Testebi.ge Testebi.ge ისტ. 1 ვარ. 2022
⭐ 0 / 40
02:40:00
02:40:00
⭐0 / 40

კითხვა 1

ვის სახელს უკავშირდება ბაბილონის სამეფოს აღზევება ძვ.წ. XVIII საუკუნეში?

კითხვა 2

ვისი მოკავშირეობით დაამარცხა ფარნავაზმა აზო (აზონი)?

კითხვა 3

რომელი ინფორმაცია არ არის მართებული ქრისტიანობის ისტორიის შესახებ I-III საუკუნეებში?

კითხვა 4

რომელი ფაქტია მართებული ვანდალთა სამეფოს შესახებ?

კითხვა 5

რომელი მსჯელობაა მართებული VII ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?

კითხვა 6

რომელი მსჯელობაა მართებული ოსმალეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ?

კითხვა 7

რომელი მოსაზრებაა მართებული სეფიანთა ირანის შესახებ?

კითხვა 8

რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ინგლისში ოლივერ კრომველის მმართველობას?

კითხვა 9

რა შედეგით დასრულდა შვიდწლიანი ომი საფრანგეთისათვის?

კითხვა 10

სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ გადაწყვიტა ერეკლე II-მ 1768-1774 წლებში მიმდინარე რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩაბმა?

კითხვა 11

რომელი მოსაზრებაა მართებული ამერიკის დამოუკიდებლობის ომის შესახებ?

კითხვა 12

რომელი მსჯელობაა მართებული ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ?

კითხვა 13

სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ დაარღვია გერმანიამ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბელგიის ნეიტრალიტეტი?

კითხვა 14

რომელი ინფორმაციაა მართებული ერთა ლიგის შექმნის შესახებ?

კითხვა 15

რომელი ინფორმაციაა მართებული 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გამართული არჩევნების შედეგის შესახებ?

დავალებები 16–18 — ქრონოლოგია

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და პიროვნებები. სწორი პასუხი არის ის ვარიანტი, რომელშიც პირველად ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა დასახელებული, ბოლოს კი — ყველაზე გვიან მომხდარი. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვა 16

ქრონოლოგიურად დაალაგეთ რომის იმპერატორები მათი ზეობის დროის მიხედვით (1. კარაკალა; 2. ანტონინუს პიუსი; 3. ოქტავიანე ავგუსტუსი):

კითხვა 17

ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქალაქები დავით აღმაშენებლის მიერ მათი გათავისუფლების დროის მიხედვით (1. თბილისი; 2. სამშვილდე; 3. დმანისი):

კითხვა 18

ქრონოლოგიურად დაალაგეთ XX საუკუნეში ცივი ომის პერიოდში მომხდარი მოვლენები (1. ავღანეთის ომი; 2. კარიბის კრიზისი; 3. კორეის ომი):

დავალება 19 — ბრძოლის სქემა და ტექსტი

თქვენ წინაშეა ერთი კონკრეტული ისტორიული მოვლენის აღმწერი ორი სხვადასხვა ტიპის წყარო: ბრძოლის სქემა და ტექსტი. შეაჯერეთ ორივე წყაროში არსებული ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს მხოლოდ წყაროებში მოცემული ინფორმაციის მიხედვით. ბრძოლის სქემა იხილეთ კითხვა 19.1-ში.

1449 წელს ასწლიანი ომი განახლდა. ფრანგებმა წარმატებას მიაღწიეს და ნორმანდიის ნაწილი დაიპყრეს. მომდევნო წელს ინგლისელთა ახალი ლაშქარი, თომას კირიელით სათავეში, ნორმანდიაში გადასხდა და თავდაპირველად გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ვალონის ციხე დაიბრუნა და ქალაქ ბაიოსკენ დაიძრა. გზაში, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან, ინგლისელები ფრანგთა შედარებით მცირერიცხოვან ლაშქარს გადააწყდნენ, რომელსაც კლერმონის გრაფი მეთაურობდა. კირიელმა გადაწყვიტა, აღარ წასულიყო ბაიოსაკენ, ესარგებლა რიცხობრივი უპირატესობით და აქვე გაემართა ბრძოლა. ინგლისელებთან შებმამდე კლერმონის გრაფმა მოკავშირე ბრეტონელთა მეთაურს მაცნე გაუგზავნა და მოუწოდა საჩქაროდ მასთან შესაერთებლად დაძრულიყო. ბრძოლა ფრანგთა შეტევით დაიწყო, მათ ინგლისელთა ფლანგებზე მიიტანეს იერიში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. მაშინ კლერმონის გრაფმა ბრძოლაში მის ხელთ არსებული სამხედრო ტექნიკა ჩართო. საპასუხოდ ინგლისელთა ჯარის ერთ-ერთი შენაერთი კონტრშეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკას დაეუფლა. ამასობაში ბრძოლის ველს სამხრეთიდან ახალი ლაშქარი მიადგა. ინგლისელებმა ჩათვალეს, რომ ეს ახლომდებარე ინგლისური ციხეების გარნიზონი იყო და ზეიმი დაიწყეს.

