×
ტესტები ქვიზები მასწავლებელი Contact

დრო: 3:00:00

2023 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი

დრო: 3:00:00

ქულა: 0 / 0

Styled Modal Popup

წაკითხულის გააზრება

21 შეკითხვა


ტექსტი №1

კლასიკური გენეტიკისადმი სკეპტიციზმის ზრდის ფონზე, გაიზარდა მეცნიერთა ინტერესი იმ ფენომენთა მიმართ, რომლებიც ვერ თავსდება ბიოლოგების, დარვინისა და მენდელის, თვალთახედვაში. აქცენტი გადავიდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, შეძენილი თვისებების დამემკვიდრება და გენების მოქმედების რეგულაცია. საგულისხმოა, რომ თავის დროზე ამ მოსაზრებებისთვის აითვალწუნეს პირველი ევოლუციური თეორიის ავტორი, ჟან ბატისტ ლამარკი. ამჯერად კი, შეიძლება ითქვას, მეცნიერება „კარგად დავიწყებულ ძველს“ მიუბრუნდა. მაინც რა იყო ასეთი მიუღებელი ლამარკის თეორიაში?

ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოქმნის“ გამოქვეყნებამდე ლამარკი აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი განიცდის ევოლუციას გარემოში მიმდინარე ცვლილებების გამო. თავისი შეხედულებები ლამარკმა ჩამოაყალიბა 1809 წელს ნაშრომში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (სწორედ ამ წელს დაიბადა დარვინი). ლამარკიზმის ორი ძირითადი თეზაა: 1. ორგანიზმს ახასიათებს შინაგანი სწრაფვა სრულყოფისაკენ. 2. სიცოცხლის განმავლობაში შეძენილ სასარგებლო ნიშან-თვისებებს ორგანიზმი შთამომავლობას გადასცემს. ლამარკის მიხედვით, ორგანიზმის ევოლუციური გარდაქმნის მიზეზია ორგანოების ცვლილება მათი ვარჯიშის, გაძლიერებული ფუნქციონირების შედეგად და ამ ცვლილებათა შთამომავლობაზე გადაცემა. ლამარკთან ევოლუციის კლასიკური მაგალითი ჟირაფი იყო: წვნიან ფოთლებს რომ მისწვდომოდნენ, ჟირაფები კისერს „იგრძელებდნენ“. „დაგრძელება“ თაობიდან თაობას გადაეცა და საბოლოოდ ამ ცხოველებს ყველაზე გრძელი კისერი ჩამოუყალიბდათ. ლამარკის ეს ნაშრომი საზოგადოებამ მკვეთრად უარყოფითად მიიღო. ერთნი მის მოძღვრებაში მეცნიერულ საფუძველს ვერ ხედავდნენ, სხვანი კი მას მიუღებლად მიიჩნევდნენ რელიგიურ წარმოდგენებზე დაყრდნობით. წლების განმავლობაში ლამარკიზმი მეცნიერებაში ხელმოცარულობის მაგალითად განიხილებოდა.

საპირისპიროდ ამისა, დარვინის ნაშრომი, „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“, გამოქვეყნებისთანავე აღიარეს და დარვინი მიიჩნიეს პირველ და ერთადერთ ევოლუციონისტად. მივიწყებული ლამარკი, უსინათლოდ და უსახსროდ დარჩენილი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია ერთგულ ქალიშვილს, კორნელიას, რომელსაც ის თავის შრომებს კარნახობდა... ისიც უთუოდ აღსანიშნავია, რომ ია-ვარდით მოფენილი გზა არც დარვინს ჰქონია. კრიტიკას არ იშურებდა რელიგიური ფრთაც და მეცნიერთა ნაწილიც.

