კითხვა 1
ციფრებით აღნიშნულია სიცოცხლის ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე მყოფი ობიექტები. რომელ ვარიანტშია ისინი დალაგებული თანდათანობით გართულების მიხედვით?
1. ნეირონი 2. რნმ 3. თირკმელი 4. ხრტილი
კითხვა 2
პლაზმურ მემბრანაში შეიძლება შეგვხვდეს:
I – ფოსფოლიპიდები II – ცილები III – ქოლესტერინი
კითხვა 3
მოზარდში რომელი ჯირკვლის ჰიპოფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ზრდის შეჩერება, ისე გონებრივი ჩამორჩენა (კრეტინიზმი)?
I – ჰიპოფიზის II – ფარისებრი ჯირკვლის III – ეპიფიზის
კითხვა 4
ჩამოთვლილი ადაპტაციებიდან რომელი შეიძლება ახასიათებდეთ ცხელ, მშრალ კლიმატში ბინადარ ძუძუმწოვრებს?
I – სამარაგო ცხიმი
II – დიდი ზომის ყურები
III – ზაფხულის ძილი
კითხვა 5
ნერვული სისტემის სომატური ნაწილი აკონტროლებს:
I – ყლაპვას II – თვალის მოძრაობას III – ნაწლავის პერისტალტიკას
კითხვა 6
რომელი პოლიმერის მონომერი არ არის გლუკოზის ნაშთი?
1. ქიტინის 2. გლიკოგენის 3. კერატინის 4. ცელულოზის
კითხვა 7
ძვლის როგორც ყვითელი, ისე წითელი ტვინი გვხვდება:
კითხვა 8
ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს მცირდება სისხლით მომარაგება:
კითხვა 9
ჩამოთვლილთაგან ენდოპლაზმური ბადის ფუნქციებია:
I – კალციუმის იონების დეპონირება
II – ფოსფოლიპიდების სინთეზი
III – ვეზიკულების წარმოქმნა
კითხვა 10
ყლაპვის რეფლექსში მონაწილეობს:
I – გემოვნების რეცეპტორები
II – ხახისა და საყლაპავის კუნთები
III – მოგრძო ტვინი
კითხვა 11
ადამიანის სუნთქვის სიხშირე იზრდება:
I – ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს
II – სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მომატებისას
III – ჰაერში ჟანგბადის ნაკლებობისას
კითხვა 12
ცაცხვსა და მასზე ბინადარ ხავსს შორის დამოკიდებულება არის:
კითხვა 13
როგორი გენოტიპი აქვს სქემაზე ციფრი 1-ით აღნიშნულ ინდივიდს?
კითხვა 14
რომელ სტრუქტურათა სანათურები ფართოვდება ადრენალინის ზემოქმედებით?
I – კანის არტერიოლების
II – ჩონჩხის კუნთების არტერიოლების
III – ბრონქიოლების
კითხვა 15
მიკრომილაკები მონაწილეობენ:
I – ქრომატიდების გადაადგილებაში
II – წამწამებისა და შოლტების აგებაში
III – ორგანოიდების გადაადგილებაში
კითხვა 16
რომელ პროცესში წარმოიქმნება ნახშირორჟანგი?
1. რძემჟავა დუღილის 2. კრებსის ციკლის
3. გლიკოლიზის 4. სპირტული დუღილის
კითხვა 17
პროდუცენტების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს:
I – რედუცენტების რაოდენობის გაზრდამ
II – მეორე რიგის კონსუმენტების რიცხოვნობის შემცირებამ
III – მცენარეული პარაზიტების რიცხოვნობის გაზრდამ
კითხვა 18
ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას:
I – აქტიურდება თირკმელში კალციუმის უკუშეწოვა
II – ითრგუნება პარატჰორმონის სეკრეცია
III – აქტიურდება კალციუმის შეწოვა წვრილ ნაწლავში
კითხვა 19
რომელი ჯგუფის ფერმენტებს ასინთეზირებენ როგორც A, ისე B სურათზე გამოსახული ჯირკვლები?
