×
ტესტები

დრო: 3:00:00

ბიოლოგიის ტესტი 1 ვარიანტი 2023 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

1. პროკარიოტულისაგან განსხვავებით, ეუკარიოტულ უჯრედს აქვს:
1. რიბოსომა
2. გოლჯის კომპლექსი
3. ლიზოსომა
4. პლაზმური მემბრანა

2. დნმ-ის ორჯაჭვიან მოლეკულაში ციტოზინიანი ნუკლეოტიდების
რაოდენობა 15%-ია. განსაზღვრეთ ადენინიან ნუკლეოტიდთა პროცენტული შემცველობა.

3. მიტოზის რომელ ფაზაში გვხვდება ერთქრომატიდიანი ქრომოსომები?
1. პროფაზაში
2. მეტაფაზაში
3. ანაფაზაში
4. ტელოფაზაში

4. როგორი გენოტიპის მშობლიური ფორმების (P) შეჯვარებით მიიღება
სურათზე მოცემული შედეგი?
I – AaBb x Aabb II – AaBb x aabb III – Aabb x aaBb

5. რომელი ფერმენტებია აქტიური ტუტე არეში?
I – ამილაზა II – ტრიპსინი III – ლიპაზა

6. ალოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდა:

7. ორგანიზმთა რომელი წყვილები ამყარებენ ერთმანეთთან ბიოტურ კავშირს – პარაზიტიზმს?
1. ძაღლი და ტკიპა
2. ყვავილოვანი მცენარე და ფუტკარი
3. ადამიანი და ტუბერკულოზის ჩხირი
4. მღიერში სოკო და წყალმცენარე

8. რომელ ნივთიერებას არ ატარებს პლაზმური მემბრანა?

9. ადამიანის რომელი ძვალი მონაწილეობს სახსრის შექმნაში?
1. ბარძაყის ძვალი
2. გავა
3. მხრის ძვალი
4. მკერდის ძვალი

10. რომელი კომპონენტებით განსხვავდება ერთმანეთისგან დნმ-ისა და რნმ-ის მონომერები?
I – ნახშირწყლით
II – აზოტოვანი ფუძით
III – ფოსფორმჟავას ნაშთით

11. ზღვის გოჭში ბალნის შეფერილობა და სიგრძე მემკვიდრული ნიშნებია. ილუსტრაციის გამოყენებით განსაზღვრეთ F2-ში მონოჰეტეროზიგოტ ჰიბრიდთა წარმოქმნის ალბათობა.

12. ქსოვილის გადანერგვის შემდეგ რეციპიენტის ორგანიზმი ხშირად ვერ ითავსებს და განდევნის ტრანსპლანტატს. რომელი ფორმიანი ელემენტების მოქმედება უნდა დაითრგუნოს ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად?

13. ილუსტრაციაზე გამოსახულია კანის სქემატური აგებულება. რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული სტრუქტურები მონაწილეობს თერმორეგულაციაში?

14. რომელ ნივთიერებებს აქვს ცილოვანი ბუნება?

15. რომელ პროცესებში მონაწილეობს თირკმელი?

16. ადამიანში მხოლოდ ერთ შრედ განლაგებული ეპითელური უჯრედები გვხვდება:

17. რომელ ეკოლოგიურ პირამიდაში კლებულობს ყოველთვის დონეების სიდიდე ფუძიდან წვეროსკენ?

18. რომელ ვარიანტშია დალაგებული სწორი თანმიმდევრობით მიტოზში მიმდინარე პროცესები?

19. რომელი ნივთიერებები გვხვდება ბირთვში?

20. რომელ პროცესში წარმოქმნილი დარღვევა არ გამოიწვევს გენურ მუტაციებს?

21. რომელ პროცესებში მონაწილეობს როგორც ღვიძლი, ასევე კუჭქვეშა ჯირკვალი?

I – ცხიმების ემულგირებაში
II – ნახშირწყლების გარდაქმნაში
III – სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

22. რა შეიძლება იყოს ევოლუციის საბოლოო შედეგი?