ჰენრი ჰაქსლი დარვინისეულ ბუნებრივ გადარჩევას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა. ფლემინგ ჯენკინი კი მწარედ აკრიტიკებდა დარვინის პანგენეზისის თეორიას. ჯენკინის კრიტიკა დარვინმა დაძლია, დაიცვა თავისი თეორია. მაგრამ მან ვერაფერი მოუხერხა ფრენსის გალტონის მიერ ექსპერიმენტულად დასაბუთებულ ფაქტს. გალტონი ღია შეფერილობის ბოცვრებს მუქბეწვიან ბოცვერთა სისხლს უსხამდა და შედეგად ბეწვის შეფერილობის ვერანაირი ცვლილება ვერ მიიღო, რითაც საბოლოოდ უარყო პანგენეზისის თეორია. აღსანიშნავია, რომ დარვინს კარგად ესმოდა საკუთარი მოძღვრების სუსტი მხარეები და წერდა კიდეც მათ შესახებ „სახეობათა წარმოშობის“ გვიანდელი რედაქციის მე-6 თავში. იგი გულწრფელად წარმოადგენს თავისი თეორიის ყველა სისუსტეს, გვამცნობს მიზეზებს და ბოლოს მოუწოდებს მეცნიერთა მომავალ თაობებს ამ პრობლემათა გადაჭრისაკენ.

მოლეკულური ბიოლოგიის ბოლოდროინდელი გამოკვლევები და ეპიგენეტიკის მიღწევები ადასტურებს, რომ ლამარკი ყველაფერში როდი ცდებოდა. შეძენილი ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემაც რეალური მოვლენაა. ეპიგენეტიკამ მეორე სუნთქვა შესძინა ლამარკიზმს.

და მაინც, ვინ იყო მართალი, დარვინი თუ ლამარკი?! შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით დაპირისპირება მათ შორის არც იყოს. ლამარკისა და დარვინის „ევოლუციებში“ ბევრი საერთოა. ფრანგი მოაზროვნე სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ ინგლისელი ნატურალისტის წინამორბედად, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა იქონია მის იდეებზე. სამწუხაროდ, მოვლენათა უცნაური განვითარების გამო, ლამარკიზმისა და დარვინიზმის შედარებისას ის კი არ არის გამოკვეთილი, რაც ამ ორ მოძღვრებაში საერთოა ან რეალურად განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან, არამედ სრულიად უმართებულოდ ამტკიცებენ ხოლმე, რომ თითქოს დარვინმა უარყო ლამარკის პოსტულატი – შეძენილი ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემა.

ახალი სინთეზური გენეტიკის მიმდევრების პასუხი ზემოთ დასმულ შეკითხვაზე დაახლოებით ასეთია: „დარვინი სულ ცოტათი ცდებოდა, ლამარკი კი ცოტათი მართალი იყო.“ ცხადია, ჟირაფის კისრის დაგრძელების ლამარკისეული ვერსიისა მათ არ სჯერათ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ორგანიზმის თვისებები არა მხოლოდ გენეტიკურ ინსტრუქციებში (კოდში) ჩაწერილ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, არამედ ეპიგენეტიკურ ინფორმაციულ სისტემაზეც.

1. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს უფრო ზუსტად და მართებულად ტექსტის მთავარ მიზანს?

2. ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა მართებული ტექსტის მიხედვით?

I. დღეისათვის მეცნიერთა ინტერესს იწვევს შეძენილი თვისებების დამემკვიდრება და გენების მოქმედების რეგულაცია.
II. ლამარკის ნაშრომი, მეცნიერთა მხარდაჭერის მიუხედავად, მისმა თანამედროვეებმა მიუღებლად მიიჩნიეს რელიგიურ წარმოდგენათა ზეგავლენით.
III. ლამარკს მიაჩნდა, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი ევოლუციას განიცდის გარემოში მიმდინარე ცვლილებების გამო.

3. ჩამოთვლილთაგან რომელი არ გამომდინარეობს ტექსტიდან?

4. ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია ითქვას:

I. კრიტიკულ შეფასებათა არსებობის მიუხედავად, ჩარლზ დარვინის ნაშრომი გამოქვეყნებისთანავე აღიარეს და სწორედ ის მიიჩნიეს პირველ ევოლუციონისტად.
II. გაძლიერებული ფუნქციონირების გამო ორგანოების ცვლილებას, როგორც ორგანიზმის ევოლუციური გარდაქმნის მიზეზს, ლამარკი ჟირაფის მაგალითით ასაბუთებდა.
III. ჩარლზ დარვინს, ლამარკისაგან განსხვავებით, აკრიტიკებდა მეცნიერთა ნაწილი და არა – რელიგიური ფრთა.

აქედან მართებულია:

5. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს მართებულად მიმართებას ტექსტის პირველსა და მეორე აბზაცებს შორის?

6. ჩამოთვლილთაგან რომელი არ დასტურდება ტექსტის მიხედვით?

7. ჩარლზ დარვინის კრიტიკოსთაგან.

I. ჰენრი ჰაქსლი ცნობილი გახდა თავისი დამაჯერებელი ექსპერიმენტით.
II. ფლემინგ ჯენკინმა დარვინისეული თეორიის დასაბუთებული კრიტიკა შეძლო.
III. ფრენსის გალტონმა ცდის საფუძველზე უარყო პანგენეზისის თეორია.

ამათგან მართებულია:

8. ტექსტიდან გამომდინარე, ჩარლზ დარვინმა

9. თანამედროვე მეცნიერთა თვალსაზრისების შესაბამისად,

I. შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობით გადაცემა რეალური მოვლენაა.
II. ეპიგენეტიკამ ლამარკიზმის გადაფასების საფუძველი გაამყარა.
III. ორგანიზმის თვისებები დამოკიდებულია არა მხოლოდ გენეტიკურ კოდში ჩაწერილ ინფორმაციაზე, არამედ ეპიგენეტიკურ ინფორმაციულ სისტემაზეც.

ამათგან მართებულია:

10. ტექსტის მიხედვით, თავად ავტორი ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ

ტექსტი №2

საფარის ტაძრის სამხრეთ კედელზე ფრესკაა, რომელზეც ოსტატს ოთხი პირი გამოუსახავს. პირველს წარწერაც ახლავს – საბა ათაბაგი. ეს სხვა ვერავინ იქნება, თუ არა სარგის ჯაყელი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, ბერად აღკვეცის შემდეგ სარგისმა საბას სახელი მიიღო. როგორც ირკვევა, თავისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე სარგის ჯაყელი ათაბაგის თანამდებობასაც ფლობდა. ნიკოლოზ კათალიკოსისეულ 1281-1282 წლების ჩანაწერებში მესხეთის მთავარი ათაბაგად იწოდება. სარგისის ათაბაგობას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპიც ადასტურებს: „პანაშვიდი სარგის ჯაყელისა ათაბაგისა, შეუნდვენ ღმერთმან“. სარგის ჯაყელს ათაბაგის ტიტული მეფე დემეტრე II-მ უბოძა. მისი ათაბაგობა მცირე ხანს უნდა გაგრძელებულიყო, რადგან მე-13 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშივე სარგისი ბერად აღიკვეცა. სამცხის ათაბაგი ტარსაიჭ ორბელი გახდა. რატომ არ გადაეცა ათაბაგობა ბექა ჯაყელს მემკვიდრეობით, უცნობია. სამაგიეროდ, სარგისის მემკვიდრემ სხვა მაღალი თანამდებობა – მანდატურთუხუცესობა მიიღო.