კითხვა 19.1

რომელ დასახლებულ პუნქტთან გაიმართა ბრძოლა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის?
კითხვა 19.1 ნახაზი

კითხვა 19.2

ფრანგთა ჯარის რომელი სახეობის შენაერთმა შეუტია ინგლისელებს თავდაპირველად?

კითხვა 19.3

კონკრეტულად რა სამხედრო ტექნიკა ჩართო ბრძოლაში კლერმონის გრაფმა პირველი შეტევის შემდეგ და ინგლისელთა ჯარის რომელი სახეობის შენაერთმა მოახერხა მათი ხელში ჩაგდება?

კითხვა 19.4

კონკრეტულად რა მოიმოქმედა ბრძოლის ველზე სამხრეთიდან შემოჭრილმა ლაშქარმა ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ?

კითხვა 19.5

დაასახელეთ ბრძოლაში მონაწილე კონკრეტული მხედართმთავარი, რომელიც ტყვედ ჩავარდა.

დავალება 20 — ილუსტრაცია

ყურადღებით გააანალიზეთ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. ილუსტრაცია იხილეთ კითხვა 20.1-ში.

კითხვა 20.1

რა ტიპის ბეჭდური პროდუქციაა ასახული ილუსტრაციაზე და რა იყო ამ ბეჭდური პროდუქციის მთავარი მიზანი?
კითხვა 20.1 ნახაზი

კითხვა 20.2

რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, სადაც შეიქმნა ბეჭდურ პროდუქციაზე ასახული დოკუმენტი? ილუსტრაციაზე არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ ის თქვენს მიერ დასახელებულ სახელმწიფოში შეიქმნა?

კითხვა 20.3

საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, რომელი ისტორიული ფაქტი ადასტურებს, რომ ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაცია — „ვიწონებთ, მხარს ვუჭერთ“, არ ასახავდა რეალობას?

დავალება 21 — ისტორიული რუკა

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს. რუკა იხილეთ კითხვა 21.1-ში.

კითხვა 21.1

რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოებაა ასახული რუკაზე?
კითხვა 21.1 ნახაზი

კითხვა 21.2

დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის ჯარის მოქმედებაც რუკაზე აღნიშნულია ლურჯი ფერის ისრებით.

კითხვა 21.3

რა ეწოდება რუკაზე შავი წყვეტილი ისრით აღნიშნულ გადასვლას და ვინ მეთაურობდა მას?

კითხვა 21.4

რა ეწოდებოდა დიდ აღმოსავლურ სახელმწიფოს, რომელიც განადგურდა რუკაზე აღნიშნული სამხედრო მოქმედებების შედეგად და რუკის რომელი ინფორმაცია ადასტურებს მის განადგურებას?

კითხვა 21.5

რა ეწოდებოდა პოლიტიკურ ერთეულს, სადაც რუკის მიხედვით, მოეწყო ბოლო ლაშქრობა და, რუკის მიხედვით, რა შედეგით დასრულდა ის?

დავალება 25 — ისტორიული დოკუმენტი

საბჭოთა რუსეთის სადაზვერვო ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შედგება ორი სტრუქტურისგან: არმია და სახალხო გვარდია. სახალხო გვარდიის ხელმძღვანელთა არაერთი გამოსვლის საპასუხოდ, რომ არმია უნდა გადაკეთდეს გვარდიის პრინციპზე, გენერალურმა შტაბმა მოამზადა მოხსენება, სადაც საუბარი იყო ერთიანი, ძლიერი არმიის შექმნაზე.

შეიარაღებული ძალების სათავეში დგას სამხედრო მინისტრი. მასთან არსებობს სამხედრო საბჭო. საქართველოს რესპუბლიკის არმიას შეუძლია გამოიყვანოს 15-დან 18 ათასამდე მებრძოლი და ამას ემატება დაახლოებით 16 ათასი სახალხო გვარდიელი.

არმიის შემადგენლობაშია ქვეითთა სამი ბრიგადა. პირველის შტაბი მდებარეობს სოხუმში, მეორის - თბილისში, მესამის - ახალციხეში.

არმიის ოფიცერთა კორპუსით დაკომპლექტებისას უპირატესობა ენიჭებოდათ პარტიის წევრ ან პარტიასთან დაახლოებულ ოფიცრებს. ამიტომ ძველი არმიის ოფიცრები, რომლებსაც ჰქონდათ კარგი განათლება და დიდი სამხედრო გამოცდილება, ან არმიის მიღმა აღმოჩნდნენ, ან უკავიათ უმნიშვნელო თანამდებობები.

