუშტუკი ამოდის ფსკერიდან ზედაპირზე. რამდენჯერ გაიზრდება მისი დიამეტრი 150 მ სიღრმიდან 10 მ სიღრმეზე ამოსვლისას? ჩათვალეთ, რომ ატმოსფერული წნევა 10 მ სიმაღლის წყლის სვეტის წნევის ტოლია. ზღვაში სიღრმის მიხედვით წყლის ტემპერატურა უცვლელად მიიჩნიეთ.

ამოცანა 28

იდეალური აირი a მდგომარეობიდან b მდგომარეობაში გადაიყვანეს PV დიაგრამაზე ნაჩვენები ორი გზით. განსაზღვრეთ ამ ორ შემთხვევაში შესრულებულ მუშაობათა ფარდობა AI/AII.

ამოცანა 29

იპოვეთ მოცემული მასის აირის საწყისი ტემპერატურა, თუ მუდმივი მოცულობის პირობებში მისი 30°C-ით გაცივებისას წნევა 10%-ით შემცირდა. ჩათვალეთ, რომ 0°C = 273K.

ამოცანა 30

F ფოკუსური მანძილის მქონე ლინზა ეკრანზე ქმნის საგნის 3-ჯერ გადიდებულ გამოსახულებას. იპოვეთ მანძილი ლინზასა და საგანს შორის.

ამოცანა 31

როდესაც გარე წინაღობა 3-ჯერ მეტია დენის წყაროს შიგა წინაღობაზე, მაშინ წრედში დენის ძალაა I. განსაზღვრეთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას.

ამოცანა 32

განსაზღვრეთ, როგორ შეიცვლება მოცემული მასის იდეალური აირის აბსოლუტური ტემპერატურა მოცულობის 4-ჯერ გაზრდისას, თუ მისი მდგომარეობის ცვლილებისას მუდმივი რჩება წნევის და მოცულობის კვადრატის ნამრავლი, PV2 = const.

ამოცანა 33

ქვემოთ მოცემული ძალების მოქმედებით ჭოჭონაქისა და სამი ძელაკის სისტემა მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ძაფები დაჭიმულია. პირველი ძელაკის აჩქარების მოდულია a1, ხოლო მეორე ძელაკის a2 (a2 > a1). საითკენაა მიმართული მესამე ძელაკის აჩქარება და რისი ტოლია მისი მოდული?

ამოცანა 34

როდესაც ტვირთი ვერტიკალურად ზევით ააქვთ ორი უძრავი ჭოჭონაქის მეშვეობით ისე, რომ თოკის ბოლოებს აქვს მუდმივი v სიჩქარე, მაშინ ტვირთის მოძრაობის სიჩქარე  კუთხეზეა დამოკიდებული და არის:

ამოცანა 35

კვადრატის წვეროებში მდებარე ბურთულები v სიჩქარით მოძრაობენ კვადრატის ცენტრისკენ და აბსოლუტურად არადრეკადად ეჯახებიან ერთმანეთს. სამი ბურთულას მასაა m, ხოლო ერთის - 2m. საწყისი კინეტიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად შეჯახების შედეგად?