Testebi.ge Testebi.ge ბიოლ. 2025
⭐ 0 / 38
03:00:00
03:00:00
0 / 38

კითხვა 1

რა ფუნქციას ასრულებს ლიპიდები უჯრედში? I – სატრანსპორტოს II – სტრუქტურულს III – დამცველობითს

კითხვა 2

იმუნურ სისტემას მიეკუთვნება: I – ელენთა II – ლიმფური კვანძები III – ღვიძლი

კითხვა 3

რომელი ლათინური ასოებით აღნიშნული ორგანოები მონაწილეობს ნახშირწყლების მონელებაში?
კითხვა 3 ნახაზი

კითხვა 4

მცენარეულ უჯრედში ატფ-ის სინთეზი მიმდინარეობს: I – ქლოროპლასტში II – მიტოქონდრიაში III – ციტოპლაზმაში

კითხვა 5

დნმ-ის მოლეკულის ერთი ჯაჭვი: I – მთელ სიგრძეზე თანაბარი მანძილით არის დაშორებული საპირისპირო ჯაჭვიდან II – შედგება კოვალენტური ბმებით დაკავშირებული მონომერებისგან III – წყალბადური ბმებით უკავშირდება საპირისპირო ჯაჭვს

კითხვა 6

რიბოსომები არ გვხვდება:

კითხვა 7

ადამიანის პულსის მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს გულის: I – შეკუმშვათა სიხშირე II – რიტმის დარღვევა III – შეკუმშვათა ძალა

კითხვა 8

რომელი ცილა ასრულებს სტრუქტურულ ფუნქციას? I – კერატინი II – კოლაგენი III – ელასტინი

კითხვა 9

რომელი ნივთიერების რაოდენობა მცირდება დაღლისას კუნთებში? I – გლუკოზის II – ატფ-ის III – რძემჟავის

კითხვა 10

კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება როგორც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ისე ჰორმონები. რომელი სტრუქტურის მუშაობაა გააქტიურებული პანკრეასის უჯრედებში? I – ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადის II – გლუვი ენდოპლაზმური ბადის III – გოლჯის კომპლექსის

კითხვა 11

რომელ პროცესს შეაფერხებს ატფ-ის დეფიციტი?

კითხვა 12

ზოგიერთი ორგანო ძირითადად შემაერთებელი ქსოვილითაა აგებული. რა ფუნქციის შესრულება შეუძლიათ ასეთ ორგანოებს? I – დამცველობითი II – სისხლმბადი III – სამარაგო

კითხვა 13

რომელ პროცესში მონაწილეობს თირკმლის კლაკნილი მილაკები? I – ფილტრაციაში II – ოსმორეგულაციაში III – უკუშეწოვაში

კითხვა 14

რომელ პროცესებში მონაწილეობს გლუვი კუნთები? I – მშობიარობის II – ნაწლავის პერისტალტიკის III – სისხლძარღვების შევიწროების

კითხვა 15

რომელი ნივთიერება გამოიყოფა ორგანიზმიდან როგორც თირკმელების, ისე კანის მეშვეობით? I – წყალი II – მინერალური მარილები III – შარდოვანა

კითხვა 16

ძირითადად რომელ ნახშირწყალს იყენებენ ენერგიის წყაროდ II რიგის კონსუმენტები?

კითხვა 17

რომელი ნივთიერების სინთეზს შეაფერხებს უჯრედში გლუვი ენდოპლაზმური ბადის დაზიანება? I – ცილის II – ლიპიდის III – რნმ-ის

კითხვა 18

მშვიდი სუნთქვისას რომელი კუნთები მონაწილეობს გულმკერდის ღრუს მოცულობის ცვლილებაში? I – დიაფრაგმა II – ნეკნთაშუა კუნთები III – მკერდის კუნთები

კითხვა 19

გენეალოგიური სქემის მიხედვით განსაზღვრეთ ნიშნის მემკვიდრეობის ტიპი:
კითხვა 19 ნახაზი

კითხვა 20

ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში გვხვდება: I – მამოძრავებელი ნეირონების დენდრიტები II – მგრძნობიარე ნეირონების სხეულები III – ჩართული ნეირონების სხეულები

კითხვა 21

რით შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ჰომოლოგიური წყვილის ქრომოსომები?