წინარე ისტორიიდან ცნობილია, რომ 1266 წელს, სიბაზე (იმ გამაგრებულ ადგილზე, რომელსაც ქართველები იცავდნენ) გამგზავრების წინ, მეფე დავით VII ულუმ ერისთავი სარგის ჯაყელი იხმო. თბილისში მოსული სარგისი მეფის ბრძანებით დააპატიმრეს. დავით ულუს ხასიათის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო, რომ მას სიკვდილით დასჯა ელოდა. ამიტომ სარგისის მხლებელმა აზნაურებმა ყოველივე მონღოლებს შეატყობინეს და აბაღა ყაენს სთხოვეს დახმარება. ყაენის ბრძანებით, დავით მეფემ ერისთავი გაათავისუფლა. თავის დაცვის მიზნით, სამცხის მთავარმა მონღოლთა მფარველობა ითხოვა. ყაენმა სარგის ჯაყელი შეიფარა და სამცხე „ხასინჯუდ“ აქცია. ხასინჯუს მიწები პირდაპირ ყაენს ემორჩილებოდა და მისი ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიაზე ვერცერთი სახელმწიფო მოხელე და გადასახადის ამკრეფი ვერ შევიდოდა. ამრიგად, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა და საქართველოც, ფაქტობრივად, სამ ნაწილად გაიყო: აღმოსავლეთ საქართველოში დავით VII ულუ მეფობდა, დასავლეთში – დავით VI ნარინი, მესხეთს კი სარგის ჯაყელი განაგებდა.

მე-13 საუკუნის 60-იან წლებში სარგისს პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე თავისი ძე, ბექა გამოჰყავს. სარგის ჯაყელს დიდად აფასებდა არღუნ ნოინი. მემატიანე წერს, რომ ნოინი მის მოსანახულებლად თავად მივიდა სამცხეს. „არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბერებული იყო“...

მიუხედავად იმისა, რომ მონღოლებს ჯაყელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ აწყურიც მესხეთის მთავარს გადასცეს, სარგისი, შემგომში ბექაც, ყოველთვის უსიტყვოდ როდი ემორჩილებოდნენ მონღოლებს. მაგალითად, წყაროებიდან ცნობილია ბუღა ნოინის მიერ სამცხის დასაპყრობად წარმოგზავნილი ძმის, არუხას წინაშე ბექა ჯაყელის მიერ გამოვლენილი სიმტკიცე; „მოვლო ლაშქარმან სამცხე და ვერარა ავნო. დაჰყვეს ოცი დღე და წარვიდეს და დარჩა ქვეყანა მშვიდობით.“

სარგის ჯაყელის პორტრეტის სრულყოფისთვის, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რამ განაპირობა მეფე დავით VII-სა და ერისთავს შორის თავდაპირველი მჭიდრო კავშირის რღვევა. ეს ფაქტი ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას სამხრეთ კავკასიაში შემოჭრას უკავშირდება. ილხანთა საყაენოს მონღოლ მეომრებთან ერთად, მის წინააღმდეგ ქართველთა ლაშქარიც იბრძოდა. საქართველო სწორედ ილხანთა სახელმწიფოს მმართველის, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლის, ჰულაგუს მოკავშირე სამხედრო ძალას წარმოადგენდა. დავით მეფის ამალაში იყო მისი ერთგული ერისთავი სარგის ჯაყელიც. მიმდინარე ბრძოლაში ქართველმა მხედრებმა თავი გამოიჩინეს და მათ შორის ერთერთი საუკეთესო სარგის ჯაყელი იყო. ილხანთა ყაენმა სარგისი პირადად დაასაჩუქრა და განიზრახა, მისთვის „კარნუქალაქი ებოძა“. ამან სარგისის მოწინააღმდეგე ქართველ ფეოდალებს შური აღუძრა. მათ მეფეს გესლიანად უთხრეს: ყაენს ბარემ მეფობაც სარგისისთვის მიეცა; ეგ ისე განადიდეს, რომ შენი მორჩილი აღარ იქნებაო. მეფე, რომელიც ეჭვიანი და „მალემრწმენი“ იყო, მართლაც გაბრაზდა და მონღოლთა სარდალს, ელგონ ნოინს უთხრა: თუ ყაენი სარგისს კარნუქალაქს მისცემს, მაშინ მეფობაც მასვე უბოძოსო. გაოცებულმა ნოინმა უპასუხა: ყაენმა სარგისი შენი ერთგულებისათვის დაასაჩუქრაო და თან დაამატა: „თქვენ, ქართველნი, არას კეთილს უყოფთ მხნედ მბრძოლთა წყობათა შინა“. ყოველივე ამის შედეგად, მონღოლებმა სარგის ჯაყელს კარნუქალაქი აღარ გადასცეს. ჯაყელი მეფეზე განაწყენდა და „შეიქმნა გულკლებით ქვეგამხედვარად პატრონისაგან“...