რადგან ქართული არმიის საფუძვლად აღებულია გერმანული სისტემა, ამიტომ არსებობს შემდეგი წოდებები: გენერალი, პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი, უფროსი ლეიტენანტი და ლეიტენანტი.

სამომავლოდ ოფიცერთა კორპუსის შესავსებად თბილისში დაარსდა სამხედრო სკოლა, რომელშიც ოთხი განყოფილებაა: ქვეითთა, საკავალერიო, საარტილერიო და საინჟინრო. სწავლა ორწლიანია.

ქართული არმია შეიარაღებულია რუსეთის იმპერიის ყოფილი კავკასიის არმიის შეიარაღებით.

სახალხო გვარდია აგებულია მოხალისეობის პრინციპზე. სურვილის შემთხვევაში მასში ეწერებიან: მუშები, გლეხები, სახელმწიფო დაწესებულებათა თანამშრომლები და სხვ. ყველა გვარდიელს გადაეცემა: თოფი, ტყვია-წამლის კომპლექტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მშვიდობიანობის დროს გვარდიელები დაკავებული არიან საკუთარი საქმიანობით და პერიოდულად ცხადდებიან შტაბში სამწყობრო და საბრძოლო წვრთნებისთვის.

სახალხო გვარდიას ხელმძღვანელობს შტაბი. გვარდიის შენაერთებს ეწოდებათ ბატალიონები.

მობილიზაციის შემთხვევაში გვარდიელები ცხადდებიან რაიონულ შტაბებში და ამ დროს ბატალიონებში 800-1000 მებრძოლი იყრის თავს. გამონაკლისს წარმოადგენს გვარდიის საგანგებო ბატალიონი, რომელიც მუდმივად არის მობილიზებული. სახალხო გვარდიის ასეთ ორგანიზებას აქვს დადებითი მხარეც, ძალიან სწრაფად ხდება გვარდიელების მობილიზაცია. ამას სჭირდება ერთი-ორი დღე.

საქართველოს მთავრობა შეიარაღებულ ძალებს უყენებს შემდეგ მოთხოვნას, დაიცვას სახელმწიფოს საზღვრები. გამომდინარე ამ ამოცანიდან საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა თვლის, რომ შეიარაღებული ძალების მთავარი სტრატეგიაა „პასიური თავდაცვა“ და ყურადღებას არ აქცევს „მანევრირებას“, „აქტიურობას“ და ითვალისწინებს რა ქვეყნის მთაგორიან რელიეფს, ძირითად აქცენტს აკეთებს „თავდაცვით სამხედრო მოქმედებებზე“. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო თვალსაზრისით, ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა.

შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელსაც არ შეუძლია აქტიური სამხედრო მოქმედებების წარმოება.

შეიარაღებული ძალები ჰყავს მხოლოდ ქვეყნის შიგნით წესრიგისა და საზღვრების დასაცავად. არ შეუძლია აწარმოოს ხანგრძლივი სამხედრო კამპანიები. სამხედრო მოქმედებების დაწყება მალევე გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზი გახდება.

კითხვა 25.1

დოკუმენტის მიხედვით, დაასახელეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო სტრუქტურა.

კითხვა 25.2

დოკუმენტში არსებული რომელი ინფორმაცია ადასტურებს, რომ მთავრობა ზრუნავდა შეიარაღებული ძალების განვითარებაზე?

კითხვა 25.3

დოკუმენტის მიხედვით, რატომ არსებობდა ქართულ არმიაში მხოლოდ შემდეგი წოდებები: გენერალი, პოლკოვნიკი, მაიორი, კაპიტანი, უფროსი ლეიტენანტი და ლეიტენანტი?

კითხვა 25.4

დოკუმენტის მიხედვით, რა იყო გვარდიის უპირატესობა ორგანიზაციული თვალსაზრისით?

კითხვა 25.5

დოკუმენტის მიხედვით, რა ორი უმთავრესი ამოცანა უნდა შეესრულებინა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს?

კითხვა 25.8

დოკუმენტის მიხედვით, რა მოითხოვა გენერალურმა შტაბმა და რატომ?

კითხვა 25.9

დოკუმენტის მიხედვით, რა უპირატესობა ჰქონდათ ძველი არმიის ქართველ ოფიცრებს, რომლებიც არმიის მიღმა აღმოჩნდნენ და რატომ არ მიიღეს ისინი ქართულ არმიაში?

კითხვა 25.10

დოკუმენტის მიხედვით, გვარდიის ბატალიონებიდან რომელი წარმოადგენდა გამონაკლისს და რაში გამოიხატებოდა ეს გამონაკლისი?

კითხვა 25.12

დოკუმენტის მიხედვით, რა გამოიწვევდა საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და, თავის მხრივ, რისი მიზეზი გახდებოდა ეს კრიზისი?