დავალება 1 — ტექსტის რედაქტირება
16 ქულაყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტიკური ხარვეზები ისე, რომ ტექსტის შინაარსი არ შეიცვალოს.
- ✏️ სიტყვის შესაცვლელად ან წასაშლელად დააწკაპუნეთ სიტყვაზე.
- 🔸 მძიმის დასამატებლად ან მოსახსნელად დააწკაპუნეთ სიტყვებს შორის მონიშნულ ადგილას.
- ⚠️ ყოველი გაუსწორებელი ან ზედმეტად „გასწორებული“ ადგილი ქულას გაკლებთ — ისევე, როგორც რეალურ გამოცდაზე.
წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
ტექსტი I
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი ვაჟა-ფშაველას პოემიდან „სტუმარ-მასპინძელი“:
აი საფლავიც ქისტისა,
ხალხი მოერტყა გარსაო,
მოლა მოჰყვება ლოცვასა,
იხსენებს თავის მკვდარსაო:
– ნუ იტანჯები, დარლაო,
ნუ შეიწუხებ თავსაო,
მოვსდეგით შენნი მოძმენი
შენის სამარის კარსაო,
მსხვერპლსაცა გწირავთ, იხარე,
არ გაჭმევთ მტრისა ჯავრსაო.
– ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! –
ვაჟკაცი იღებს ხმასაო,
ბეწვს იშლის ბრაზმორეული,
როგორაც ვეფხვი – თმასაო.
საკირის ცეცხლი ედება
სამსხვერპლოს გულისთქმასაო.
რა მოსდრეკს წარბდაღრუბლვილსა,
ქედჩაჟანგებულ მთასაო!
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო.
„დარლასამც შაეწირები!“ –
ყველა დასძახის მასაო.
„ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!“ –
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტიშვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
– ლამის რომ არ შაეწიროს
ერთი უყურეთ ძაღლსაო!“ –
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
„ძაღლ იყოს“, – ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
– უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, –
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა...
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი;
დაკლულმა დაჰკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
„ცოდვაა!“ – ყველა ჰფიქრობდა.
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
„ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა,
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ „მტერს მტრულად მოექეც“, –
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო“.
წავიდნენ, ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
თუნდა ძაღლებმა ითრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
„არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად“.
ამას იძახდენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.
კითხვა 2 (ტექსტი I)
კითხვა 3
კითხვა 4
კითხვა 5
კითხვა 6
კითხვა 7
კითხვა 8
კითხვა 9
კითხვა 10
კითხვა 11
ტექსტი II
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი აკა მორჩილაძის რომანიდან „ობოლე“, რომელშიც მთავარი პერსონაჟი მკითხველს თავისი წინაპრებისა და მშობლიური კუთხის, ლეჩხუმის, ისტორიას უყვება:
1918 წელს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო, ბოლშევიკები კუთხე-კუთხე დაძრწოდნენ და ცდილობდნენ აჯანყებები მოეწყოთ, არ გვინდა ბურჟუების მმართველობაო. ჩვენს კუთხესაც მოაწიეს და ამ ჩვენს ქალაქსაც, სადაც მაშინ ერობის თავმჯდომარედ სწორედ ტიმოთე ყოფილიყო.
ამ აჯანყების მთელ ამბავს ახლა ნამდვილად ვერ მოვყვები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აჯანყება დამარცხდა და ბოლშევიკები გაიქცნენ. მთავრობამ, როგორც ადამიანურ მთავრობათა წესია, ჯერ მოლაპარაკება სცადა. ადგნენ და ლევან დადეშქელიანს სთხოვეს, ჩადი და დააწყნარეო. ლევან დადეშქელიანი იყო სვანეთის მთავარი, დიდებული კაცი, ადამიანი და არა ნადირი და იქცეოდა ადამიანივით. რუსეთის იმპერატორები წერილს რომ მოსწერდნენ, ასე მიმართავდნენ: „ბიძავ და დამრიგებელო ჩვენო ლევან!“ მაგრამ არ იყო ჩამოკიდებული ამ თავის მთავრობას, ნამდვილი კაცი იყო და წამოვიდა, მე როგორ არ დამიჯერებენო. ხალხი შეკრიბა მურს დაბლა და დაუწყო ლაპარაკი, დაწყნარდითო, რა არის ბალშევიკობა, იცითო? ჩემი სიტყვის უფრო გჯერათ თუ მაგ ბალშევიკებისო? მოგიგვარებთ ყველაფერსო.
ბაბუაჩემი იყო იქ, კანიკულებზე ჩამოსული თბილისიდან.
ლევან დადეშქელიანს ბრბოდან ესროლეს და მერე ატეხეს ჰაერში სროლა, რომ ხალხი გაფანტულიყო. ის იქავე მოკვდა. ხალხი აირია. მიესივნენ ვიღაცა აჯანყებულები და დაუწყეს გახდაო, ძვირფასი ჩოხა ეცვა და კაი ქამარ-ხანჯალიც ზედ ჰქონდაო. ჩექმაც კი გახადესო.