საგულისხმოა, რომ მოგვიანებით სარგის ჯაყელს სწორედ დავით ულუს ძემ, მეფე დემეტრემ, პატივის ნიშნად ათაბაგობა უბოძა, რაც შემდგომში სამცხის მთავართა ტიტულად იქცა. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი მეფემ სარგისის შემორიგების მიზნით გადადგა. მესხეთის მთავარმა მიიღო ეს თანამდებობა და ამით, გარკვეულწილად, თავი მეფის ვასალად აღიარა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სარგის ჯაყელი 1285 წელს გარდაიცვალა.

11. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს უფრო ზუსტად და მართებულად ტექსტის მთავარ მიზანს?

12. ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა მართებული ტექსტის მიხედვით?

I. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბერად აღკვეცის შემდეგ სარგის ჯაყელმა ათაბაგის ტიტული მიიღო.
II. მესხეთის მთავარი ათაბაგად იწოდება ნიკოლოზ კათალიკოსისეულ ჩანაწერებში.
III. როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპი, ისე ნიკოლოზ კათალიკოსის ცნობა ადასტურებს ათაბაგის ტიტულის არსებობას.

13. ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ტექსტიდან?

14. ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია ითქვას:

I. მკვლევართათვის უცნობია, რატომ არ გადაეცა ბექა ჯაყელს მამისაგან ათაბაგის ტიტული მემკვიდრეობით.
II. როგორც ცნობილია, სარგის ჯაყელის მემკვიდრემ ვეღარ მიიღო მეფის კარზე მაღალი თანამდებობა.
III. სარგის ჯაყელს ათაბაგის ტიტული დავით ულუს ძემ, მეფე დემეტრე II-მ უბოძა.

ამათგან მართებულია:

15. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს მართებულად მიმართებას ტექსტის პირველსა და მეორე აბზაცებს შორის?

16. ჩამოთვლილთაგან რომელი არ დასტურდება ტექსტის მიხედვით?

17. ტექსტის მიხედვით, მონღოლთა ნოინთაგან

I. ელგონი იყო ის პირი, რომელსაც კარნუქალაქის თაობაზე დავით ულუმ გულისწყრომა გაუზიარა.
II. ბუღამ სამცხის დასაპყრობად მესხეთში საკუთარი ძმა სალაშქროდ გამოაგზავნა.
III. არღუნი განსაკუთრებულ პატივს სცემდა სარგის ჯაყელს და თავად ჩავიდა სამცხეში მის მოსანახულებლად

ამათგან მართებულია:

18. ტექსტიდან გამომდინარე, სარგის ჯაყელმა

19. ისტორიული წყაროების შესაბამისად,

I. ელგონ ნოინმა პირადად ამცნო დავით VII ულუს, რომ ყაენმა სარგის ჯაყელი სწორედ მისი, დავით მეფის, ერთგულების გამო დაასაჩუქრა.
II. სარგის ჯაყელის მოწინააღმდეგე ქართველმა ფეოდალებმა მეფესა და ერისთავს შორის განხეთქილება ჩამოაგდეს.
III. ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას სამხრეთ კავკასიაში შემოჭრის დროს ქართველებმა თავი შეიკავეს ილხანთა სახელმწიფოს მხარდაჭერისაგან.

