კითხვა 1
რომელი ინფორმაციაა მართებული აქადის შესახებ?
კითხვა 2
რომელი აქემენიანი მმართველის გამარჯვებას აღწერს ბეჰისთუნის წარწერა?
კითხვა 3
რომელი ინფორმაციაა მართებული სალამინის ბრძოლის შესახებ?
კითხვა 4
რა იყო ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების ერთ-ერთი შედეგი?
კითხვა 5
რა სახელწოდებითაა ცნობილი ომები, რომელთა შედეგად რომი საზღვაო სახელმწიფოდ იქცა?
კითხვა 6
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა რომაული ლეგიონების მიერ ბრიტანეთის დატოვება V საუკუნის დასაწყისში?
კითხვა 7
ვინ იყო აეციუსი?
კითხვა 8
რომელი ინფორმაციაა მართებული ბიზანტიაში მომხდარი ნიკას აჯანყების შესახებ?
კითხვა 9
რა ეწოდებოდა VIII საუკუნეში არაბების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს?
კითხვა 10
რომელი მსჯელობაა მართებული პიპინ მოკლეს შესახებ?
კითხვა 11
რა უკავშირდება ნორმანთა ერთ-ერთ მეთაურს ერიკ წითურს?
კითხვა 12
სხვა მიზეზებთან ერთად, რა უშლიდა ხელს ოტო I-ის მიერ შექმნილი სახელმწიფოს ცენტრალიზაციას?
კითხვა 13
პაპ გრიგოლ VII-ის რა გადაწყვეტილებამ აიძულა იმპერატორი ჰაინრიხ IV მასთან შესახვედრად წასულიყო?
კითხვა 14
რომელი მსჯელობაა მართებული 1096 წელს დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
კითხვა 15
რომელი მსჯელობაა მართებული შუა საუკუნეებში გერბის მნიშვნელობის შესახებ?
კითხვა 16
რომელი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა სთხოვეს დახმარება საქართველოს სამეფოს?
კითხვა 17
საქართველოს რომელ მეფეზე არის დაცული ინფორმაცია წიგნში, რომელიც მარკო პოლოს მოგზაურობაზე მოგვითხრობს?
კითხვა 18
რომელი მსჯელობაა მართებული მარტინ ლუთერის შესახებ?
კითხვა 19
რომელი ევროპული სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ გაეხსნათ გზა ოსმალებს საღვთო რომის იმპერიისაკენ, რასაც მალევე ვენაზე მათი პირველი იერიში მოჰყვა?
კითხვა 20
რომელი ინფორმაციაა მართებული კარლოს V ჰაბსბურგის შესახებ?
კითხვა 21
რომელი მსჯელობაა მართებული საქართველოსთვის ამასიის ზავის შედეგების შესახებ?
კითხვა 22
რას ითვალისწინებდა ნანტის ედიქტი?
კითხვა 23
ინგლისის რომელი დინასტიის წარმომადგენელი მეფე დასაჯეს სიკვდილით 1649 წელს?
კითხვა 24
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ნიდერლანდელი რევოლუციონერების წარმატებულ ბრძოლას ესპანელთა წინააღმდეგ XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე?
კითხვა 25
რომელი ფაქტია მართებული შვედეთის მეფის გუსტავ II ადოლფის შესახებ?
კითხვა 26
რომელი ინფორმაციაა მართებული 1805 წლის ტრაფალგარის ბრძოლის შესახებ?
კითხვა 27
ვინ იყო ტალეირანი?
კითხვა 28
ვინ გამოცხადდა გაერთიანებული გერმანიის იმპერატორად 1871 წელს?
კითხვა 29
რა მოვლენის შემდეგ ჩაება რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში?
კითხვა 30
რომელი ფაქტი არ არის მართებული რუსეთში მომხდარი ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შესახებ?
კითხვა 31
რომელი ინფორმაციაა მართებული სომხეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი შედეგის შესახებ?
კითხვა 32
რა მოვლენა უკავშირდება ქაქუცა ჩოლოყაშვილს?
კითხვა 33
რომელი ინფორმაციაა მართებული საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ?
კითხვა 34
რომელი ფაქტია მართებული მუსოლინის მთავრობისა და რომის პაპის ურთიერთობის შესახებ?
კითხვა 35
რომელი ინფორმაციაა მართებული 1939 წლის სსრკ-გერმანიის თავდაუსხმელობის (მოლოტოვ-რიბენტროპის) პაქტის შესახებ?
დავალება 36 — ისტორიული რუკა (მაქს. 6 ქულა)
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
კითხვა 36.1
მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს რომელი მმართველის დროს განხორციელებული ლაშქრობები არის ასახული რუკაზე?
კითხვა 36.2
რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ?
კითხვა 36.3
რუკის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ერთეული დაიპყრო მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფოს ჯარმა?
კითხვა 36.4
რუკის მიხედვით, რომელი ინფორმაციაა მართებული ნიკეის იმპერიის შესახებ?
კითხვა 36.5
რუკის მიხედვით, რომელ ქალაქს არ აკონტროლებდნენ ქრისტიანები?
კითხვა 36.6
რუკაზე არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს მამლუქთა სასულთნოს სამხედრო ძლიერებას?