Testebi.ge Testebi.ge ბიოლ. 2024 (I)
⭐ 0 / 40
03:00:00
03:00:00
0 / 40

კითხვა 1

ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას იწვევს: I – შრატის შეყვანა II – დაავადების გადატანა III – აცრა

კითხვა 2

ვიტამინების რომელი წყვილი არ იხსნება წყალში?

კითხვა 3

რომელი პროცესი მიმდინარეობს მიტოზის პროფაზაში? I – ბირთვაკის გაქრობა II – ქრომოსომათა დესპირალიზაცია III – გაყოფის თითისტარას წარმოქმნა

კითხვა 4

რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული ორგანიზმების რაოდენობა შემცირდება ბაყაყების რიცხვის გაზრდის შედეგად?
კითხვა 4 ნახაზი

კითხვა 5

ცილების, ლიპიდებისა და ნახშირწყლების საერთო ფუნქციებია: 1. სამშენებლო 2. სატრანსპორტო 3. ენერგეტიკული 4. დამცველობითი

კითხვა 6

რომელი ფერმენტები ხლეჩს პეპტიდურ ბმებს? 1. ამილაზა 2. პეპსინი 3. ლიპაზა 4. ტრიპსინი

კითხვა 7

რომელი ბიოტური კავშირის დროს იყენებენ სახეობები ერთნაირ საკვებ რესურსს?

კითხვა 8

მხოლოდ ეუკარიოტულ უჯრედს აქვს: I – პლაზმური მემბრანა II – მიტოქონდრიები III – მიტოზით გაყოფის უნარი

კითხვა 9

გენთა არასრული შეჭიდულობის დროს დიჰეტეროზიგოტაში როგორი გენოტიპის გამეტები ყალიბდება დაბალი სიხშირით?
კითხვა 9 ნახაზი

კითხვა 10

ადამიანის ჩონჩხში სახსარს ქმნის: I – მხრის, ბეჭისა და ლავიწის ძვლები II – მკერდის ძვალი და ნეკნები III – მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები

კითხვა 11

რომელი ნივთიერება გაივლის პლაზმურ მემბრანას ყველაზე ადვილად?

კითხვა 12

ალოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდა: I – ბუმბულის სეზონური ცვლა ფრინველებში II – სქესობრივი გამრავლება ცხოველებში III – ფარფლები ზღვის ლომებში

კითხვა 13

მცენარეული უჯრედის რომელი სტრუქტურის დანახვაა შეუძლებელი სინათლის მიკროსკოპით?

კითხვა 14

გარემოს ცვლილებებთან გულის მუშაობის შეგუებას განაპირობებს: I – ნერვული რეგულაცია II – გულის ავტომატია III – ჰუმორული რეგულაცია

კითხვა 15

რომელი პროცესი მიმდინარეობს როგორც ღვიძლში, ასევე ელენთაში? I – ლიმფოციტების წარმოქმნა II – ერითროციტების დაშლა III – გლიკოგენის დამარაგება

კითხვა 16

ილუსტრაციაზე გამოსახული ნაირგვარი ფოთლების ჩამოყალიბება გამოიწვია: 1. აროგენეზმა 2. ალოგენეზმა 3. მემკვიდრულმა ცვალებადობამ 4. მოდიფიკაციურმა ცვალებადობამ
კითხვა 16 ნახაზი

კითხვა 17

სისხლის მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებულია: I – გულის შეკუმშვათა სიძლიერეზე II – გულის შეკუმშვათა სიხშირეზე III – ჩონჩხის კუნთების შეკუმშვის ძალაზე

კითხვა 18

უსქესო გამრავლების რომელი ფორმა გვხვდება სოკოებსა (I) და ზღვის ვარსკვლავებში (II)?

კითხვა 19

რომელი ჯირკვლის უჯრედებში გვხვდება ინსულინის მაკოდირებელი გენი? I – ჰიპოფიზის II – პანკრეასის III – თირკმელზედა ჯირკვლის

კითხვა 20

რომელი ნივთიერების დაშლისა და გარდაქმნის პროდუქტები გადადის ნაწლავის ხაოს ლიმფურ კაპილარში?

