Testebi.ge Testebi.ge ისტ. 3 ვარ. 2024
⭐ 0 / 41
03:00:00
03:00:00
0 / 41

კითხვა 1

რა უკავშირდება ფარაონ თუტმოს (თოტმეს) III-ის მოღვაწეობას?

კითხვა 2

რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ტიგლათფილესერ (ტიგლათფალასარ) III?

კითხვა 3

რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა?

კითხვა 4

რომელი ინფორმაციაა მართებული დიაოხისა და მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ?

კითხვა 5

რომელი ინფორმაციაა მართებული აქემენიანთა სახელმწიფოს შესახებ?

კითხვა 6

რომელი პოლისის მცხოვრებთა ნაწილს წარმოადგენდნენ ჰილოტები და პერიეკები?

კითხვა 7

რა იყო ძვ. წ. 479 წელს პლატეასთან გამართული ბრძოლის შედეგი?

კითხვა 8

რომელი მსჯელობაა მართებული ალკიბიადეს შესახებ?

კითხვა 9

ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სად დამკვიდრდა ერთ-ერთი დიადოქოსი - პტოლემაიოსი?

კითხვა 10

რომელი ინფორმაციაა მართებული ქუჯის შესახებ?

კითხვა 11

ვინ იყო ძველი რომის უკანასკნელი მეფე?

კითხვა 12

რომელი ინფორმაციაა მართებული სპარტაკის შესახებ?

კითხვა 13

რომელი ინფორმაციაა მართებული ქართლის მეფის ფარსმან ქველის შესახებ?

კითხვა 14

რომელი ქართული ტაძრის კედელზეა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ასომთავრული წარწერა ირანის შაჰის პეროზის მოხსენიებით?

კითხვა 15

სად გამართა ვახტანგ გორგასალმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა?

კითხვა 16

რომელი ინფორმაციაა მართებული ლაზიკის, ანუ ეგრისის, პატრიკიოსის სერგი ბარნუკის ძის შესახებ?

კითხვა 17

რომელი ფაქტია მართებული ბიზანტიის იმპერიის შესახებ?

კითხვა 18

რომელი ფაქტი უკავშირდება რომის პაპ ურბან II-ს?

კითხვა 19

საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდში მოუწია ქვეყანას როგორც ხორეზმელებთან, ისე მონღოლებთან დაპირისპირება?

კითხვა 20

რომელი მსჯელობაა მართებული დავით VI ნარინის შესახებ?

კითხვა 21

მონღოლთა დაპყრობების შედეგად წარმოქმნილი რომელი სახელმწიფოები იბრძოდნენ სამხრეთ კავკასიაში ბატონობისათვის?

კითხვა 22

რომელი ინფორმაციაა მართებული XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ?

კითხვა 23

რომელი მსჯელობაა მართებული გერმანიაში პროტესტანტული რეფორმაციის შესახებ?

კითხვა 24

სად მოღვაწეობდა ჟან კალვინი?

კითხვა 25

რომელი ფაქტი უკავშირდება ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის მმართველობის პერიოდს?

კითხვა 26

რომელი მსჯელობაა მართებული XVII საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ?

კითხვა 27

ვინ არის ავტორი თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოისა"?

კითხვა 28

ვინ იყო XIX საუკუნის I ნახევარში საქართველოში მოღვაწე პავლე ციციანოვი?

კითხვა 29

რომელი მსჯელობაა მართებული 1807 წელს დადებული ტილზიტის ზავის შესახებ?

კითხვა 30

რომელი ინფორმაციაა მართებული ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ?

კითხვა 31

რუსეთის რომელმა იმპერატორმა გაატარა: სასამართლო, საქალაქო მმართველობის და კიდევ რამდენიმე სხვა რეფორმა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში?

კითხვა 32

რომელი ინფორმაციაა მართებული კავკასიის ფრონტზე 1914 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების შესახებ?

კითხვა 33

რომელი ინფორმაციაა მართებული სტალინგრადის ბრძოლის შესახებ?

კითხვა 34

რომელი ინფორმაციაა მართებული აფრიკის დეკოლონიზაციის შესახებ?

კითხვა 35

რატომ იყო მნიშვნელოვანი საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის აქტის ხელმოწერა?

კითხვა 36.1

საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე?
კითხვა 36.1 ნახაზი

კითხვა 36.2

რა ეწოდებოდა ლურჯი ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს, რომლის ჯარიც საქართველოს ლაშქარმა დაამარცხა?

კითხვა 36.3

რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს დაარსებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ლაშქარმა?

კითხვა 36.4

რუკის მიხედვით, რომელი ტომი არ იყო საქართველოზე დამოკიდებული?

კითხვა 36.5

რუკის მიხედვით, ვასალური პოლიტიკური ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე რომელი ქალაქი აიღო საქართველოს ჯარმა?

კითხვა 36.6

რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის აღებით დასრულდა თბილისიდან წამოწყებული ბოლო ლაშქრობა?