დავალება 1 — ტექსტის რედაქტირება
16 ქულაყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და გაასწორეთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები და სტილისტიკური ხარვეზები ისე, რომ ტექსტის შინაარსი არ შეიცვალოს.
- ✏️ სიტყვის შესაცვლელად ან წასაშლელად დააწკაპუნეთ სიტყვაზე.
- 🔸 მძიმის დასამატებლად ან მოსახსნელად დააწკაპუნეთ სიტყვებს შორის მონიშნულ ადგილას.
- ⚠️ ყოველი გაუსწორებელი ან ზედმეტად „გასწორებული“ ადგილი ქულას გაკლებთ — ისევე, როგორც რეალურ გამოცდაზე.
წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება
ტექსტი I
ყურადღებით წაიკითხეთ მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი!“, რომელიც მწვერვალ შხარაზე დაღუპულ ფოტოხელოვანსა და მთამსვლელს, გურამ თიკანაძეს, ეძღვნება:
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა –
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია –
თოკი ერთადერთი ჩაუბია –
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში...
„ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!..“
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
„თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს შენი საკაცე...
ვოი! რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში...
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია –
ვარსკვლავი ვარსკვლავებს მომწყდარა.
ლექსიკა: ბექნუ ხერგიანი — გამოჩენილი ქართველი მთამსვლელი; ხოჩა — კარგი (სვანურად).
კითხვა 2 (ტექსტი I)
კითხვა 3
კითხვა 4
კითხვა 5
კითხვა 6
კითხვა 7
კითხვა 8
კითხვა 9
კითხვა 10
კითხვა 11
ტექსტი II
ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან „ჯაყოს ხიზნები“:
მარგო სწორედ ისე იყო მორთული, როგორც ათი წლის წინათ, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით. თეიმურაზს უმალ დაავიწყდა ძველი ამბავიც და დაკარგული განძეულობაც. ეხლა მისი თვალიც, სმენაც და აზრიც მარგომ მიიზიდა, მიიჯაჭვა და ჩაიწურა. ხარბად შესცქერის თეიმურაზი თავის ნაცოლარს და უნებურად ადარებს იმდროინდელ მარგოს, როცა ახალგაზრდა ქალი, ათი წლის წინათ, ფერმკრთალი და აგზნებული, წელ-წვრილი და ხმელ-ხმელი, პირველად შესდგა გვირგვინის ქვეშ. აგონდება ხევისთავს შორეული წარსული და გულში ნაადრევ სიბერის ჟრჟოლას გრძნობს.
მარგომ ხალხს ქურდულად გადაავლო თვალი და ერთის წამით თვალი თვალში გაუყარა თეიმურაზს, რომელიც ისე შეჰყურებს ნაცოლარს, როგორც დაჭრილი შველი შესცქერის მოღერებულ ხანჯალს: შიშით, უიმედოდ და სასოწარკვეთილი მუდარით. მარგო ჯერ ოდნავ შეჰკრთა, მერმე შუბლი შეიკრა, წარბები აიკრიფა და ტუჩებზე თითქო ტანჯვა და ზიზღი აისახა. თეიმურაზმა ვერ გაარჩია, ვერ წაიკითხა მარგოს პირსახეზე ანასახის ნამდვილი აზრი და გულისთქმა, მაგრამ მას ის დანაწერი უფრო ზიზღად და სიძულვილად მოეჩვენა, ვიდრე სინანულად და სიბრალულად.
– რა მაქვს საზიზღო? რად ამიძულა მარგომ? – ერთხელ კიდევ ჰკითხა თეიმურაზმა თავის თავს.
– იმიტომ შეგიძულა და შეგიზიზღა, – მიუგო უჩინარმა ორეულმა, – რომ წარმავალი ხარ, საბრალო, სუსტი და მომაკვდავი: იმიტომ შეგიზიზღა, რომ ბრძოლა წააგე; იმიტომ, რომ უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს.
შენც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია ძაღლივით შეხედო. ვის? მარგოს! შენს მარგოს, რომელმაც...
– ოოოჰ, დიდებულო ღმერთო!
და თეიმურაზმა ისე მძლავრად ამოიოხრა, რომ გვერდით მდგომმა გლეხებმა გაოცებით გადმოჰხედეს.
– ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს, – ბრაზით ჰკორტნის თეიმურაზის გულს. – ნუ იბრმავებ თვალებს. თავს ნუ იტყუებ, ნურც მარგოს ამართლებ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ცოლმა გიღალატა.
– ო-ო-ო-ჰ! – ერთხელ კიდევ ამოიკვნესა თეიმურაზმა და მისი კვნესა მთელს ეკლესიას მოედო. აქეთ-იქიდან ნაქმარევ თეიმურაზს ისევ სიბრალულით გადმოჰხედეს.