კითხვა 22

უჯრედში დნმ-ის გაორმაგებული რაოდენობა გვხვდება:

კითხვა 23

სახეობის ჩამოყალიბების პროცესში რა თანმიმდევრობით მოქმედებს ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები? 1 – ბუნებრივი გადარჩევა 2 – მემკვიდრული ცვალებადობა 3 – არსებობისათვის ბრძოლა

კითხვა 24

ტბის მახლობლად ხეხილის ბაღი სისტემატურად მუშავდებოდა პესტიციდებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტბაში საგრძნობლად დაიკლო თევზებისა და ფრინველების რაოდენობამ. მიზეზი ორგანიზმებში პესტიციდების დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. განსაზღვრეთ, რა თანმიმდევრობით მოქმედებდა ეკოლოგიური ფაქტორები. 1. აბიოტური 2. ბიოტური 3. ანთროპოგენული

კითხვა 25

რომელი ცვლილება გამოიწვევს მოცემულ კვებით ქსელში სიმინდის რაოდენობის გაზრდას?
კითხვა 25 ნახაზი

კითხვა 26

ინსულინის მოქმედებით აქტიურდება გლუკოზის: I – უჯრედებში ტრანსპორტი II – ორგანიზმიდან გამოდევნა III – გლიკოგენად გარდაქმნა

კითხვა 27

გლიკოლიზის პროცესში: 1. სინთეზირდება ატფ 2. პოლისაქარიდები იშლება მონომერებად 3. წარმოიქმნება პირუვატი 4. გამოიყოფა ნახშირორჟანგი

კითხვა 28

ქათმებში ბუმბულის ჭრელი და ყავისფერი შეფერილობა მემკვიდრული ნიშნებია. იხელმძღვანელეთ ილუსტრაციით და განსაზღვრეთ მშობლების (P) გენოტიპები.
კითხვა 28 ნახაზი

კითხვა 29

რომელი ორგანოების მუშაობას ააქტიურებს ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილი? I – წვრილი ნაწლავის II – გულის III – პანკრეასის

კითხვა 30

რომელი ქსოვილის უჯრედებში სინთეზირდება ტესტოსტერონი?

კითხვა 31

რა გზით მიეწოდება ნაწლავიდან შეწოვილი ამინომჟავები უშუალოდ უჯრედებს? I – სისხლით II – ლიმფით III – ქსოვილური სითხით

კითხვა 32

პლასტიკურ ცვლას მიეკუთვნება: I – გლუკოზის წარმოქმნა წყლისა და ნახშირორჟანგისაგან II – გლუკოზის წარმოქმნა გლიკოგენისაგან III – გლუკოზიდან ეთილის სპირტის წარმოქმნა

კითხვა 33

რა აქვს საერთო ფარისებრ და ფარისებრახლო ჯირკვლებს? I – აძლიერებენ ჟანგვით პროცესებს II – მონაწილეობენ კალციუმის დონის რეგულაციაში III – ძირითადად აგებულია ეპითელური ქსოვილით

კითხვა 34

რომელი ნივთიერება არ გვხვდება სისხლში? I – გლუკაგონი II – ამიაკი III – გლიკოგენი

კითხვა 35

არამონათესავე სახეობებში ჩამოყალიბებული ჰომოლოგიური ორგანოები არის: I – მსგავსი წარმოშობის II – განსხვავებული ფუნქციის III – კონვერგენტული ევოლუციის შედეგი

კითხვა 36

რა გზით შეიძლება შევიდეს უჯრედში გლუკოზა? I – აქტიური ტრანსპორტით II – დიფუზიით III – გაადვილებული დიფუზიით

კითხვა 37

მიკროევოლუციის მაგალითს, რომლის მიმდინარეობაზეც შესაძლებელია დაკვირვება, წარმოადგენს: I – ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი სტაფილოკოკების ჩამოყალიბება II – კორონავირუსის ახალი ფორმების წარმოქმნა III – პესტიციდების მიმართ გამძლე ბუგრების წარმოშობა

კითხვა 38

რამ შეიძლება გამოიწვიოს პირობითი რეფლექსის შეკავება? I – უპირობო და პირობითი გამღიზიანებლების მონაცვლეობითმა მოქმედებამ II – სხვა ძლიერი გამღიზიანებლის მოულოდნელმა მოქმედებამ III – მხოლოდ პირობითი გამღიზიანებლის ხანგრძლივმა მოქმედებამ