ბაბუაჩემი ამბობდა, ეგდო საცვლებშიო. პარტიანკებიც კი წაიღესო. და ყვიროდნენ, დამთავრებულია მაგათი მთავრობაო. რა მთავრობა უნდა სდომებოდა ლევან დადეშქელიანს?! მთავრობა ეხვეწა და სვანების მთავარი იყო და ჩამოვიდა ხალხის დასაწყნარებლად. ისიც მითხრა ბაბუაჩემმა, ვისზე თქვეს, იმან ესროლაო... სხვა არ ესროდა ლევანს, არც ჩამოსული ბოლშევიკებიდანო, ეს იყო ღვთის პირიდან გადავარდნილიო. რაღას გაიგებ, ამბობდნენ და... ეგრე იმდენ რამეს ამბობენ. წამოასვენეს, ნაბადში გაახვიეს და ასე ჰყავდათ ოთხ დღეს სახლში. ქალაქი ორად იყო გაყოფილი, დაბლა აჯანყებული ბოლშევიკები იყვნენ და ტელეგრაფი იმათ ხელში იყო. ტიმოთემ კოწია გაგზავნა, ტელეგრაფისტი მოქრთამე, ტელეგრამა დაკრას, ლევანი მოკლულიაო. თვითონ დაუწერია ეს დეპეშა. მეორე დღეს ქუთაისიდან ჯარი მოვიდა ზარბაზნებით. პოლკოვნიკი მუშთი გარდაფხაძე იყოო, ეგეც სვანი და დააყარა და დაადუღაო. შემევიდენ მეორე დილისკენ მთავრობის ჯარები, დააყენეს მურზე ზარბაზანი და დეიფერთხა ბოლშევიკობაო.
მაგრამ, აი, რატომ მოგახსენებთ ამ ძველსა და დარდიან ამბავს: რო მიიპარებოდნენ ქალაქიდან ბოლშევიკები, ვისი ჯავრიც ჰქონდათ, იმათთან მიდიოდნენ და კლავდნენო. ეშმაკურად აკეთებდნენ, ჭიშკრიდან დაუძახებდნენ მსხვერპლს და ისიც რომ გამოხედავდა, მობრძანდიო, დაახლიდნენ და ქრებოდნენ. ოთხი კაცი მოუკლავთ იმ ღამეს ასე. ჩვენში ეგრეა, ჭიშკრიდან რომ დაგიძახებს კაცი, მასპინძელოო, უნდა გაეხმიანო და მოიპატიჟო. ხშირად ის თავპატიჟს გამოიდებს და უნდა გახედო და შემოიყვანო. ეგ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არც დაფიქრდები. გინდაც გარშემო ჯარი იდგეს. სტუმარი ან გაჭირვებული წმინდა ამბავია, მოკლედ ისეთი, რომ არ დაუფიქრდები... მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქროფ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი.
და დაუძახეს ტიმოთესაც.
ტიმოთე, ტიმოთეო! და მობრძანდიო, ამან გასძახა.
გამობრძანდი ჭიშკართან, ნუ შემოგვიყვანო..
და ამ დროს დაუძახია კოწიას მაღლა ბალკონიდან, ე, მამა, ნუ გახვალ, მიზანზე მყავს აყვანილი მაგენი, გადასარევად ჩანანო. თურმე მაშინაც ამნაირი მთვარიანი ღამე ყოფილიყო. მოცოცხეთ აქედან ტროცკთან პირდაპირო, ასე დაუძახია კოწიას, ტყუილა ნუ შემომაკლავთ თავსო.
გატრიალებულან და წასულან, მოვბრუნდებით კიდე, ტიმოთე, და ბარგის შეკვრას ვერ მოასწრებო.
მართლა მობრუნდნენ, მაგრამ სამი წლის შემდეგ და საქმე სხვანაირად აეწყო. კოწია კიდევ ეშმაკობდა. ეს კი გაგვიკვირდაო, ბაბუაჩემმა, მაღლა სახლში თოფი არ იყო და თვითონ კოწოც იარაღით არასდროს დადიოდა და იქედან რა დაუმიზნა იმ ბოლშევიკებს, უცბად ვეღარ მოვიწამეთო. რა დაუმიზნა და ობოლე! მაშინ ეს ხალიჩა მაღლა ყოფილიყო გაკრული კედელზე და ობოლეც იქ ყოფილიყო მივანებული. კოწია ნაომარი კაცი იყო და ილეთი ამოუცნია, დაძახებით მოკვლის ამბავი სცოდნია და ხმა რომ გაუგია მაღლა ტახტზე მწოლარეს და მთვრალს, ობოლე მოუხსნია კედლიდან, კი არ გაისვრის, მარა შევაშინებ, სიბნელეში ყველა თოფი ერთნაირიაო. ჩემს ტკბილ ობოლეს იმსიგრძე და ისეთი მოხდენილი ლულა აქვს, რომ სიბნელეში ვის არ შეაშინებდა?! ჰოდა, ასე გადარჩენილა ტიმოთე.
ლექსიკა: მური — ციხესიმაგრეთა კომპლექსი ლეჩხუმ-სვანეთის საზღვარზე; კანიკული (ბარბარიზმი) — არდადეგები; პარტიანკი (ბარბარიზმი) — ტერფზე შემოსახვევი ქსოვილის ნაჭერი ჩექმის შიგნით; ლევ ტროცკი — ბოლშევიკების პარტიის ლიდერი იმ პერიოდში; ობოლე — წინაპრების დატოვებული ძველისძველი კაჟიანი თოფი.