ტესტი შედგება 32 დახურული კითხვისგან (32 ქულა, ფასდება ავტომატურად) და ღია დავალებებისგან (27 ქულა).
ღია კითხვებზე პასუხი ჩაწერეთ ველში, შემდეგ გახსენით „სწორი პასუხი და შეფასების სქემა“ და შეაფასეთ თავი.
მაქსიმალური ქულა — 59.
კითხვა 1
რომელი მასშტაბის რუკაზე იქნება ტერიტორია გამოსახული მეტი დეტალიზაციით?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 2
რომელი მოგზაური დაიღუპა რუკაზე აღნიშნულ კუნძულზე ადგილობრივ ტომებს შორის გამართულ ბრძოლაში ჩარევისას?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 3
რომელ კონტინენტზეა მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 4
როგორი წარმოშობისაა ფოტოზე გამოსახული ტბა?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 5
ჩამოთვლილთაგან რა არის დამახასიათებელი მაღალი KOF გლობალიზაციის ინდექსის მქონე ქვეყნისთვის?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 6
გააანალიზეთ რუკა და განსაზღვრეთ, ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან რომელს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 7
2007 წელს საქართველოს რომელი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე (მთლიანად) იქნა წარდგენილი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესატანად?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 8
გააანალიზეთ ტექტონიკური ფილების რუკა და განსაზღვრეთ, რომელი ფოტოა გადაღებული ისლანდიაში?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 9
სად მდებარეობს აპალაჩის მთები?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 10
ჩამოთვლილი მდინარეებიდან რომელი იღებს სათავეს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთის კალთიდან?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 11
რომელი ქალაქის ჰავას შეესაბამება კლიმატური დიაგრამის მონაცემები?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 12
რა დანიშნულებით გამოიყენება სქემაზე მოცემული ბუნებრივი რესურსი?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 13
გააანალიზეთ რუკა და განსაზღვრეთ, ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ინფორმაცია:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 14
რომელი ცხოველი გამოიყენებოდა საპალნე ტრანსპორტად პოლარული მკვლევრების მიერ?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 15
რა ინფორმაციაა ასახული მოცემულ რუკაზე?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 16
გააანალიზეთ კლიმატური დიაგრამები და განსაზღვრეთ, რომელი წყვილი შეესაბამება სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ადგილებს?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 17
რა პროცესს ასახავს მოცემული რუკები?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 18
რომელია განვითარებული ქვეყნის მახასიათებელი?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 19
რომელი მტკიცებაა მართებული?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 20
რომელი ორგანიზაციის შტაბ-ბინაა ნაჩვენები ფოტოზე?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 21
რა შეიძლება მოცემული რუკის მიხედვით დავასკვნათ ავსტრალიის შესახებ (ყველაზე დაბალი ქულაა 1; საუკეთესო ქულაა 10)?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 22
რომელი სახელმწიფოს შესახებ არის მოცემული ინფორმაცია?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 23
რას ასახავს 2023 წლის მონაცემების მიხედვით შედგენილი რუკა?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 24
გააანალიზეთ ინფორმაცია და განსაზღვრეთ, რომელ სახელმწიფოშია უფრო მეტი პროგრესი მწეველთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 25
რას ასახავს ქვემოთ მოცემული რუკა?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 26
ეკონომიკის რომელ სექტორში დასაქმებულები არიან აღნიშნული დიაგრამაზე მწვანე ფერით (45,5%)?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 27
ტოპოგრაფიულ რუკაზე მონიშნულ რომელ არეალში მდებარეობს სატელიტურ ფოტოზე ნაჩვენები ტერიტორია?
პრობლემის აღწერა:
დავალება 28 3 ქულა
გააანალიზეთ ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტი და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 28.1
დაახლოებით რამდენი მეტრია მ. მუხის აბსოლუტური სიმაღლე?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 28.2
დაახლოებით რა აზიმუტით მდებარეობს მ. მუხიდან მდ. იოს შესართავი?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 28.3 1 ქულა
რამდენ მეტრს შეადგენს მდ. ქვათანას ვარდნა? აუცილებლად აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
150-139,4=10,6 მ.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ან პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ფასდება 0 ქულით;
სწორად გამოთვლილი მდინარის ვარდნა ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 29 1 ქულა
გამოთვალეთ¹, 2023 წელს საქართველოში რამდენ ლარს შეადგენდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე? აუცილებლად აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.
