×
ტესტები

დრო: 3:00:00

ბიოლოგიის ტესტი 1 ვარიანტი 2022 წელი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

(1) რომელი ვიტამინის დეფიციტი იწვევს სურავანდს?

(2) რა ფუნქციას ასრულებს კანი ადამიანის ორგანიზმში?
I – დამცველობითს
II – გამომყოფს
III – თერმორეგულატორულს

(3) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ, მეორე თაობაში (F2) რა სიხშირით წარმოიქმნება ვარდისფერყვავილიანი ჰიბრიდები.

(4) რომელ პროცესში მონაწილეობს ილუსტრაციაზე მოცემული ორგანოიდი?
I – ცილების ფორმირებასა და ტრანსპორტში
II – ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში
III – ლიზოსომების წარმოქმნაში

(5) ორგანიზმში თირკმელებით ძირითადად რეგულირდება:
I – წყლის ბალანსი II – სისხლში გლუკოზის შემცველობა III – არტერიული წნევა

(6) ილუსტრაციაზე მოცემულია ჩანასახოვანი პარკის სქემა. განსაზღვრეთ, რომელი ლათინური ასოთი აღნიშნული უჯრედიდან ვითარდება ენდოსპერმი და როგორია მისი პლოიდობა განაყოფიერების შემდეგ.

(7) ატფ-ის სინთეზი არ მიმდინარეობს:
I – ქოლერის ვიბრიონში II – ბაქტერიოფაგში III – შიდსის ვირუსში

(8) რომელ ნუკლეინის მჟავაში გვხვდება წყალბადური ბმები?
I – ი-რნმ-ში II – ტ-რნმ-ში III – დნმ-ში

(9) წიწაკაში ნაყოფის შეფერილობა და ფორმა მემკვიდრული ნიშნებია. ილუსტრაციის მიხედვით განსაზღვრეთ საწყისი მცენარეების (P) გენოტიპები:

(10) ბირთვიდან ციტოპლაზმაში ტრანსპორტირდება:
I – ფერმენტები II – ი-რნმ და ტ-რნმ III – რიბოსომის სუბერთეულები

(11) მიტოზის პროფაზაში:
I – სინთეზირდება სტრუქტურული ცილები
II – იწყება გაყოფის თითისტარას წარმოქმნა
III – ქრება ბირთვაკი

(12) რომელ ძვალში წარმოიქმნება სისხლის უჯრედები?
I – ნეკნში II – ლავიწში III – მხრის ძვალში

(13) ენერგიის პირამიდაში ყოველ მომდევნო საფეხურზე გადასვლისას:
I – ენერგიის ნაწილი სითბოდ გარდაიქმნება და იფანტება
II – გამოყოფილი ენერგია მთლიანად ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება
III – მცირდება ბიომასა

(14) ძვალთა როგორი შეერთება გვხვდება ხერხემლის გულმკერდის განყოფილებაში?
I – მოძრავი II – უძრავი III – ნახევრადმოძრავი

(15) დედის ორგანიზმიდან პლაცენტის გავლით ნაყოფში შეიძლება მოხვდეს:
I – ერითროციტი II – ჰორმონი III – ანტისხეული

(16) სქემაზე გამოსახულია უჯრედში დნმ-ის რაოდენობის ცვლილება დროში. რომელი უჯრედი წარმოიქმნება სქემაზე გამოსახული პროცესის შედეგად (I) და დნმ-ის რამდენი მოლეკულაა თითოეულ ქრომოსომაში AB შუალედში (II)?

(17) უდაბნოს მცენარეებში ჩამოყალიბებული ადაპტაციებიდან რომელია ფიზიოლოგიური?

(18) ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს რა იწვევს სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებას?
I – უჯრედული სუნთქვისას ატფ-ის სინთეზის გაძლიერება
II – გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნა
III – ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის მკვეთრად შემცირება

(19) რომელი ნივთიერება ასრულებს უჯრედში სატრანსპორტო ფუნქციას?
I – ცილა II – ნუკლეინის მჟავა III – ლიპიდი

(20) თუ გულის მუშაობის ციკლი 0,8 წმ-ია, რა დროის განმავლობაში იქნება მოდუნებული წინაგულები?