კითხვა 21

რომელი ორგანოს მუშაობას არეგულირებს მხოლოდ ავტონომიური ნერვული სისტემა? I – გულის II – პანკრეასის III – დიაფრაგმის

კითხვა 22

ფოტოსინთეზის სინათლის ფაზაში ელექტრონების მემბრანაში გადაადგილებისას წარმოიქმნება ენერგია, რომელიც უშუალოდ ხმარდება: I – წყლის ფოტოლიზს II – გლუკოზის სინთეზს III – ატფ-ის სინთეზს

კითხვა 23

პოპულაციაში წარმოქმნილი მუტაციები: I – იშვიათია და ვლინდება ზოგიერთ ინდივიდში II – ყოველთვის სასარგებლოა III – შეიძლება იყოს როგორც დომინანტური, ისე რეცესიული

კითხვა 24

რომელ სტრუქტურაში წარმოიქმნება ყურისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნერვული იმპულსები? I – ლოკოკინაში II – ნახევარრკალოვან არხებში III – სასმენ მილში

კითხვა 25

ცილების მრავალფეროვნებას იწვევს პოლიმერულ ჯაჭვში: I – განსხვავებული ამინომჟავური შემადგენლობა II – მონომერების სხვადასხვა რაოდენობა III – ამინომჟავათა განსხვავებული თანმიმდევრობა

კითხვა 26

ჰემოფილია რეცესიული ნიშანია. დაავადებულ ადამიანში ერთი I რიგის სპერმატოციტიდან ჩამოყალიბებული სპერმატოზოიდებიდან რამდენს არ გააჩნია რეცესიული გენი?

კითხვა 27

რომელი ჯირკვლის სეკრეტის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება? I – ფარისებრის II – პანკრეასის III – ჰიპოფიზის

კითხვა 28

სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებას იწვევს: I – ინსულინის კონცენტრაციის დაქვეითება II – გლუკაგონის კონცენტრაციის გაზრდა III – ადრენალინის კონცენტრაციის გაზრდა

კითხვა 29

რომელ სტრუქტურაში არ გვხვდება ლიპიდები? 1. ქრომატინში 2. ლიზოსომაში 3. გოლჯის კომპლექსში 4. რიბოსომაში

კითხვა 30

მგრძნობიარე ნეირონების სხეულები მოთავსებულია: I – ნერვულ კვანძებში II – ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში III – ზურგის ტვინის თეთრ ნივთიერებაში

კითხვა 31

ილუსტრაციაზე რომელი ციფრით აღნიშნული სტრუქტურაა აგებული შემაერთებელი ქსოვილით?
კითხვა 31 ნახაზი

კითხვა 32

კოლტის წარმოქმნაში მონაწილეობს: I – თრომბოციტები II – სისხლის პლაზმა III – ერითროციტები

კითხვა 33

ოოგენეზში რომელი უჯრედის გაყოფისას ნაწილდება თანაბრად ციტოპლაზმა შვილეულ უჯრედებში? I – პირველადი სასქესო უჯრედის II – პირველი რიგის ოოციტის III – მეორე რიგის ოოციტის

კითხვა 34

რომელი ორგანოთა სისტემები ყალიბდება ენტოდერმიდან? 1. სუნთქვის 2. გამრავლების 3. საჭმლის მომნელებელი 4. სისხლის მიმოქცევის

კითხვა 35

ილუსტრაციაზე გამოსახული პროცესი მიმდინარეობს: I – ცხოველურ უჯრედში II – სატრანსპორტო ცილების მონაწილეობით III – ენერგიის ხარჯვის გარეშე
კითხვა 35 ნახაზი

კითხვა 36

რომელი ნივთიერებები არ წარმოიქმნება მატრიცული სინთეზის რეაქციით? 1. ატფ 2. კერატინი 3. საქაროზა 4. ტ-რნმ

კითხვა 37

აქტიური ტრანსპორტის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში ხდება: I – გლუკოზის უკუშეწოვა თირკმლის მილაკებში II – ამინომჟავების შეწოვა წვრილ ნაწლავში III – ნახშირორჟანგის გადასვლა კაპილარიდან ალვეოლებში

კითხვა 38

რომელ პროცესებში მონაწილეობს სისხლის პლაზმა? I – სისხლის შედედებაში II – ნივთიერებათა ტრანსპორტში III – შარდის წარმოქმნაში

კითხვა 39

მცენარეულ უჯრედში რომელი ნივთიერებები წარმოიქმნება როგორც პლასტიკური, ისე ენერგეტიკული ცვლის პროცესებში? 1. ატფ 2. ი-რნმ 3. გლუკოზა 4. სახამებელი

კითხვა 40

ალოპატრიული გზით სახეობათა წარმოქმნის წინაპირობაა: I – საარსებო არეალის დანაწევრება II – პოპულაციების გეოგრაფიული ზღუდით გამიჯვნა III – ქრომოსომთა რიცხვის ჯერადად გაზრდა