Testebi.ge Testebi.ge ქართ. 4 ვარ. 2026
⭐ 0 / 20
03:00:00
03:00:00
0 / 20

დავალება 1 — ტექსტის რედაქტირება

16 ქულა

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტიკური ხარვეზები ისე, რომ ტექსტის შინაარსი არ შეიცვალოს.

  • ✏️ სიტყვის შესაცვლელად ან წასაშლელად დააწკაპუნეთ სიტყვაზე.
  • 🔸 მძიმის დასამატებლად ან მოსახსნელად დააწკაპუნეთ სიტყვებს შორის მონიშნულ ადგილას.
  • ⚠️ ყოველი გაუსწორებელი ან ზედმეტად „გასწორებული“ ადგილი ქულას გაკლებთ — ისევე, როგორც რეალურ გამოცდაზე.

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ დავით წერედიანის ლექსი „ძველი სიმღერა“, რომელიც მეფის რუსეთის წინააღმდეგ ხალდის აჯანყებას ეძღვნება:

„კარგად იბრძოდნენ
ჩვენი ვაჟები,
ყველაზე უფრო –
გურმაჩ და ჭოხან“.

რა ჩემი საქებარია,
რასაც აქებენ სხვანი...
შემოვლე მთელი ქვეყანა,
მთელი სიგრძე და განი...
კლდის ბზარში ჩაკიდებულო
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე.

რისთვის იბრძოდნენ ვაჟები,
არ გადიოდნენ ბერას,
რისთვის კიდებდნენ ციხეზე
სისხლით შეღებილ პერანგს,
რად ბრიალებდა ქონგურზე
ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...
– ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!
– მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა!
ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე
უფსკრულზე დაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე,
ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს...

ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი
მზის საგალობელს ერთვის:

„გაველ და გავხე, ვაჟებო,
ნურამც ყოფილა ჩემთვის“...

განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,
ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...

... რაც გულში ჯავრი დაგროვდა,
ბნელში დაიწყებს ვარვარს.
ნუ რჯულზე მელაქარდები,
შენი მოყვასი არ ვარ.
მთაგაღმეთს დავიკარგები,
ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,
ისლამურ მთვარეს ამოვჭრი
შენს ღალატიან გულზე.
ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა...

ლექსიკა: ხალდე — სოფელი სვანეთში; ბერაში გავლა — გადაჯვარედინებული იარაღის ქვეშ დამარცხებული მტრის გატარება; ლაქარდი — ტკბილი სიტყვა, ლაქუცი, პირფერობა; ქაშაგი — აქ: ადიღეური ტომების საერთოქართული სახელწოდება.

კითხვა 2 (ტექსტი I)

(1) 2. რა ფუნქცია აკისრია ლექსის ეპიგრაფს?

კითხვა 3

(1) 3. რის თქმა სურს ავტორს ლექსის დასაწყისში?

კითხვა 4

(1) 4. ლირიკული გმირის რა განცდაა გამოხატული სტრიქონებში: „თვალთა ნათელო, ხალდე, / თავსასთუმალთან, ძილისპირს, / იარაღივით დამდე“ ?

კითხვა 5

(1) 5. რა არის ქვეტექსტი სიტყვებისა: „რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ...“ ?

კითხვა 6

(1) 6. რომელ სტრიქონებშია მხატვრული საშუალება?

კითხვა 7

(1) 7. რა აიძულებდა აჯანყებულებს ბრძოლას?

კითხვა 8

(1) 8. ლექსის მიხედვით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის?

კითხვა 9

(1) 9. რატომ ამბობს ლექსის ლირიკული გმირი: „ნუ რჯულზე მელაქარდები, / შენი მოყვასი არ ვარ“ ?

კითხვა 10

(1) 10. რა მხატვრული საშუალებაა: „...რაც გულში ჯავრი დაგროვდა, / ბნელში დაიწყებს ვარვარს“ ?

კითხვა 11

(1) 11. რომელ ფრაზაში ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ლირიკული გმირის „განწირულის სულისკვეთება“?

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი იაკობ ხუცესის თხზულებიდან „შუშანიკის წამება“:

და იჯმნა მეფისაგან სპარსთაისა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაითა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი, და მისნი ძენი, და მსახურნი მისნი, რაითა მათ გამო, ვითარცა ერთგული, სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოითა ცხენითა მონაი თვისი, ვითარმცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქვიან ცურტავ.

და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაი ჰრქუა. ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაიწარმეტყველმან, ჰრქუა:
– უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაი ეგე შენი შენდავე მოიქეცინ!

ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაი შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ:
– ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი.

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა:
– საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა.

და აღდგა და დაუტევა ტაძარი თვისი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა, და თანა მიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული, და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა, და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა:
– უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი.

და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსეი და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა.

ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაი, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაისმე სიტყვისა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაით და გვითხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაი პიტიახშისაი და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათვის.

ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე და ვარქუ ნეტარსა შუშანიკს:
– ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო. ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტეისსა, ნუუკუე მტერმან, ვითარცა სრსვილმან, საძოვარი პოოს შენ თანა.

ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე:
– ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ.
და მე ვარქუ მას:
– ეგრეით არს. მხნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ!
ხოლო მან მრქუა მე:
– ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე.
ხოლო მე ვარქუ მას: – ჭირი შენი ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ.

და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადადრე:
– ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაითა უწყოდი და აღვწერო შრომაი შენი.
ხოლო მან მრქუა მე:
– რაისა მკითხავ ამას?
და მე მიუგე და ვარქუ მას:
– მტკიცედ სდგაა?
და მან მრქუა მე:
– ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისთა!
მე მიუგე და ვარქუ მას:
– მწარე გონებაი აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ.
ხოლო მან მრქუა მე: – უმჯობეის არს ჩემდა ხელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი და წარწყმედაი სულისა ჩემისაი; რამეთუ მასმიეს მე პავლეის მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაი გინა დაი, არამედ განეყენენ“.
და მე ვთქუ:
– ეგრეთ არს.

და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა და ტირილით იტყოდა:
– ესევითარი სახლი მშვიდობისაი ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა!

ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაი ნეტარისაი მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითა იგი ზრახვაი მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.

კითხვა 2 (ტექსტი II)

(1) 2. რა მიზნით დაიბარა ვარსქენმა „აზნაურნი, და მისნი ძენი, და მსახურნი მისნი“ ?

კითხვა 3

(1) 3. რას იგებს მკითხველი შუშანიკ დედოფლისა და შიკრიკის დიალოგიდან?

კითხვა 4

(1) 4. რა მიზნით წაიყვანა დედოფალმა შვილები ეკლესიაში?

კითხვა 5

(1) 5. რატომ ატირდნენ სასულიერო პირები, როცა შეიტყვეს „მოსლვაი პიტიახშისაი და საქმენი დედოფლისანი“ ?

კითხვა 6

(1) 6. რომელ ფრაზაში არის შედარება?

კითხვა 7

(1) 7. რის შესახებ აფრთხილებს იაკობ ხუცესი დედოფალს?

კითხვა 8

(1) 8. რომელ ფრაზაშია გამოყენებული სიტყვა საიდუმლოდ?

კითხვა 9

(1) 9. რა უთხრა შუშანიკ დედოფალმა თავის მოძღვარს?

კითხვა 10

(1) 10. როგორ ახასიათებს ვარსქენ პიტიახშს ხუცესის სიტყვები: „მწარე გონებაი აქუს მას“ ?

კითხვა 11

(1) 11. რას ნიშნავს ფრაზა: „არა დამონებულ არს ძმაი გინა დაი, არამედ განეყენენ“ ?