¹ სტატისტიკური მონაცემები დამრგვალებულია.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
80 200 000 000 : 3 700 000 = 21 676 ლარი.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ან პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ფასდება 0 ქულით;
სწორად გამოთვლილი მაჩვენებელი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 30 1 ქულა
რომელი წლიდან აღინიშნება ინდოეთში ქვეყნის მთლიანი შემოსავლის ნახევრის გადანაწილება მოსახლეობის მდიდარ ფენაზე?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
2010 წლიდან.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ან პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული წელი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
დავალება 31 2 ქულა
გააანალიზეთ მოცემული ილუსტრაციები და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 31.1 1 ქულა
რა პროცესის განვითარების საშიშროებას ასახავს მოცემული რუკები?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
გაუდაბნოების.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული პროცესი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 31.2 1 ქულა
დაასახელეთ ამ პროცესის გამომწვევი ერთი ბუნებრივი ფაქტორი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
გახშირებული გვალვა.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული ფაქტორი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 32 2 ქულა
რომელი ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენა და მისი შედეგებია ასახული ილუსტრაციებზე? დაასახელეთ ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
ცუნამი (1 ქ.);
რომელიც წარმოიქმნება ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული მოვლენა ფასდება 1 ქულით;
სწორად დასახელებული მოვლენის გამომწვევი მიზეზი ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
დავალება 33 2 ქულა
დავალებაში მოცემულია აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი პეტროგლიფები, რომლებიც ძვ.წ. 9000-6000 წწ. თარიღდება. გააანალიზეთ ინფორმაცია და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 33.1 1 ქულა
რომელი ბუნებრივი ზონა ვრცელდება დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აღმოაჩინეს პეტროგლიფები?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
უდაბნოს / ნახევრადუდაბნოს.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული ბუნებრივი ზონა ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 33.2 1 ქულა
პეტროგლიფების ანალიზის შედეგად რა დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი ისტორიულ წარსულში აქ გავრცელებულ ბუნებრივ ზონასთან დაკავშირებით.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
რადგან პეტროგლიფებზე გამოსახულია სავანის ფაუნა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძვ.წ. 9000 წ. აქ ვრცელდებოდა სავანა.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორი დასკვნა ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
დავალება 34 3 ქულა
გააანალიზეთ დემოგრაფიული პირამიდები და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 34.1 2 ქულა
რომელი კონტინენტის მონაცემებს შეესაბამება B პირამიდა და გამოთვალეთ მსოფლიოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრობს ამ კონტინენტზე? აუცილებლად აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული კონტინენტი ფასდება 1 ქულით;
სწორად გამოთვლილი პროცენტი ფასდება 1 ქულით;
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 34.2 1 ქულა
B პირამიდის მიხედვით, 0-14 ასაკის მოსახლეობა კონტინენტის თითქმის 40% შეადგენს. როგორი აღწარმოების ტიპია დამახასიათებელი კონტინენტის სახელმწიფოთა უმრავლესობისათვის?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
დამახასიათებელია გაფართოებული აღწარმოების ტიპი.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული აღწარმოების ტიპი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
დავალება 35 4 ქულა
გააანალიზეთ რუკა და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 35.1
რომელი პოლიტიკოსის მიერ იქნა შემოთავაზებული რუკაზე აღნიშნული გამყოფი ხაზი XX საუკუნის 80-იან წლებში?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 35.2 1 ქულა
ახსენით, რა პრინციპით არის გატარებული რუკაზე სახელმწიფოების გამყოფი ლურჯი ხაზი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
ეს ხაზი ერთმანეთისგან გამოჰყოფს მაღალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს. ე.წ. ბრანდტის ხაზი გამოჰყოფს გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 35.3 2 ქულა
ახსენით, რა პრინციპით (საერთო მახასიათებლებით) არის გამოყოფილი რუკაზე წითელი ფერით აღნიშნული სახელმწიფოები და რა სახელით მოიხსენიებდნენ ამ ქვეყნებს?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
წითელი ფერით გამოყოფილმა სახელმწიფოებმა ეკონომიკის განვითარებით ბევრად გაასწრეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს და ამის გამო მათი განხილვა როგორც ცალსახად განვითარებადი ქვეყნები არ არის სწორი, ამიტომ მოხდა მათი გამოყოფა განვითარებადი სამხრეთისგან (1 ქ.);