I – პროტეაზებს II – ამილაზებს III – ლიპაზებს
კითხვა 20
ღვიძლი მონაწილეობს:
I – ამიაკის გარდაქმნაში
II – ვიტამინების დამარაგებაში
III – სითბოს წარმოქმნაში
კითხვა 21
ანალოგიური ორგანოებია:
I – ადამიანის ხელი და დათვის თათი
II – დელფინის ფარფლი და ზვიგენის ფარფლი
III – ლომის ბრჭყალები და ცხენის ჩლიქები
კითხვა 22
პომიდორში ნაყოფის შეფერილობა (წითელი, ყვითელი) და ფორმა (სფერული, ოვალური) მემკვიდრული ნიშნებია. იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ საწყის მცენარეთა (P) გენოტიპები.
კითხვა 23
გრიპისა და შიდსის ვირუსის საერთო ნიშნებია:
I – შეიცავენ ნუკლეინის მჟავებს
II – ტრანსკრიპცია მიმდინარეობს მასპინძლის ფერმენტებით
III – ადამიანს აინფიცირებენ აირ-წვეთოვანი გზით
კითხვა 24
რომელი დისაქარიდის მოლეკულის დაშლის შედეგად წარმოიქმნება გალაქტოზა?
I – ლაქტოზის II – საქაროზის III – მალტოზის
კითხვა 25
რომელ სტრუქტურებში გვხვდება კერატინი?
I – მყესში II – თმაში III – რქოვანაში
კითხვა 26
D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს:
I – პარატჰორმონის სეკრეციის გაძლიერება
II – ძვლის მასის შემცირება
III – კალციუმის გადასვლა ძვლებიდან სისხლში
კითხვა 27
პირველი რიგის კონსუმენტებს შორის კონკურენცია არ მწვავდება, როდესაც:
I – მცირდება საკვების რაოდენობა
II – მოიხმარენ განსხვავებულ საკვებს
III – ვიწროვდება საარსებო არეალი
კითხვა 28
რომელი ნივთიერების კონცენტრაცია მოიმატებს შარდში უკუშეწოვის დარღვევისას?
1. შარდოვანას 2. ვიტამინების 3. ცილების 4. ამინომჟავების
კითხვა 29
მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს აქვს:
1. ანტიგენი A; 2. ანტიგენი B;
3. ანტისხეული ანტი-A; 4. ანტისხეული ანტი-B.
კითხვა 30
ადამიანში რომელი ნიშნები შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც მემკვიდრული, ისე გარემო ფაქტორების ზეგავლენით?
I – სიმაღლე II – თვალის ფერი III – ერითროციტების რაოდენობა
კითხვა 31
რომელი პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მიტოქონდრიაში?
I – მაკროერგული ბმების წარმოქმნა
II – ატფ-ის დაშლა
III – ტრანსლაცია
კითხვა 32
მოცემული კვებითი ჯაჭვის – „მუხა - ქერქიჭამია ხოჭო - კოდალა - მიმინო“ – გამომხატველი რომელი სახის პირამიდა იქნება დეფორმირებული (ამობრუნებული)?
I – რიცხვთა II – ბიომასის III – ენერგიის
კითხვა 33
ადამიანის რომელი ძვლები უერთდება ერთმანეთს მოძრავად?
I – წინამხრისა და მხრის
II – მხრისა და ბეჭის
III – მენჯისა და ბარძაყის
კითხვა 34
პლასტიკური ცვლა ენერგეტიკულისათვის ამზადებს:
I – ატფ-ს II – ფერმენტებს III – ნახშირწყლებს
კითხვა 35
რომელ პროცესში მონაწილეობენ როგორც გლუვი, ისე განივზოლიანი კუნთები?
I – სუნთქვაში
II – სისხლის მიმოქცევაში
III – ნაწლავის პერისტალტიკაში
კითხვა 36
ადამიანის რომელი ჰორმონები მოქმედებენ ანტაგონისტურად (ერთმანეთის საპირისპიროდ)?
I – ინსულინი - გლუკაგონი
II – ადრენალინი - თიროქსინი
III – კალციტონინი - პარატჰორმონი
კითხვა 37
რომელ პროცესში მომხდარმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ფენოტიპური ცვლილება?
I – რეპლიკაციაში II – ტრანსლაციაში III – ტრანსკრიპციაში
კითხვა 38
როგორი იქნება პურინის ფუძეების შემცველობა ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულაში, თუკი მასში თიმინის რაოდენობა შეადგენს 20%-ს?