(21) რომელი ორგანოები გამოყოფს ამილაზას შემცველ სეკრეტს?
I – კუჭი II – სანერწყვე ჯირკვლები III – პანკრეასი

(22) ორ სახეობას შორის დამყარებული ბიოტური კავშირიდან რომელია საზიანო ორივე სახეობისთვის?

(23) მელიებში X-ქრომოსომასთან შეჭიდული b ალელი იწვევს ჩანასახის დაღუპვას. როგორი სქესთა თანაფარდობა ჩამოყალიბდება F1-ში ჰეტეროზიგოტი მდედრისა და ჯანმრთელი მამრის შეჯვარების შედეგად?

(24) სმენის რეცეპტორები უშუალოდ ღიზიანდება:

(25) რომელი ორგანიზმი ვითარდება მეტამორფოზის გარეშე?

(26) რომელ ნივთიერებად შეიძლება გარდაიქმნას ქოლესტერინი?
I – D ვიტამინად II – გლიკოგენად III – ესტროგენად

(27) ილუსტრაციაზე მოცემულ კვებით ქსელში რომელი ორგანიზმია ერთდროულად როგორც მეორე, ისე მესამე რიგის კონსუმენტი?

(28) ადამიანში სტრესის დროს:
I – ფართოვდება გუგა II – ძლიერდება საჭმლის მონელება III – სისხლში იმატებს ადრენალინის დონე

(29) ჩამოთვლილთაგან რომელია ჰომეოსტაზის მაგალითი?
I – ჭამის შემდეგ ინსულინის სეკრეცია
II – ხმაურზე სმენის რეცეპტორების აგზნება
III – ვარჯიშის დროს სუნთქვის რიტმის გახშირება

(30) რომელი პროცესი მიმდინარეობს როგორც მიტოზში, ასევე მეიოზში?
I – ბირთვის გარსის გაქრობა
II – კონიუგაცია და კროსინგოვერი
III – ქრომატიდების პოლუსებისაკენ გადაადგილება

(31) ამოსუნთქვისას ადამიანის ორგანიზმში:
I – დუნდება დიაფრაგმა II – გულმკერდის ღრუში იმატებს წნევა III – ალვეოლებში ეცემა წნევა

(32) რომელი ჰორმონი მოქმედებს მოზარდებში ჩონჩხის განვითარებაზე?
I – ესტროგენი II – ტესტოსტერონი III – სომატოტროპინი

(33) იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ, რომელი ლათინური ასოთი აღნიშნულ სტრუქტურაში მიმდინარეობს სინათლისა (I) და სიბნელის (II) ფაზები:

(34) რომელ ორგანოში წარმოქმნიან არტერიოლები კაპილარებს ორჯერ?
I – თირკმელში II – ფილტვში III – კანში

(35) ძუძუმწოვრებში ალოგენეზის შედეგია:
I – კურდღლებში მფარველობითი შეფერილობა
II – სპილოებში ეშვის განვითარება
III – თხუნელებში თვალის ატროფია

(36) უშუალოდ უჯრედული სუნთქვის პროცესში წარმოიქმნება:
I – მარტივი ნივთიერებებიდან რთული ნაერთები
II – ორგანულიდან არაორგანული ნივთიერებები
III – მაკროერგული ბმები

(37) რომელ პროცესს არ არეგულირებს მოგრძო ტვინი?

(38) შიდასახეობრივი ბრძოლის გამწვავებას იწვევს:
I – საარსებო რესურსების შემცირება
II – ინდივიდთა სიმჭიდროვის მომატება
III – არეალის გაფართოება

(39) როგორც მიტოქონდრიას, ასევე ლიზოსომას ახასიათებს:
I – ნახშირწყლების დაშლა II – ორმაგი მემბრანა III – გაყოფით გამრავლება

(40) რომელი ქსოვილის უჯრედებს შეუძლია როგორც ფერმენტის, ისე ჰორმონის გამოყოფა?
I – შემაერთებელი II – კუნთოვანი III – ეპითელური