ამათგან მართებულია:

20. ტექსტის მიხედვით, თავად ავტორი ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ

21. ჩამოთვლილთაგან რომელი ინფორმაცია დასტურდება ტექსტის მეორე აბზაცში?

I. აბაღა ყაენის მმართველობის დროს სამცხე ხასინჯუდ იქცა.
II. ვერც სახელმწიფო მოხელეები და ვერც გადასახადის ამკრეფი პირები ყაენის ნებართვის გარეშე ხასინჯუში ვერ შევიდოდნენ.
III. მონღოლთა ყაენმა სარგის ჯაყელი იხმო სიბაზე, იმ გამაგრებულ ადგილზე, რომელსაც ჩვეულებისამებრ ქართველები იცავდნენ .

ლოგიკური მსჯელობა

14 ამოცანა

22. მოცემულია წინადადება რამდენიმე პროდუქტის შესახებ:

• თითოეულ პროდუქტს მოჰყვება საგარანტიო ფურცელი, თუმცა არცერთს არ აკრავს ჰოლოგრამა. ჩამოთვლილთაგან რომელი არ ეწინააღმდეგება მოცემულს?

23. მოცემულია ორი წინადადება სამი − A, B და C − ლამპიონის შესახებ.

I წინადადება: თუ A ანთია, მაშინ B-ც ანთია.
II წინადადება: თუ I წინადადება ჭეშმარიტია, მაშინ C ანთია. თუ ცნობილია, რომ II წინადადება ჭეშმარიტია, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელი იქნება აუცილებლად ჭეშმარიტი?

24. ცნობილია, რომ:

• ზოგიერთი ვოგონი არის ალდებარანი.
• არცერთი გრებულონი არ არის შალთანაკი.
• ყველა ვოგონი არის გრებულონი.
ჩამოთვლილთაგან რომელზე არ შეიძლება ითქვას დანამდვილებით, ჭეშმარიტია ის თუ მცდარი?

ჩამოთვლილთაგან რომელი არ აყენებს ეჭვქვეშ რეკლამაში მოცემული ფაქტების სისწორეს?

25. რეკლამა:

ჩვენი ვარდისფერი ჰიმალაიური მარილი მიღებულია საბადოებიდან, რომლებიც ფორმირებულია ასეულ მილიონობით წლის წინ. ის დაფარული იყო ვულკანური ლავითა და შემდეგ ყინულის სქელი ფენით, რითაც პრაქტიკულად სრულად დაცული აღმოჩნდა ადამიანის ზემოქმედებით დაბინძურებისგან. მისი სპექტრული ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ის შეიცავს 84 მინერალს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, ჩვენი მარილი უფრო სასარგებლოა ადამიანებისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი მარილი.

26.

ელენეს ხუთი − C, J, K, R და T − ზარდახშა აქვს, რომელთაგან მხოლოდ ორია ცარიელი. მან თითოეულს გაუკეთა წარწერა. ამასთან, ცარიელ ზარდახშებზე წარწერები ჭეშმარიტია, ხოლო დანარჩენებზე − მცდარი. ზარდახშებზე შემდეგი წარწერებია: T: ეს ზარდახშა ცარიელია.
J: K და C ზარდახშები ცარიელია.
C: J არ არის ცარიელი.
K: T ცარიელია.
R: K არ არის ცარიელი.
რომელ ზარდახშაზე შეიძლება ითქვას დანამდვილებით, რომ ის ცარიელია?

27.

