კითხვა 1
ვინ იყვნენ ნომარქები ძველ ეგვიპტეში?
კითხვა 2
რომელი ინფორმაციაა მართებული მარათონის ბრძოლის შესახებ?
კითხვა 3
რომელი მოვლენაა დაკავშირებული დარიოს I-ის სახელთან?
კითხვა 4
რომელი ინფორმაციაა მართებული ელინისტურ ხანაში ჩამოყალიბებული სელევკიდების სამეფოს შესახებ?
კითხვა 5
რომელი ინფორმაციაა მართებული პირველი პუნიკური ომის შედეგების შესახებ?
კითხვა 6
რომელი ინფორმაციაა მართებული იულიუს კეისრის შესახებ?
კითხვა 7
რომელი ინფორმაციაა მართებული ეგრისში VI საუკუნეში არსებული ვითარების შესახებ?
კითხვა 8
სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუშალა ხელი არაბებს აეღოთ კონსტანტინოპოლი VII საუკუნეში?
კითხვა 9
რომელი მონარქის შესახებ გვაწვდის ცნობებს ეინჰარდი?
კითხვა 10
რას წარმოადგენდა ვორმსის კონკორდატი?
კითხვა 11
რა იყო მანასკერტის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
კითხვა 12
რას შეუწყო ხელი დასავლეთ ევროპაში ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებამ XI-XII საუკუნეებში?
კითხვა 13
რა იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ფილიპე II ოგიუსტმა ჯვაროსნული ლაშქრობა შეწყვიტა?
კითხვა 14
რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ლაშა-გიორგის მეფობისას?
კითხვა 15
მონღოლებმა მდინარე ტიგროსის ნაპირზე მდებარე რომელი ქალაქი აიღეს, რომელიც ამავე დროს ხალიფას რეზიდენცია იყო?
კითხვა 16
რომელი მონარქის მმართველობისას შეიკრიბა პირველი პარლამენტი ინგლისში?
კითხვა 17
ვინ იყვნენ იანიჩარები?
კითხვა 18
ვის ებრძოდნენ რვა საუკუნის განმავლობაში პირენეს ნახევარკუნძულზე არსებული ქრისტიანული სახელმწიფოები?
კითხვა 19
ვინ ხელმძღვანელობდა ევროპელთა საზღვაო ექსპედიციას, რომელიც პირველი მიადგა ინდოეთს?
კითხვა 20
ვის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს საფრანგეთი და ოსმალეთი XVI საუკუნეში?
კითხვა 21
ვინ მოღვაწეობდა ინგლისში ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში?
კითხვა 22
რომელი ფაქტია მართებული სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლის შესახებ?
კითხვა 23
რომელი სახელმწიფო მონაწილეობდა „ოცდაათწლიან ომში“ პროტესტანტთა მხარეს?
კითხვა 24
რომელი ფაქტია მართებული საფრანგეთში ლუი XIV-ის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენის შესახებ?
კითხვა 25
რომელი მსჯელობაა მართებული XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე ნიდერლანდების რევოლუციის შედეგების შესახებ?
კითხვა 26
რუსეთის რომელ მმართველს სურდა ქართული ლაშქრის გამოყენება ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ლაშქრობაში და საამისოდ ქართლის მეფესაც დაუკავშირდა?
კითხვა 27
რომელი მსჯელობაა მართებული საფრანგეთში XVIII საუკუნეში მომხდარი რევოლუციის შესახებ?
კითხვა 28
სხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთის რა ქმედებამ გამოიწვია ნაპოლეონ I-ის ლაშქრობა ამ სახელმწიფოში?
კითხვა 29
რისი გამოგონება არ უკავშირდება ინდუსტრიულ რევოლუციას?
კითხვა 30
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ პრუსია და ავსტრია შლეზვიგისა და ჰოლშტაინის გამო?
კითხვა 31
რომელი სახელმწიფოს არმიის ნაწილები იცავდნენ რომის პაპის სამფლობელოს იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს?
კითხვა 32
რომელი მსჯელობაა მართებული 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასების შესახებ?
კითხვა 33
რომელ სახელმწიფოს შესთავაზეს მანდატი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობის დროს?
კითხვა 34
რომელი ინფორმაციაა მართებული საბჭოთა კავშირში განხორციელებული კოლექტივიზაციის შესახებ?
კითხვა 35
რომელი ინფორმაციაა მართებული 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართული მანიფესტაციის მიზეზის შესახებ?
კითხვა 36.1
რომელი სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოებაა ასახული რუკაზე?
კითხვა 36.2
რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი მსჯელობაა მართებული?
კითხვა 36.3
რუკაზე არსებული რომელი ინფორმაცია ადასტურებს ვესტგოთების სამეფოს დასუსტებას რუკაზე ასახულ პერიოდში?
კითხვა 36.4
რა ეწოდებოდა მწვანე ფერით აღნიშნულ სამეფოს, რომელიც, რუკის მიხედვით, წითლად აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა დაიპყრო?
კითხვა 36.5
რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დამარცხდა ოსტგოთების სამეფოს ჯარი?
კითხვა 36.6
სადაური წარმომავლობის ტომების ბრიტანეთში გადასახლების პროცესია ასახული რუკაზე?