– საწყალი! – წაიჩურჩულა თეიმურაზის გვერდით ერთმა დედაკაცმა და იმანაც ამოიოხრა.
ორეული არ სცხრება:
– ღალატს თავი დავანებოთ: მარგოს ეზიზღები.
– ვაიმე! – ხმამაღლა დაიკვნესა თეიმურაზმა და ორივე ხელი გულზე მიიკრა, რომელიც ამოვარდნას ჰლამობდა.
– ეკლესიაში ჩურჩული ასტყდა. თეიმურაზს ხალხი შემოეხვია, მაგრამ ხევისთავი ყურს არ უგდებს და ვერც ჰხედავს.
– ეზიზღები, რადგან ქალაჩუნა ხარ! – ჩაჰკივის ორადი.
– მართალია! – ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.
– არ მესმის, რა დაგემართა? – განაგრძობს ორეული. – შენი წინაპარნი რკინას სჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ჰხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე, ისე სდგეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე. საგულეს გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სასულეს სულის ნაცვლად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბალა ჩაგისხამს, ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაჟკაცობისა აღარაფერი გცხია.
– ეგეც მართალია! – ხმამაღლა უდასტურებს თეიმურაზი.
– მაშ ახი ყოფილა შენზე, რომ ასე გაგსრისეს და გაგათრიეს.
– ახია, ახი! – ისევ ხმამაღლა ეთანხმება თეიმურაზი.
– მაშ დაანებე თავი შენს მარგოს და დაიწყე ახალი ცხოვრება.
– ღმერთო, მიშველე!
– თეიმურაზ! – ჩასჩურჩულებს ყურში ივანე აბოდებულ ხევისთავს. მაგრამ თეიმურაზს ივანესთვის არა სცალიან.
– დაიწყე ბრძოლა, გაიკაფე საკუთარი გზა და დასდექ საკუთარ ფეხზე!
ეგრე... ეგრე... მართალია, მართალია! – თანახმაა ხევისთავი.
მაგრამ თავდაპირველად დღესვე უნდა წახვიდე აქედან და სამუდამოდ დაივიწყო მარგო.
ვაიმე, დედა! – ვერ უძლებს თეიმურაზი.
თეიმურაზ, რა დაგემართა? – ეკითხება ივანე.
ეხლავე გადი ეკლესიიდან! – უბრძანებს თეიმურაზს ორეული.
– ცოტას კიდევ მოვიცდი... მერმე, მერმე გავალ, – ეუბნება ორეულს ნაკაცარი და გამძვინებულ სულს ორეულის ტყვეობიდან ვერ ითავისუფლებს. თეიმურაზი მაინც ვერავის ჰხედავს, არც ვისიმე ლაპარაკი ესმის, ცალის ხელით სათვალეებს ისწორებს, მეორე ხელს ცხვირწინ იქნევს და ცხარედ ებრძვის ჟინიან ორეულს.
– ხა-ხა! საკუთარ პანაშვიდს დავესწარი! ჩემივე თავის დასაფლავება ვნახე! ხა-ხა-ხა! – ჩაიხითხითა თეიმურაზმა.
თეიმურაზმაც იცის, რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არ არის, არამედ ჯვრისწერაა, ქორწილია. ისიც იცის თეიმურაზმა, რომ ჯაყო ჯივაშვილი ჯვარს იწერს მარგო ხევისთავზე... მარგარიტა ყაფლანიშვილის ასულზე! იცის, იცის! მაგრამ ისიც მართალია, რომ ეს ქორწილი თეიმურაზის პანაშვიდია... დიაღ! პანაშვიდია... დიაღ! პანაშვიდია, პანაშვიდი!
მაგრამ თეიმურაზი ჯერ არ მომკვდარა! არც მოკვდება ასე ადვილად! დიაღ, არ მოკვდება მეთქი! თუმცა... რაო? იქ ვინა სთქვა – „საწყალიო“?! აქეთ ვინ წამოიძახა – „უბედურიო“?!..
ტვინში ცივი გრიგალი აუვარდა. თვალები გაუთეთრდა და გადმოუბრუნდა. ტუჩები აუტოკდა და აუცახცახდა. პირსახეზე ზაფრანამ გადაჰკრა. თავი გვერდით გადმოიგდო. თითქო კისრის ძარღვები დაუწყდა და ხელები გაასავსავა, მუხლები მოიკეცა და ეკლესიის კარებში ცარიელ ტომარასავით ჩაიჩოქა და გაიშალა.
და ეკლესიიდანაც, იმავე წამს, ერთმანეთში უცნაურად არეულმა დედაკაცის კივილმა, ქვითინმა და კისკისმა გამოჰხეთქა.