მათ უწოდებდნენ ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით;
სწორად დასახელებული ტერმინი რომლითაც მოიხსენიებენ ამ სახელმწიფოებს ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
დავალება 36 8 ქულა
ენერგეტიკის სფეროში მდგრადობა მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გააანალიზეთ მოცემული ინფორმაცია და უპასუხეთ კითხვებს:
პრობლემის აღწერა:
კითხვა 36.1 2 ქულა
A დიაგრამის მიხედვით, 2022 წელს რომელი ენერგორესურსით გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეესაბამებოდა 829 ტერავატ/საათი და რით ახსნით მოცემული რესურსის გამოყენების მკვეთრი ვარდნის ტენდენციას?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
ქვანახშირს (1 ქ.);
კლიმატის გლობალური ცვლილების შემცირების მიზნით ქვანახშირის გამოყენება შეიზღუდა (1 ქ).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული ენერგორესურსი ფასდება 1 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 36.2 2 ქულა
დაასახელეთ, რომელი ტიპის ენერგორესურსით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა მოცემული ინფორმაცია B დიაგრამაზე? პასუხი ახსენით.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
წყლის / ჰიდრო (1 ქ.);
ელექტროენერგიის წარმოებაში ჰიდრო რესურსების ყველაზე მაღალი წილით გამოირჩევა ნორვეგია და ბრაზილია. ეს ქვეყნები მდიდარია აღნიშნული რესურსებით (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 36.3 2 ქულა
C დიაგრამის მიხედვით დაასახელეთ, რომელ ენერგიას უფრო მეტად იყენებენ აშშ-ის მოქალაქეები სამზარეულოში საჭმლის მოსამზადებლად? ახსენით, რატომ არის სახლები უფრო მეტად ამ ენერგიით უზრუნველყოფილი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
ელექტროენერგიას (1 ქ.);
მიწოდების და ექსპლუატაციის მეტი უსაფრთხოება (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 36.4 2 ქულა
D დიაგრამის მიხედვით, რომელი ტიპის ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა განიცადა ყველაზე დიდი ვარდნა ევროპის კავშირში წინა წელთან შედარებით? ახსენით, რა იყო ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
ჰიდროელექტროსადგურში (1 ქ.);
იმ წელს ევროპაში იყო დიდი გვალვები (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად განსაზღვრული ელექტროსადგური ფასდება 1 ქულით;
სწორად ახსნილი მიზეზი ფასდება 1 ქულით.
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
დავალება 37 6 ქულა
გააანალიზეთ ინფორმაცია და უპასუხეთ კითხვებს:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ფართობი 2919 კმ²-ს შეადგენს და მის შემადგენლობაში 6 მუნიციპალიტეტია.
აჭარა 3 მხრიდან გარშემორტყმულია ქედებით, ხოლო დასავლეთის მხრიდან გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე. აქ მდებარეობს საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორია და კურორტი.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 37.1
რა ინფორმაციაა მოცემული მე-2 ილუსტრაციაზე?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 37.2
რომელ დასახლებულ პუნქტს შეესაბამება დავალებაში მოცემული კლიმატური დიაგრამა?
პრობლემის აღწერა:
კითხვა 37.3 1 ქულა
გამოთვალეთ, რას უტოლდებოდა აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელს? აუცილებლად აჩვენეთ გამოთვლის პროცესი.
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
2919×114.4 = 333 934 კაცი.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად გამოთვლილი მაჩვენებელი ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 37.4 1 ქულა
ახსენით, შესაძლებელია თუ არა აჭარის ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო სპორტის რომელიმე სახეობაში საერთაშორისო ტურნირის ჩატარება?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
შესაძლებელია, რადგან მთიან აჭარაში უხვთოვლიანი ზამთარი იცის და აქ მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი / იმის გამო რომ არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა ვერ ჩატარდება.
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
მართებული ახსნა ფასდება 1 ქულით.
პრობლემის აღწერა:
კითხვა 37.5 2 ქულა
აჭარის რომელ მუნიციპალიტეტში იქმნებოდა 1990 წელს მრეწველობაში ყველაზე ნაკლები ღირებულების პროდუქცია? მრეწველობის რომელ დარგში იქმნებოდა ამ მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქციის ღირებულების უდიდესი ნაწილი?
სწორი პასუხი და შეფასების სქემა
პასუხის ნიმუში
შუახევის / ხულოს მუნიციპალიტეტში (1 ქ.);
ხე-ტყისა და ქაღალდის მრეწველობაში (1 ქ.).
შეფასების სქემა
არასწორი პასუხი, არასრული პასუხი, პასუხი რომელიც არ აკმაყოფილებს კითხვის პირობას, ან პასუხი, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, ფასდება 0 ქულით;
სწორად დასახელებული მუნიციპალიტეტი ფასდება 1 ქულით;
სწორად დასახელებული მრეწველობის დარგი ფასდება 1 ქულით;
დავალების მაქსიმალური ქულაა - 2.
პრობლემის აღწერა:
🏆
ტესტი დასრულდა!
გეოგრაფია — 2025 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი:
0 / 32
დახურული კითხვები. ღია დავალებები (27 ქულა) შეაფასეთ შეფასების სქემით.