I – სახეობათა მრავალფეროვნება
II – ორგანიზმების გარემოსთან შეგუება
III – ორგანიზმების ორგანიზაციის დონის გამარტივება

23. ფოტოპერიოდიზმი მცენარეებში გავლენას ახდენს:

I – ყვავილობაზე
II – ზრდაზე
III – ნაყოფის დამწიფებაზე

24. განსაზღვრეთ მემკვიდრეობის ტიპი, როდესაც დაავადებულ მამაკაცს დაავადების გამომწვევი გენი მემკვიდრეობით მხოლოდ დედისგან გადაეცემა, დაავადებულ ქალს კი – ან ერთი ან მეორე მშობლისგან.

25. რომელი ფერმენტი მონაწილეობს ენერგეტიკული ცვლის პროცესებში?

I – პეპსინი
II – ატფ-სინთაზა
III – ლიპაზა

26. ჰომეოსტაზის მაგალითია:

I – საკვების სუნზე ნერწყვის გამოყოფა
II – სირბილის დროს გულის რიტმის აჩქარება
III – სიცხეში ოფლის ჭარბად გამოყოფა

27. რომელ ორგანოებს გადაეცემა ნერვული იმპულსები სუნთქვის ცენტრიდან?

I – ნეკნთაშუა კუნთებს
II – ფილტვებს
III – დიაფრაგმას

28. გლუვკუნთოვანი ქსოვილით აგებულია:

I – დიაფრაგმა
II – წვრილი ნაწლავის კედელი
III – საშვილოსნოს კედელი

29. ორგანოთა რომელი წყვილი ვითარდება ციფრი 1-ით აღნიშნული შრიდან?

30. რომელი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტს შეიძლება გადაესხას A ჯგუფის რეზუს-უარყოფითი (Rh-) სისხლი?

1. AB ჯგუფის, Rh-
2. AB ჯგუფის, Rh+
3. A ჯგუფის, Rh+

31. რა პროცესი მიმდინარეობს ჩასუნთქვის დროს?

I – პლევრის ღრუში წნევის დაცემა
II – ალვეოლებში აირთა აქტიური ტრანსპორტი
III – ალვეოლებში წნევის გაზრდა

32. რომელი სისტემა აკონტროლებს გლუვი კუნთების მოქმედებას?

I – ენდოკრინული
II – ავტონომიური ნერვული
III – სომატური ნერვული

33. D ვიტამინი აძლიერებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას, რითაც ხელს უწყობს:

I – ძვლების მინერალიზაციას
II – სისხლის შედედებას
III – კუნთების შეკუმშვას

34. სისხლის შრატი შეიცავს:

I – ფიბრინს
II – ამინომჟავებს
III – შარდოვანას

35. ცხოველურ უჯრედებში პლასტიკური ცვლის შედეგად წარმოიქმნება:

I – ატფ
II – რნმ
III – რძემჟავა

36. ცხოველებში მეტამორფოზული განვითარება:

I – ამცირებს შიდასახეობრივ კონკურენციას
II – ზრდის სახეობის გენეტიკურ მრავალფეროვნებას
III – ხელს უწყობს სახეობის განსახლებას

37. კომბინაციურ ცვალებადობას იწვევს:

I – ქრომოსომების კონუგაცია და კროსინგოვერი
II – მეიოზში ქრომოსომების შემთხვევითი გადანაწილება
III – გამეტების შემთხვევითი შეხვედრა განაყოფიერების დროს

38. ილუსტრაციაზე გამოსახულია სხვადასხვა ჰორმონის დონის ცვლილება ორსულობის პერიოდში. გრაფიკზე რომელი ციფრით აღნიშნული მრუდი შეესაბამება ოქსიტოცინის მოქმედებას?

39. რომელი ნივთიერების კონცენტრაცია მცირდება ჩონჩხის კუნთოვან ბოჭკოებში ფიზიკური დაღლილობის დროს?

I – გლიკოგენის
II – პირუვატის
III – ატფ-ის

40. რნმ-ს ფოსფოდიესტერული ბმებით ერთიმეორესთან აკავშირებს:

I – აზოტოვანი ფუძეები
II – პენტოზა
III – ფოსფატის ნაშთი