კითხვა 1
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საბოლოოდ ფარაონ ამენჰოტეპ (ამენხოტეპ) IV-ის რელიგიური რეფორმის მარცხი?
კითხვა 2
შუამდინარეთში მდებარე რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს?
კითხვა 3
რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას?
კითხვა 4
რომელი ინფორმაციაა მართებული დიაოხის შესახებ?
კითხვა 5
რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანი მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ?
კითხვა 6
რა უკავშირდება კლისთენეს მმართველობას?
კითხვა 7
ვის ფუნქციას ითავსებდა ძველ რომში მეფე?
კითხვა 8
რატომ იყო მნიშვნელოვანი ბერძენთათვის თერმოპილეს დაცვა ქსერქსე I-ის შემოსევისას?
კითხვა 9
რა მოიმოქმედეს პელოპონესის ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ?
კითხვა 10
რომელი ინფორმაციაა მართებული ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შესახებ?
კითხვა 11
რა ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ქართლის მეფის კარზე არსებულ ერთ-ერთ მაღალ სამოხელეო თანამდებობას?
კითხვა 12
რომელი ინფორმაციაა მართებული სულას შესახებ?
კითხვა 13
ვინ იყო არტაგი?
კითხვა 14
ვისი დახმარების იმედი ჰქონდა ვახტანგ გორგასალს ანტიირანული აჯანყების დაწყებისას?
კითხვა 15
რატომ გადავიდა ლაზთა მეფე გუბაზი კვლავ ბიზანტიელთა მხარეს მას შემდეგ, როცა მანამდე თავად მიიწვია ირანის შაჰი დასავლეთ საქართველოში?
კითხვა 16
რა ეწოდებოდა გადასახადს, რომელსაც ქართლის მოსახლეობა იხდიდა „დაცვის სიგელის“ თანახმად?
კითხვა 17
რომელი მსჯელობაა მართებული სელჩუკთა სახელმწიფოს შესახებ?
კითხვა 18
რომელი ინფორმაციაა მართებული დემეტრე I-ის შესახებ?
კითხვა 19
რომელი მუსლიმი მმართველები დაამარცხა საქართველოს სამეფოს ლაშქარმა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში?
კითხვა 20
რომელი ფაქტია მართებული სალადინის შესახებ?
კითხვა 21
საქართველოს რომელ მხარეზე დაკარგა კონტროლი დავით VII ულუმ XIII საუკუნის 60-იან წლებში?
კითხვა 22
რომელი ინფორმაციაა მართებული გიორგი VII-ს შესახებ?
კითხვა 23
რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ს?
კითხვა 24
რომელი მსჯელობაა მართებული XVI საუკუნეში კახეთში არსებული მდგომარეობის შესახებ?
კითხვა 25
რომელი ფაქტია მართებული ტიუდორების ხანის ინგლისის შესახებ?
კითხვა 26
ვინ დაეხმარა ვახტანგ VI-ს თბილისში სტამბის გახსნაში?
კითხვა 27
ვინ იყო მაქსიმილიან რობესპიერი?
კითხვა 28
რომელ სახელმწიფოში არსებობდა მოძრაობა სახელწოდებით - აბოლიციონიზმი?
კითხვა 29
სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საფრანგეთის მეორე იმპერიის დაცემა?
კითხვა 30
რას გულისხმობდა ე. წ. „აღმოსავლეთის საკითხი“ XIX საუკუნეში?
კითხვა 31
რა კონკრეტული მოვლენა გამოიყენა იაპონიამ საბაბად ჩინეთში შეჭრისათვის XX საუკუნის 30-იან წლებში?
კითხვა 32
ვინ იყო ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი?
კითხვა 33
რომელი ინფორმაციაა მართებული კორეის ომის შესახებ?
კითხვა 34
რამ შეუწყო ხელი საქართველოში XX საუკუნის 70-იან წლებში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის“ ჩამოყალიბებას?
კითხვა 35
რომელი მსჯელობაა მართებული პოლონეთში კომუნისტური მმართველობის დასრულების შესახებ XX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე?
კითხვა 36.1
საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე?
კითხვა 36.2
რა ეწოდებოდა რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს?
კითხვა 36.3
რუკის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ერთეულის ლაშქარი მონაწილეობდა რუკაზე აღნიშნულ ერთ-ერთ ლაშქრობაში?
კითხვა 36.4
რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი იყო საქართველოს სამეფოს დედაქალაქი რუკაზე ასახულ ისტორიულ პერიოდში?
კითხვა 36.5
რუკის მიხედვით, კონკრეტულად რა მოიმოქმედა ჯარმა, რომლის მოძრაობაც წითელი ფერითაა აღნიშნული, მოწინააღმდეგის თავდაპირველი გამოჩენის შემდეგ?
კითხვა 36.6
რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის მახლობლად დაბანაკდა ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ჯარი?