ცერემონიაში მონაწილეობას შეჯიბრში პირველიდან მეექვსე ადგილის ჩათვლით გასული 6 სპორტსმენი იღებს, რომლებიც შეჯიბრში მათ მიერ დაკავებული ადგილების შესაბამისი მიმდევრობით დგანან მწკრივში. სპორტსმენთა ეროვნებები და მათი კომბინეზონების ფერები მოცემულია ცხრილში. ცნობილია, რომ:
• თითოეულ ყვითელკომბინეზონიან სპორტსმენს უშუალოდ მარჯვნივაც და მარცხნივაც უდგას წითელკომბინეზონიანი სპორტსმენი.
• მწკრივის თავსა და ბოლოში ნორვეგიელები დგანან.
• ფრანგმა სპორტსმენმა შეჯიბრში მეოთხე ადგილი დაიკავა.
• არცერთ ნორვეგიელს არ უდგას უშუალოდ გვერდით ასევე ნორვეგიელი.
ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნაა სწორი?

28.

მცენარეების უმრავლესობამ ევოლუციის შედეგად გამოიმუშავა პარაზიტებისგან თავდაცვის საშუალებები. თითოეული მცენარე ამისათვის ათეულობით ბუნებრივ პესტიციდს გამოიმუშავებს, რომლებიც მავნებელია ბაქტერიებისა თუ სხვა პარაზიტებისთვის. ადამიანები საკვებთან ერთად ყოველდღიურად იღებენ ამ პესტიციდებს, თუმცა ეს მათ ჯანმრთელობას არ ვნებს. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ ხელოვნური პესტიციდები, რომლებსაც მცენარეებს ასხამენ, ასევე არ იქნება მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი აყენებს ეჭვქვეშ მსჯელობაში მოცემული დასკვნის მართებულობას?

ამოცანები 29-31 შემდეგ მოცემულობას ეყრდნობა:

კურორტზე სხვადასხვა მომსახურების მისაღებად მოქმედებს ოქროსა და ვერცხლის ბილეთები. თითოეულ ბილეთს ახატია ერთ-ერთი შემდეგი ნიშნებიდან: ☐, Χ, Δ და Ο. ბილეთების გადასაცვლელად ფოიეში დგას ავტომატი.
• ავტომატს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ორი ვერცხლის ბილეთის სანაცვლოდ გასცემს ერთ ოქროს ბილეთს.
• ბილეთებს ავტომატი ცვლის მოცემული ცხრილის შესაბამისად. (მაგალითად, როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთი ☐-სიმბოლოიანი და ერთი O-სიმბოლოიანი ვერცხლის ბილეთის სანაცვლოდ ავტომატი გასცემს ერთ Χ-სიმბოლოიან ოქროს ბილეთს.)
• საწყის მომენტში ყოველ დამსვენებელს მხოლოდ თითოეული სიმბოლოს მქონე თითო ვერცხლის ბილეთი აქვს.

29.

ჩამოთვლილთაგან სიმბოლოთა რომელი კომბინაციის ბილეთები შეიძლება ჰქონდეს დამსვენებელს ავტომატის ერთხელ გამოყენების შედეგად?

30.

ჩამოთვლილთაგან რომელი ორი ოქროს ბილეთი შეიძლება ჰქონდეს დამსვენებელს ავტომატის ორჯერ გამოყენების შედეგად?

31.

თუ დამსვენებელს ავტომატის ერთხელ გამოყენების შედეგად აქვს მხოლოდ ერთი O-სიმბოლოიანი ბილეთი, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელ სიმბოლოებიანი შეიძლება იყოს მისი ვერცხლის ბილეთები?

ამოცანები 32-35 შემდეგ მოცემულობას ეყრდნობა:

შვიდი მოლაშქრისგან − B, D, G, K, N, P და X − უნდა შეირჩეს ჯგუფი, რომელიც ტურისტულ მარშრუტს მონიშნავს. ჯგუფი შეირჩევა შემდეგი წესების დაცვით:
• თუ შეირჩევა G, მაშინ შეირჩევა P.
• თუ შეირჩევა K, მაშინ შეირჩევა G.
• თუ არ შეირჩევა N, მაშინ შეირჩევა X.
• თუ არ შეირჩევა K, მაშინ შეირჩევა D.
• თუ შეირჩევა P, მაშინ არ შეირჩევა არც B და არც X.

32.

ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება წარმოადგენდეს შერჩეული ჯგუფის წევრთა სრულ სიას?

33.

თუ ჯგუფში შეირჩევა B, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი

34.

თუ ჯგუფში შეირჩევა G, მაშინ ჩამოთვლილთაგან რომელია შესაძლებელი?

35.

ჩამოთვლილთაგან რომელია ისეთი წყვილი, რომლის ერთი წევრი მაინც აუცილებლად შეირჩევა ჯგუფში?

რაოდენობრივი მსჯელობა

7 ამოცანა

36.

მოცემულია წყვილ-წყვილად საერთო წვეროს მქონე სამი კვადრატი (იხ. ნახაზი). მათგან უდიდესი და უმცირესი კვადრატების პერიმეტრები, შესაბამისად, 228 მ და 112 მ-ია. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი ვერ იქნება მესამე კვადრატის პერიმეტრი?

image

37.

სამკუთხედი სწორ ხაზზე გაჭრეს ორ ნაწილად. მიღებული გეომეტრიული ფიგურებიდან თითოეული ისევ სწორ ხაზზე და ისევ ორ ნაწილად გაჭრეს. ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომელი შეიძლება იყოს მიღებული ოთხი მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობათა ჯამი?

38.

M, N და K წერტილები კუბის ერთი და იმავე A წვეროს შემცველი წიბოების შუაწერტილებს წარმოადგენს (იხ. ნახ. 1). ამ კუბს (უდანაკარგოდ) ჩამოაჭრეს A, M, N და K წვეროების მქონე პირამიდის ფორმის ნაწილი (იხ. ნახ. 2). თავდაპირველი კუბის მთელი მოცულობის რა ნაწილია კუბის დარჩენილი ნაწილის (იხ. ნახ. 3) მოცულობა?

39.

1-ელ დიაგრამაზე მოცემულია I და II ქარხნების მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობათა თანაფარდობა. მე-2 დიაგრამაზე მოცემულია I და II ქარხნების მიერ ერთად გამოშვებული პროდუქციის მოცულობისა და III ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობათა თანაფარდობა. ამ მონაცემების მიხედვით დაადგინეთ, სამივე ქარხნის მიერ ერთად გამოშვებული პროდუქციის მოცულობის რამდენ პროცენტს შეადგენს I ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა.

image

40.

მოცემულია ხუთი ორნიშნა ნატურალური რიცხვი. ცნობილია, რომ:
• ამ რიცხვებიდან ნებისმიერი ორის ათეულების ციფრები ერთმანეთისაგან განსხვავებულია.
• ამ რიცხვებიდან ნებისმიერი ორის ერთეულების ციფრები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა:
I. ამ რიცხვებიდან თითოეულის ორივე ციფრი კენტია.
II. ამ რიცხვებიდან თითოეული 11-ის ჯერადია.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ ხუთივე ამ რიცხვის ჯამი,

41.

მოცემულია წინადადება, რომელშიც გამოტოვებულია ორი ფრაგმენტი:
„თუ -----I-----, მაშინ ნებისმიერი ნატურალური m რიცხვისათვის -----II -----.“
ქვემოთ მოცემული ფრაგმენტთა ორი სვეტიდან:
აარჩიეთ თითო ფრაგმენტი თითო სვეტიდან და ჩასვით ისინი შესაბამის გამოტოვებულ ადგილებში ისე, რომ მიღებული წინადადება ჭეშმარიტი აღმოჩნდეს.

42.

მოცემულია ორი – a და b – რიცხვი, სადაც 0 < a < b. შემდეგი ოთხი − I, II, III და IV − პირობიდან, რომელი ორია საკმარისი იმის დასადგენად, თუ რამდენი მთელი რიცხვი ეკუთვნის \((\sqrt{a} ; \sqrt{b})\) შუალედს?
I. 27 < a < 34
II.23 < a < 30.
III. 67 < b < 78
IV. 72 < b < 83